x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
სახიფათო ხილი და ბოსტნეული, რომელთაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ
ხშირად ჩვენ არც კი ვფიქრობთ იმ დაფარულ საშიშროებაზე, რომელიც გვემუქრება ერთი შეხედვით უწყინარი პროდუქტების ყოველდღიური გამოყენების დროს.

image


ნუში


image

ნუში ითვლება მშრალ ხილად და არა კაკლეულად, როგორც ეს ბევრს მიაჩნია. მას გააჩნია უნიკალური გემო და წარმოადგენს უამრავი დესერტის მთავარ გემოვნებით დანამატს. ყველაზე არომატულია მწარე ნუში, რომელიც შეიცავს შხამიან ნივთიერებას-ციანიდს. სწორედ ამიტომ არ შეიძლება ნედლი ნუშის გამოყენება, მას გადაამუშავებენ ან უბრალოდ ხალავენ გამოყენების წინ. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ახალ ზელანდიაში მწარე ნუშის გაყიდვა კანონით აკრძალულია.


არაქისი

image

არაქისი, ისევე როგორც ნუში, ნედლ მდგომარეობაში არ გამოიყენება, ის გამოყენებამდე ექვემდებარება თბურ დამუშავებას. ეს კეთდება იმიტომ, რომ ნედლი არაქისი შეიცავს ნივთიერება ურუშიოლს, რომელიც ძლიერ ალერგიას იწვევს. ძალიან დიდი რაოდენობით ურუშიოლის მოხვედრამ ორგანიზმში შეიძლება ლეტალური შედეგიც კი გამოიწვიოს. თუმცა ამ პროდუქტით მოწამვლის ფაქტები იშვიათია, მაგრამ მუშები, რომლებიც მის გასუფთავებაზე მუშაობენ, ხშირად განიცდიან უსიამოვნო შეგრძნებებს, მაგალითად, კანის გაღიაზიანებას.


ალუბალი, ალუბლის კურკები

image

ალუბლის, ატმის, გარგარის და ქლიავის კურკები შხამიან ნივთიერებას ციანიდს შეიცავს. თუ ამ ხილის კურკების გატეხვა და ჭამა გიყვართ, იცოდეთ, რომ თქვენს ორგანიზმში წყალბადის ციანიდის მცირე რაოდენობა მოხვდება. რამოდენიმე ცალი ასეთი კურკის მიღება საშიში არაა, მაგრამ მისი დიდი რაოდენობით მირთმევას შეუძლია სერიოზული მოწამვლა გამოიწვიოს.


სატაცური

image

სატაცური ბოსტნეულია, რომლის ნაყოფიც შხამიანია ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. სატაცური უხსოვარი დროიდან გამოიყენებოდა, როგორც ბოსტნეული და სამკურნალო საშუალება მისი საუკეთესო გემოსა და სამკურნალო თვისებების გამო, მაგრამ ეს მხოლოდ მისი ღეროები. წითელი ფერის თესლი, რომელსაც ეს მცენარე იკეთებს, ადამიანისათვის მომწამლავია.


პამიდორი

image

საინტერესო ფაქტია, რომ პამიდორი ზოგ ქვეყანაში ბოსტნეულად ითვლება, ზოგან კი ხილად. ეს ყველასათვის საყვარელი პროდუქტი თურმე არცთუისე უსაფრთხო ყოფილა:მისი ფოთლები და ღეროები შეიცავს ნივთიერება გლიკოალკალოიდს, რომელიც ნერვული სისტემის გაღიზიანებას და ალერგიას იწვევს. ეს ნივთიერება მცირე რაოდენობით მწვანე პამიდორშიცაა, მაგრამ იმდენად მცირე, რომ ადამიანს ის ზიანს ვერ აყენებს.



მუსკატის კაკალი(ჯაოზი)

image

მუსკატის კაკალი შეიცავს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას-მირისტიცინს.ამ ნივთიერების დიდი რაოდენობით მიღება იწვევს ღებინებას, თავბრუსხვევას, თავის ტკივილს და ჰალუცინაციებს. მაგრამ არ ღირს შეშფოთება, რადგან მუსკატის ის რაოდენობა, რასაც ჩვენ კერძებში ვიყენებთ, ძალიან მცირეა და გვერდითი მოვლენები არ მოჰყვება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოზარდებში ამ ბოლო ხანებში მუსკატი გამოიყენება, როგორც მსუბუქი ნარკოტიკი და ამის გამო საკმაოდ ხშირია მათი მოწამვლის ფაქტები.


შოკოლადი

image

მართალია, შოკოლადი ადამიანებისათვის მომწამლავი და მავნე არაა, მაგრამ ნივთიერება თეობრომინი, რომელსაც ის შეიცავს, საკმაოდ მავნებელია ძაღლებისა და კატებისათვის. სულ 40 გრამ შოკოლადს შეუძლია მათი ძლიერი მოწამვლა გამოიწვიოს, ამიტომ გირჩევთ, რომ არასოდეს მისცეთ მათ ეს პროდუქტი.



მწვანე კარტოფილი

image

კარტოფილი ყველაზე გავრცელებული ბოსტნეულია დედამიწაზე. ისვე, როგორც პამიდორი, კარტოფილის ღეროები და ფოთლებიც შეიცავს გლიკოალკალოიდებს. მომწამლავია მწვანე და ამოსული კარტოფილიც. მისმა საკვებად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, თავის ტკივილი, ტემპერატურის მომატება, კომაში ჩავარდანაც კი. ამიტომ კარტოფილი ყოველთვის გრილ, ბნელ და მშრალ ადგილას შეინახეთ.


ვაშლი. ვაშლის კურკები

image

ვაშლის კურკა, ისევე როგორც ალუბლის, მცირე რაოდენობით ციანიდს შეიცავს. მისი მცირე რაოდენობით შეჭმა დიდი საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ჩვენს ორგანნიზმს შესწევს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს ციანიდის მცირე დოზის მოქმედებას. თუმცა დიდი რაოდენობით ვაშლის კურკის გადაყლაპვა, განსაკუთრებით მისი დაღეჭვა, მით უმეტეს პატარა ბავშვებისათვის, საკმაოდ საშიშია და შეიძლება საკმაოდ ძლიერი კვებითი მოწამვლა გამოიწვიოს.


სოკო. ვარგისი და შხამიანი სოკოები

image

სოკოები მრავალ ქვეყანაში დელიკატესად ითვლება და ის მოჰყავთ კომერციული მიზნებისათვის, მაგრამ სოკოებს საკმაოდ ვერაგი ორეულები ჰყავთ, რომლით მოწამვლასაც ხშირად ლეტალური შედეგი მოაქვს. არასოდეს არ ენდოთ გავრცელებულ მითებს შხამიანი სოკოს გამოცნობისა:ვერცხლის კოვზის გაშავება, წერტილები სოკოს ქუდზე ან რგოლი სოკოს ფეხზე, ცუდი სუნი ან კაშკაშა მკვეთრი შეფერილობა. გირჩევთ, თუ კარგად არ იცით სოკოს ცნობა და თუ მის ვარგოსიანობაში ოდნავ მაინც გეპარებათ ეჭვი, ნუ გარისკავთ და ნუ მიირთმევთ მას. სოკოთი მოწამვლა ნებისმიერი ხილით ან ბოსტნეულით მოწამვლაზე მეტად საშიშია.

17
4416
16-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
4416
  
2018, 6 აგვისტო, 20:22
მეც დაინტერესებული ვარ ამ თემით.. აუცილებლად წავიკითხავ
2016, 13 ივნისი, 23:51
რა თქმა უნდა ვერ მოერევა თუ გააგრძელებენ სიმპტომატურ მკურნალობას და უყურადღებოდ დატოვებენ გამომწვევ მიზეზს,რომელიც ჯერ კიდევ 75 წლის წინ 1932წელს აღმოაჩინა გერმანელმა ბიოქიმიკოსმა ოტო ვარბურგმა რისთვისაც ნობელის პრემიაც მიიღო.მაგრამ ამ კაცის სახელი და მისი კვლევები მიჩუმათებული იქნა ფარმაცევტიული მაფიის მიერ ისევე როგორც მიჩუმათებულია გერმანელი ბიოქიმიკოსის ჯოანა ბადვიგის მეთოდოლოგია და იტალიელი ექიმის ტულიო სიმონჩინის მკურნალობის მეთოდი და ორთოდოქსული ონკოლოგია აგრძელებს ხანძრის ჩაქრობის მცდელობას ბენზინის მეშვეობით. და მტკიცებას რომ დედამიწა ბრტყელია და ხარის რქებზე დგას ქიმიო და რადიოთერაპიით მკურნალობა, რომლებიც საერთოდ ანადგურებენ ავადმყოფის იმუნურ სისტემას რომლის შესუსტებაც აძლევს ზუსტად სტარტს ავთვისებიან სიმსივნეს ძალზედ წააგავს მონეტარისტი ეკონომისტების მიერ ინფლაციის "მკურნალობის" მეთოდს,როდესაც რეფინანსირების განაკვეთებისა და სესხის პროცენტის ზრდით ცდილობენ ინფლაციის შეჩერებას მაშინ როდესაც ზუსტად მაღალი სესხის პროცენტი ქმნის არაფრით უზრუნველყოფილ ფულად მასას და ინფლაციის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. მიზეზ შედეგობრივი კავშირების თავდაყირა დაყენება ორთოდოქსალური, პროფესორული მეცნიერებების უკურნებელი სენია. ერთი იდიოტი დისერტაციას დაიცავს რაღაც სისულელეზე, მეორე იდიოტი დაიმოწმებს და მესამე იდიოტისათვის უკვე ეს სისულელე უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტების სტატუსს იძენს.სამწუხაროა რომ მეგობარი დაგიკარგავთ, მეც ბევრი ახლობელი დავკარგე ამ ვითომ უკურნებელი სენის წყალობით. იმიტომაც დავინტერესდი ამ საკითხის საფუძვლიანი შესწავლით
2016, 13 ივნისი, 22:43
აუცილებლად წავიკითხავ, თუმცა მგონია, რომ მაგ საშინელ სენს ვერასოდეს მოერევა კაცობრიობა :( ახლახანს საუკეთესო მეგობარი დავკარგე კიბოთი :(((
2016, 13 ივნისი, 17:33
თქვენი წენა არც მიფიქრია, უბრალოდ სტატიას ედვარდ გრიფინის წიგნის «Мир без рака» (World Without Cancer).წაკითხვის შემდეგ გადავეყარე,თუ ტქვენც წაიკითხავთ ამ ნაშრომს მიხვდებით ჩემი "გულისწყრომის" მიზეზს.მეცნიერი,ყოვთხვევაშიელ შემთხვევაში ბიოქიმიკოსი არც მე არა ვარ:)
2016, 13 ივნისი, 9:43
მე მეცნიერი არ ვარ, რომ სრული სამეცნიერო სტატია დავწერო.... მოყვარულის დონეზე ვწერ და არა მგონია, ჩემ სტატიას ვინესათვის სასიკვდილო "დარტყმა" მიეყენებინა :)
2016, 13 ივნისი, 0:07
ახ თქვენი სტატიაა? კიდევ კარგი უფრო მწვავე შეფასება არ მივეცი) კი გიწერიათ, მაგრამ როდესაც წერთ ციანიდს შეიცავსო და არ აზუსტებთ რა ფორმით, არაა სწორი. ციანიდი თავისუფალი სახით ნამდვილად მომწამლავი ნივთიერებაა და მცირე დოზაც საკმარისია ქარონის ნავში მოსახვედრად:)
2016, 12 ივნისი, 23:43
და მე აბა სხვა რა მიწერია? მცირე რაოდენობით მიღება საზიანო არაა-თქო?-ასე არ წერია?
2016, 12 ივნისი, 23:40
თუ გიყვარს გააგრძელეთ, ჩათვალე რომ დაზღვეული ხართ სიმსივნური დაავადების ნებისმიერ ფორმისაგან:))
2016, 12 ივნისი, 23:34
სტატიის ავტორი არაა მართალი თვითონ ფარმაცევტიულ სამედიციონო მაფიის მიერ შექმნილ მითოლოგიასაა აყოლილი და სხვებსაც აშინებს. გარგლის, ალუბლის,ვაშლის კურკები ნამდვილად შეიცავს ციანიდს მაგრამ დასახელებული ხილის კურკებში ციანიდი ჩაკეტილია ამავე კურკების შემადგენლობაში არსებული ვიტამინB17-ის ანუ ამიგდალინის მოლეკულაში, აღნიშნული ვიტამინი ჯერ კიდევ1952 წელს აღმოაჩინა დოქტორმა ერნსტ კრებსმა და წარმატებით გამოიყენებოდა კიბოს ალტერნატიული მკურნალობისას მთელი წიგნი აქვს ამ საკითხისადმი მიძღვნილი ამერიკელ მკვლევარს ჯონ ედვარდ გრიფინს „მსოფლიო კიბოს გარეშე“ ვისაც გაინტერესებთ შეგიძლიათ მოძებნოთ ინტერნეტში რუსული დასახელებით. ასე რომ გაბედულად მიირთვით ვაშლის ყურძნის გარგლის კურკები მხოლოდ ზომიერად. გარგლის კურკის მიღების დღიური დოზაა 10–15 ცალი
2016, 12 ივნისი, 23:17
მაგიტომ დაწერეთ დისლაიქი? ;)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10