x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ქალის გამოგონებები, რომლებმაც შეცვალა მსოფლიო ისტორია
გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ პირველად მსოფლიოში RAS-ის "პოსტი" დაიკავა ქალმა თალია ხაბრიევამ, სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ერთ-ერთ უცხოურ მედიას შეახსენა თავი ცხოვრების მანძილზე გამოჩენილი მეცნიერი ქალების მიერ გამოგონილმა სტერეოტიპებმა, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო ისტორია, რითაც დაჩრდილეს მამაკაცის გონებრივი შესაძლებლობები გამოგონების თვალსაზრისით და სწორედ ეს გამხდარა მათი შთაგონების წყარო დღევანდელი სტატიის სახით ამ ყველაფრის გაზიარება ჩვენთვის.



გთავაზობთ მეცნიერ ქალებსა და მათ მიერ გამოგონებებს:


1. ასტროლაბი. კოორდინატების საზომი ინსტრუმენტი, რომელიც გამოგონილი იქნა ჩ.წ.ა-მდე 370 წელს მეცნიერი, ფილოსოფოსი, ასტრონომი და მათემატიკოსი ქალის Hypatia-ს მიერ.

image



2. ვარდისფერი შამპანური. Nicole Barbe Clicquot-მა 1808 წელს შეიმუშავა ტექნოლოგია, რომლის თანახმად სამი თვის მანძილზე ხდებოდა შამპანურის სრული გაფილტვრა და კრისტალურად სუფთა სასმელის მიღება, რითაც ნამდვილი წარმატება ჰპოვა სასმელების გაუმჯობესების საკითხში.

image


3. ცირკულარული ხერხი. ხანგრძლივი დაკვირვებების შედეგად Tabitha BABBITT-მა შექმნა ცირკულარული ხერხი 2 სახელურით, რომელიც მოითხოვდა 2 კაცის მეშვეობით მართვას. მოგვიანებით კი, კერძოდ 1810 წელს მან შექმნა უფრო დახვეწილი პროტოტიპი ამ ხერხისა, რომელიც სახერხი საწარმოს ინდუსტრიაში გამოიყენებოდა.

image


4. წყალქვეშა გემის პერისკოპი. ეს მოწყობილობა წყალქვეშა გემებისთვის ობიექტების სათვალთვალოდ 1845 წელს შექმნა Sarah Mather-მა.

image


5. კონსერვის ქილები. 1873 წელს ვენის მსოფლიო გამოფენაზე Nadia Kozhina-მ წარმოაჩინა მეთოდი ხორცის დაკონსერვებისა და ამისათვის მედალიც მიიღო.

image


6. ჭურჭლის სარეცხი მანქანა. Josephine Cochrane-მ 1886 წელს გამოიგონა ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომელიც რეცხავდა ჭურჭელს და მხოლოდ 40 წლის შემდეგ აღიარეს იგი როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ტექნიკა.

image


7. ბიუსტჰალტერი. 1889 წელს Ermine Kadol-ის მიერ იქნა გაპატენტებული ქალის გორდერობის ეს მეტად მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც წარმოადგენდა კორსეტს ორი ატლასის ლენტით და გამართა მათი ჩვენება მოედანზე სახელწოდებით «le Bien-être» (კეთილდღეობა).

image


8. თოვლის სახვეტი მანქანა. სისუფთავე როგორც სახლში, ასევე გარეთაც საჭიროა. ამ საკითხით შეწუხებულმა ჩვეულმა მდივანმა Cynthia WESTOVER-მა კი 1892 წელს შეკრიბა სახელოსნოდან თავისი ბაბუის ხელსაწყოები და შექმნა თოვლის სახვეტი მანქანა.

image


9. ავტომობილის საქარე მინის საწმენდები. 1903 წელს, Mary Anderson-ი შეწუხდა რა მგზავრობისას მძღოლის წამდაუწუმ ავტომობილის გაჩერებით, რათა მას საქარე მინიდან თოვლი გაეხვეტა, მოუვიდა იდეა შეექმნა საწმენდები, რომელიც ხელს შეუწყობდა კომფორტულ მგზავრობას.

image


10. ყავის ფილტრი. ფინჯანი ყავის მოყვარული Merlitte Benz-ის წყალობით გახდა შესაძლებელი ყავის ფილტრის არსებობა, მას მოუვიდა იდეა შეექმნა ფილტრი, რომელიც თავდაპირველად ჩვეულებრივი რვეულის ფურცლით სცადა და 1909 წელს უკვე არსებობდა ყავის ფილტრი.

image


11. ავტომობილის ხმაურის დამხშობი- "გლუშიტელი". ეს აკუსტიკური ფილტრი, რომელიც ახშობს მანქანიდან გამომდინარე ხმაურს, 1917 წელს გამოიგონა El Dolores Jones-მა და მას შემდეგ მსოფლიო ჩვენს გარშემო გახდა შედარებით მშვიდი.

image


12. ბავშვის საფენი. 1917 წელს, დაღლილი დედა და დიასახლისი Marion Donovanv-ი დაჯდა ერთ დღესაც და საშხაპე ფარდის მეშვეობით შექმნა საფენი, რომელიც შეუმსუბუქებდა საქმეს ბავშვის გამოცვლის საკითხში, ხოლო რამოდენიმე მცდელობის შემდეგ კი უკვე ნამდვილად შექმნა წყალგაუმტარი საფენი, რომელიც არ აღიზიანებდა ამავდროულად ბავშვის კანს.

image


13. შოკოლადის "ცხობილი". 1930 წელს Ruth Wakefield-მა სამზარეულოში კლასიკური ნამცხვრის ექსპერიმენტი ჩაატარა, მან შოკოლადის "პლიტკა" გაადნო და შეურია მომზადებულ ცომს, რომელიც შემდეგ "ცხობილებად" (პეჩენია) დააცხო. მშვენიერი და უგემრიელესი ნუგბარი მალე ძალზედ პოპულარული გახდა და რუთმა მეუღლესთან ერთად მისი სერიული წარმოება დაიწყო.

image


14. Wi-Fi. Hedy Lamarr-ი არა მხოლოდ შუო-ბიზნესის სკანდალურ სახეს წარმოადგენდა, რომელმაც სახელი ცუდი სტატუსით კინოს ისტორიაში პირველი სექსუალური როლით გაითქვა. რის გამოც ადოლფ ჰიტლერმა მესამე რაიხის მტერი უწოდა, ხოლო რომის პაპმა პიუს XII-ემ კი მოუწოდა ყველა კათოლიკეს არ ეყურებინათ იმ ფილმისთვის, რომელიც ჩეხმა რეჟისორმა Gustav Mahato-მ გადაიღო. გარდა ამისა კი ჰედიმ 1941 წელს გააპატენტა საიდუმლო საკომუნიკაციო საშუალებები, რომელიც დინამიურად ცვლიდა სამაუწყებლო სიხშირეს და ამით ხელს უშლიდნენ მტერს მოსმენაში. ხოლო მოგვიანებით, 1962 წელს უკვე ამ კომუნიკაციებს გამოიყენებდნენ ამერიკაში და დღეისათვის კი ფიჭვური (მობილური) კავშირებისთვის და Wi-Fi-ის სახით.

image


15. ბრონის ჟილეტი. 1965 წელს ექიმმა Stephanie Kwolek-მა გამოიგონა სინთეთიკური მასალა, რომელიც ხუთჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ფოლადი. სწორედ ეს მასალა გამოიყენება ბრონის ჟილეტისთვის, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა სიკვდილისგან.

image


16. სილიკონი. მოქანდაკე Patricia Billings-მა განიზრახა შეექმნა ისეთი ცემენტის დანამატი, რომელიც ძნელად განადგურდებოდა და მრავალწლიანი ექსპერიმენტების შემდეგ, 1970 წელს მიაღწია მიზანს- გამოიგონა ურღვევი ბათქაში. მოგვიანებით კი პატრისიამ შეამჩნია, რომ ეს მასალა საოცრად მდგრადია ცეცხლში.

image

7
3157
23-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3157
  
2015, 18 ივნისი, 17:41
ჯავშან-ჟილეტი მთლად საუკეთესო დაცვის საშუალება არ არის, შავი ზონებიც ბლომად აქვს და ძალიან მძიმეც არის, ბიუსჰალტერი არ ნიშნავს რომ ის ბევრ ქალს მოერგება, სილიკონი კარგია ჩპების, პროცესორების და სქემების საწარმოებლად, მაგრამ ქალის სხეულში ჩასატენად უკვე მეტისმეტია :D დანარჩენ გამოგონებას კიდევ ვემხრობი !
2014, 10 მარტი, 22:06
ძალიან ცოტა რამ გამოუგონიათ ქალბატონებს სამწუხაროდ,დანარჩენი 99,99% გამოგონებებისა მამაკაცებისა.ფაქტი ჯიუტია რას იზამ?:)))
2014, 10 მარტი, 12:16
არ არიან და არც თქვან? :)) სიძლიერე მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობები არ არის. :)
2014, 10 მარტი, 12:15
მერე კიდევ ამტკიცებენ, რაც მაგრები ვართ კაცები ვართო:))
2014, 10 მარტი, 11:57
შეგვიმსუბუქა ტვირთი :)
2014, 10 მარტი, 11:55
ამ სიიდან ყველაზე დიდი მადლობას ბავშვის საფენის გამოგონებისათვის ვუხდი ამ ქალბატონს მადლობას:)))))
0 1 7