x
image
worldsport.ge
მთავარი მწვრთნელის ვინაობა 11 მარტს გახდება ცნობილი

imageჯერჯერობით, უმწვრთნელოდ მყოფი საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვინაობა საზოგადოებისთვის 11 მარტს გახდება ცნობილი.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ვეტერანმა კალათბურთელმა მიხეილ გაბრიჩიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების კანდიდატებად სერბი სპეციალისტი იგორ კოკოშკოვი და მისი ერთი თანამემამულე განიხილება, რომლის ვინაობის დაკონკრეტებისგან, ჯერჯერობით, ფედერაცია თავს იკავებს. რაც შეეხება კოკოშკოვს, იგი რამდენიმე წელია ჩვენი ქვეყნის ნაკრებში მუშაობს, რომელსაც კონტრაქტი ევრო-2013-ის ფინალური ტურნირის დასრულების შემდეგ ამოეწურა.

როლანდ ლაბუჩიძე

www.worldsport.ge

0
138
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0