x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
2 წლის ბავშვი თავით მაკრატელზე დაეგო.

ბავშვი სახლში დიდი სიხარული და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა და "ალიაქოთია". თვალსა და ხელს შუა დაგისხლტებიან და ფათერაკებში გახვევაც წამში შეუძლიათ, ამიტომაც მოგვიწოდებენ რომ რაც შეიძლება უსაფრთხო გარემო შევუქმნათ პატარებს, სადაც მოახერხებენ ყოველგვარი ტრაგედიის გარეშე იცელქონ და დახარჯონ თავიანთი ზღვა ენერგია.


დღევანდელი სტატია, რომელიც დასავლეთ ჩინეთში მცხოვრებ 2 წლის Wang Jierong-ზეა, სასიხარულო ფაქტით ნამდვილად არ შემოიფარგლება. ვანგმა სახლში მაგიდიდან უჩუმრად აიღო მაკრატელი და სირბილის დროს, როდესაც წაიქცა, მარჯვენა თვალის მიმდებარე ადგილას, თავით მასზე დაეგო. მომხდარით შოკირებულმა მშობლებმა ვანგი მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. განცვიფრებულმა ექიმებმა მხოლოდ რენდგენისა და დაკვირვების შემდეგ მოახდინეს ოპერაციის ჩატარება, რამაც წარმატებით ჩაიარა და ვანგის მდგომარეობაც სტაბილურად ჩათვალეს, რადგან მაკრატელი სასიცოცხლო ფუნქციისთვის საჭირო ორგანოებსა და ქსოვილებს საბედნიეროდ არ შეხებია და არც მომავალში შეახსენებს თავს პატარას მომხდარი ტრავმა.

imageimageimage
image


რამდენიმე დღის განმავლობაში ვანგი იმყოფებოდა ექიმების სრული კონტროლის ქვეშ, ვინაიდან ჭუჭყიანი მაკრატლით მიყენებულ ჭრილობას სეფსისი არ მოჰყოლოდა, თუმცა საბედნიეროდ იგი თავს მშვენივრად გრძნობს და როგორც მშობლები იუწყებიან- ვანგი "ქუდბედიანი" დაბადებულა და ალბათ ეს ინციდენტიც ფატალურად ამიტომ არ დასრულდა.


image
image

9
394
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
394
  
2014, 8 მარტი, 19:59
არაფერი არაა გაყალბებული, ერთ-ერთო ცნობილი და პოპულარული უცხოური სტატიაა. ეს თანამედროვე 3D ტომოგრაფიაა, რომელიც მთლიან კომპოზიციას და პროექციას იძლევა! და ექიმი რომ ხართ სასწაულები ამ პროფესიისთვის ძალიან დამახასიათებელია და არც თუ ისე იშვიათი შემთხვევაა...
2014, 8 მარტი, 16:20
უბრალოდ არ იყო განწირული და ღმერთმა სასწაული მოახდინა :)
2014, 8 მარტი, 14:09
აქ პროფესია არაფერ შუაშია, მასე თუ ვიმსჯელედ მეც მედ-მუშაკი ვარ, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროდ, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება და ცოცხლად ვარ მსგავს ფაქტებს შესწრებული, ოღონდ მაკრატლის არა, დანისა და ტყვიის ვარიანტში და საბედნიეროდ ორივე შემთხვევამ ფატალის გარეშე ჩაიარა. გასაგებია, რომ მაკრატელს რაც შეიძლება გამოეწვია აღნიშნულ ფოტოებთან ზღაპარს გავს, ამ ფაქტს ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყობ, უბრალოდ ვთარგმნე ის, რაც ვნახე ერთ-ერთ უცხოურ მედიაზე, მაგრამ მსგავსი სინამდვილეებიც არსებობს და დადებითი შედეგიდაც და ამის მიხედვით ვმსჯელობ უბრალოდ, ან ღვთიურ სასწაულს მივაწერდი უფრო კონკრეტულად ამ ბავშვის უსაფრთხოებას.
2014, 8 მარტი, 1:51
ექიმი ვარ და კარგად ვიცი მაგ ადგილზე შესობილი მაკრატელი ბავშვს რას უზამდა,გაყალბებულია მაგ ფოტო და არც რენტგენია ნამდვილი
2014, 7 მარტი, 23:54
2 წლის და 7 თვის არის ეს ბავშვი აღნიშნული ტრავმის დროს, შესაბამისად ამდენი კბილი მაქედან, ანუ ასაკიდან, ნორმალური განვითარებით თუ ვიმსჯელებთ ადვილი მისახვედრია, რომ ამ ასაკში ბავშვს რაც მოეთხოვება, იმდენი ჩანს ფოტოზეც. ჩემი შვილი 2 წლის ჯერ ეხლა გახდა და 16 კბილი აქვს. ასე, რომ რენტგენიც იმავე ბავშვისაა, ვისზეც სტატია წერია.
2014, 7 მარტი, 22:24
რენტგენის ფოტო ვისია.2 წლის ბავშვს ამდენი და ამხელა კბილები საიდან
2014, 7 მარტი, 22:13
გული გამიხდა ცუდად
2014, 7 მარტი, 22:09
ცელ;ქები არიან პატარები, სულ ყურადღება სჭირდებათ.:)
2014, 7 მარტი, 22:05
საწყალი პატარა, გული დამეწვა :( კიდევ კარგი ყველაფერი კარგად დამთავრდა. მართლაც უსაზღვრო ყურადღება სჭირდება ბავშვს.
0 1 9