x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
პაპარაცების მიერ გადაღებული, ყველაზე ძვირად გაყიდული ფოტოები.
პაპარაცობა, ეს ხომ ის პროფესიაა, რომლის წყალობითაც ეხვევა ესა თუ ის პიროვნება სკანდალის ქარ-ცეცხლში. პაპარაცები ძალას არ იშურებენ, რაც შეიძლება სკანდალური კადრების მოპოვებისთვის, რომელშიც შემდეგში მედია СМИ მზად არის მილიონობით თანხა გადაიხადოს. ერთ-ერთმა უცხოურმა მედიამ, რომელიც ქართულად "სახალხო" საიტად ითარგმნება, შეაგროვა პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოთა ნაკრები, რომლებიც ყველაზე ძვირად გაიყიდა. წარმოგიდგენთ ამ ფოტოთა ათეულს:



1. 230 000 $ -ად გაიყიდა შიდსით მძიმედ დაავადებული Freddy Mercury-ს ფოტო. მერკური იმ დროისათვის თითქმის არ გამოდიოდა სახლიდან, თუმცა 1990 წელს, პაპარაცმა მაინც მოახერხა მისი გადაღება, როდესაც იგი ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში როკ-ვარსკვლავთან "გარი გლიტერომთან" ერთად ვახშმობდა.

image



2. პაპარაცმა, ვინმე "დენნი ბოიმ" 250 000 $-ად გაყიდა Britney Spears-ის ფოტო, სადაც ბრითნი ქოლგით ხელშია, როგორც პაპარაცმა განგვიმარტა, ფოტო გადაღებულია 2007 წლის 21 თებერვალს ბრითნის ყოფილი ქმრის "კევინ ფედერლაინის" სახლთან, სადაც ბრითნი პაპარაც"დენნი ბოის" ჯიპს ქოლგით კაწრავს. მოგვიანებით პაპარაცმა კი იმის გამო, რომ მისი ჯიპი მომღერალმა დაკაწრა, იგი 40 000 $-ად გაყიდა. აი, ასე მარტივად იშოვა პაპარაცმა უცებ 300 000$-მდე.


image



3. 300 000 $-ი გადაიხადა გამომცემლობამ The Daily Mirror ფოტოში და თავისი ჟურნალის ერთ-ერთ ნომერში გარეკანზე დაბეჭდა, სადაც მოდელი Kate Moss-ი კოკაინს სუნთქავს მეგობარ ბიჭთან "პიტ დოერტისთან" ერთად. რამაც უარყოფითად იმოქმედა მოდელის კარიერაზე, ვინაიდან Chanel და Burberry-ის სააგენტოებმა მასთან სამსახურებრივი კონტრაქტი გააუქმა. ქეითს კი თაყვანისმცემლებისა და საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდა მოუხდა და ასევე გაიარა მკურნალობის კურსი, რის შედეგადაც ნარკოტიკების მოხმარებას თავი დაანება.

image
image



4. 500 000$-ად, მსოფლიოში ცნობილმა პაპარაცმა "ნეკი ფრენკმა" ჟურნალ Penthouse-ს მიჰყიდა ცნობილი რუსი ჩოგბურთელის "ანა კურნიკოვას" შიშველი ფოტო, რომელიც გაირკვა მოგვიანებით რომ ყალბი იყო და ფოტოზე არსებული გოგონა კი Judith Soltis Benetton-ი აღმოჩნა- იტალიური მოდური ბრენდის დირექტორის ქალიშვილი.

(ფოტო შეგნებულად გავაფუჭე, კარგად მომეხსენება დასაბლოკად როგორ არის ზოგ-ზოგიერთი ჩასაფრებული)

image




5. 1 მილიონ $-ად გაყიდა პაპარაცმა Steve Sands-მა 2004 წელს გადაღებული ფოტო, სადაც აღბეჭდილია Apple- მსახიობი Gwyneth Paltrow-ს ქალიშვილი. სწორედ ამ მომენტის შემდეგ დაიწყო ბევრმა წყვილმა პაპარაცებისთვის აკრძალვა, რომ მათი შვილებისთვის ფოტო გადაეღოთ.

image


6. 1, 1 მილიონ $-ად გაიყიდა და 1982 წელს 54 ჟურნალის გარეკანზე მოხვდა პაპარაცის მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია მონაკოს პრინცესა Caroline და ტენისისტი Guillermo Vilas.

image
ქმარს დაშორებული პრინცესა ამ რომანის გამო და პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოები, დიდხანს იყო მოთხოვნადი ასევე ონლაინ აუქციონებზე.

image




7. 1, 2 მილიონ $-ად გაყიდა ფოტო 70-ნი წლების ყველაზე პოპულარულმა პაპარაცმა Ron Galella-მ, რომელზეც ა.შ.შ.-ს პირველი ლედი Jacqueline Onassis-ი შიშველია გამოსახული მექსიკის ბაღში.

image


8. 1, 4 მილიონ $-ად გაიყიდა ფოტო, რომელზეც 1958 წლის 15 აგვისტოს ეგვიპტის მეფე Farouk-ია გამოსახული. კადრში მეფე თავს ესხმის ფოტოგრაფ Tazio Secchiaroli-ს.

image


9. 1, 5 მილიონ $-ად გაიყიდა Playboy-ს ვარსკვლავის Anna Nicole Smith-ის უკანასკნელი, მძიმე კადრები, სადაც ვარსკვლავი შოკურ მდგომარეობაშია და გარდაიცვალა.

image
ვიდეო მასალა, სადაც ვარსკვლავს ხელოვნურ სუნთქვასა და გულის მასაჟს უკეთებდნენ იყიდა სააგენტოებმა Splash News & Picture Agency.

image
ხოლო ფოტო, სადაც ის გარდაცვლილი მორგვში გადაყავდათ, იყიდა ამერიკულმა ტაბლოიდმა National Enquirer-მა და არც შერცხვენია ამ ყველაფრის გამოქვეყნება.

image
image



10. 6 მილიონი $-ი დაუჯდა პოპულარულ СМИ-ს Princess Diana-ს ფოტოთა სერია, სადაც ინგლისის დედოფალი სენ-ტროპეში საყვარელთან Dodi Fayed-თან ერთად 1997 წელს ისვენებდა.

image
image
image


0
631
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
631
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0