x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508581
თმის მოვლის 7 საიდუმლოება, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
ურჩი თმა გაქვთ და გიჭირთ ვარცხნილობის შენარჩუნება? ან კიდევ გსურთ, უბრალოდ, ნაკლები დრო გჭირდებოდეთ თმის მოსაწესრიგებლად? ყველაფერი მოგვარებადია, თუ იცით ის მცირე "საიდუმლოებები", რომლებიც დაგეხმარებათ თმის სილამაზის შენარჩუნებაშიც და დროის დაზოგვაშიც.


1. თმის უთოს გამოყენება კულულების გასაკეთებლად.


image




დაახვიეთ თმა ცხელ უთოზე და ნელა ჩამოუსვით რათა მიიღოთ მშვენიერი დატალღული კულული.


2. დაასუფთავეთ რეგულარულად სავარცხელი.


image


სავარცხელი დაასუფთავეთ პატარა ჯაგრისით, რათა ამოიღოთ თმისა და სხვა ნარჩენები. ამგვარად თმას დაბინძურებისგან და დაზიანებისგან დაიცავთ.


3. ურჩი თმის გასასწორებლად გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი და თმის ლაქი.


image


ხშირად მას, ვისაც შედარებით ხვეული თმა აქვს, ცალკეული თმის ღერების (ძირითადად შუბლთან ახლოს) გასწორება უჭირს მაშინაც კი, როცა თმა მკაცრად გადავარცხნილი აქვს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად დაასხით კბილის ჯაგრისზე თმის ლაქი და გადაუსვით ურჩ თმას, რათა გასწორდეს.


4. თმის სარჭის სწორი გამოყენება.


image


რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თმის სარჭს ბევრი ქალი არასწორი მიმართულებით იკეთებს, რის გამოც ხშირად ვარდება ძირს. დააკვირდით სურათს და მიხვდებით, რომელია მისი გაკეთების სწორი გზა.


5. გსურთ შეიღებოთ თმა შედარებით თვალშისაცემად, მაგრამ გეშინიათ არ შეცდეთ?


image


არსებობს სპეციალური თმის ცარცები, რომლებიც დაბანის შემდეგ ადვილად შორდება.


6. დილით დაიბანეთ მხოლოდ წინა თმა.


image


თითქმის ყოველ დილით გჭირდებათ თავის დაბანა, რადგან თმა ცხიმიანდება? არადა გამოძინებაც გსურთ... მოკლედ, დროის დასაზოგად დილაობით დაიბანეთ მხოლოდ ე.წ. "ჩორკა", ანუ წინა თმა. ეს სრულიად საკმარისია, რომ მთელ თმას ცხიმიანობის ეფექტი მოაშოროთ.


7. ვარცხნილობის დასაფიქსირებლად გამოიყენეთ ცივი ჰაერი.


image


მას შემდეგ, რაც თმა დაივარცხნეთ (საუბარია გაშლილ ვარცხნილობაზე), გამოიყენეთ ფენი ცივი ჰაერის რეჟიმით და დააფიქსირეთ თქვენი ვარცხნილობა.



0
1289
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0