x
image
კატაპულტი
მე-19 საუკუნეში დაბადებულმა ქალბატონმა ცოტა ხნის წინ მორიგი იუბილე აღნიშნა
მე-19 საუკუნეში დაბადებულმა ქალბატონმა ცოტა ხნის წინ მორიგი იუბილე აღნიშნამე-19 საუკუნეში დაბადებულმა იაპონელმა ქალბატონმა მისაო ოკავამ 2014 წლის 5 მარტს თავისი მორიგი დაბადების დღე აღნიშნა, ის 116 წლის გახდა და მსოფლიოს ყველაზე ხანდასმული ადამიანია.

მისაო ოკავა იაპონიის ქალაქ ოსაკაში ცხოვრობს მოხუცთა თავშესაფარში.

საკუთარ იუბილეზე იაპონელი ქალბატონი ვარდისფერ კიმონოში გამოწყობილი და თმაში ყვავილით მორთული შეხვდა.მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე 116 წლისაა, სულაც არ გამოიყურება როგორც მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი. მოხუცთა თავშესაფრის წარმომადგენელთა განცხადებით, მისაო ოკავა ჯერ კიდევ “მშვენიერ ფორმაშია"

მისი დიდხანს სიცოცხლის რეცეპტი სრულიად მარტივია: ყოველთვის კარგი საჭმელი და დასვენება. ოკავას ძირითადი საკვები კი იაპონური სუშია.


“გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში" მოსახვედრად იაპონელმა ქალბატონმა ჯერ კიდევ შარშან გააკეთა განცხადება, ახლა კი ის მსოფლიოს ყველაზე ასაკიანი ქალბატონია რეკორდების წიგნში.იგი 1898 წლის 5 მარტს დაიბადა, ჰყავს სამი შვილი, ოთხი შვილიშვილი და ექვსი შვილთაშვილი.

ას წელზე ზემოთ ასაკი იაპონიაში დიდი იაშვიათობა არ არის.ჟურნალ “SPIEGEL" – ის ინფორმაციით, ამ ქვეყანაში 55 000 ადამიანი ცხოვრობს ას წელზე მეტი ხნის.დედამიწის არცერთ სხვა ქვეყანაში არ არსებობს ამდენი და ამდენად ხანდაზმული ადამიანი. იაპონიაში ე.წ. ასწლიანთა კლუბიც კი არსებობს.


P.s. ყველას გისურვებთ ასეთივე მიღწევით “გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში" მოხვედრას!

1
57
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
57
  
2014, 6 მარტი, 17:10
Osaka Misao Okawa, შარშან, თავის, რიგით 115-ე დაბადების დღეზე გახდა გინესის წევრი და შესაბამისი სიგელიც გადაეცა. http://intermedia.ge/სტატია/39849/53/search:იაპონიამ%20ახალი%20რეკორდი%20დაისახა:loop:true
0 1 1