x
image
beko777
სასწაულებრივი დიეტა წყლით
imageვისაც წონაში დაკლება სურს, ამისათვის წყლის სმა
სრულიად საკმარისია. წყლის მიღება, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სწორი კვების სწავლა. რატომ? წყალი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, გამოყავს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას, ხსნის დაღლილობის გრძნობას. ამას გარდა, ის გვეხმარება თავიდან ავიცილოთ მატყუარა შიმშილის გრძნობა, რომელიც შემთხვევების ერთ მესამედ ნაწილში წყურვილია.
თუ ფიქრობთ, რომ ბევრი წყლის დალევა გაგასუქებთ, დამიჯერეთ ცდებით. პირიქით, თქვენ წონაში იმატებთ იმის გამო, რომ ცოტა წყალს სვავთ. ნებისმიერი ორგანო ვარჯიშდება თავისი ფუნქციების შესრულების დროს, ალბათ გაგიგონიათ რომ სირბილის შედეგად ვარჯიშდება გული, ასევე ვარჯიშს მოითხოვს თირკმელებიც. ამ უკანასკნელის ფუნქციონირებისთვის სწორედ, რომ წყალია საჭირო.


თუ ახლა ძალიან ცოტა წყალს სვავთ, დაიწყეთ დღეში 0, 5ლ-ით. სვით ცოტ-ცოტა. შემდეგ, თანდათანობით გაზარდეთ წყლის დღიური რაოდენობა. არსებობს ნორმა 30 მილილიტრი სხეულის 1 კილოგრამზე. აქედან გამომდინარე, დღეში საშუალოდ 1, 5 ლ წყალი უნდა მიიღოთ. ცხელ დღეს, ან ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს კი, ამაზე 1ლ-ით მეტი.

გახსოვდეთ, რომ ორგანიზმი გთხოვთ იმას, რასაც მიჩვეულია, ამიტომ მივაჩვიოთ იგი წყლის დალევას. ეს კი, სრულებით არაა ძნელი.


აქციეთ ჩვეულებად: დილას და ყველა ჭამის წინ, დალიეთ 1 ჭიქა წყალი, ხოლო დამატებითი ნებისმიერი შიმშილის გრძნობის დროს დალიეთ რამდენიმე ყლუპი, შედეგად თქვენი საკვების მოცულობა შემცირდება, ზოგი შუალედური წახემსება კი, საერთოდ გაქრება.



გაიხადეთ ჩვევად ის, რაც სასარგებლოა და თქვენ ტანადი და ჯანმრთელი იქნებით.



1
2051
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
2051
  
2014, 13 მარტი, 1:56
რაღაცით მართალია, ჭამის წინ წყალს რომ ვსვამ თითქოს იმდენად აღარ მშია ხოლმე:)
0 1 1