x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების არმიების ყველაზე სასაცილო ფორმები (+საინტერესო ვიდეო)

საერთოდ, მიღებული წესია, რომ სამხედროებზე არ ხუმრობენ. მაგრამ ამჯერად ვეცდებით დავარღვიოთ ეს ტრადიცია და ხალისიან განწყობაზე დაგაყენოთ.

როდესაც ადამიანი თავისი ქვეყნის არმიაში სამსახურს გადაწყვეტს, ის ვალდებულია დაეთანხმოს მის წესებს და კანონებს, მათ შორის დიზაინერების ნებას, რომლებმაც არმიისათვის ასეთი უცნაური ფორმები მოიფიქრეს.


image



საბერძნეთი.

საოცარია, მაგრამ სასაცილო და უცნაური ფორმებით ყველაზე ხშირად მოსავენ საპატიო ყარაულში მდგომ ჯარისკაცებს და ოფიცრებს. აი ასე გამოიყურებიან ათენში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ყარაულში მდგომი ბერძენი ჯარისკაცები. ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებს მხოლოდ იდიოტი ცინიკოსი თუ დასცინებს, მაგრამ ამ ჯარისკაცების ჩაცმულობა და ასევე მათი უცნაური მოძრაობები დამთვალიერებლებსა და ტურისტებში საკმაოდ მხიარულ განწყობას იწვევს.

image


ლიბანი.

აი ასე გამოიყურებიან ჯარისკაცი-კინოლოგები ლიბანის არმიიდან. კარგად გაწვრთნილი ძაღლები დაგლეჯენ ყველას, ვინც მათ გზაზე გადაეღობებათ და თუ არავინ აღმოჩნდა ასეთი მამაცი, ისინი საკუთარ პატრონებზეც არ იტყვიან უარს, ამიტომ სამხერდო პარადზე ბეირუთში კინოლოგი-სამხედროები ჩაცმული არიან ასეთ დამცავ კოსტიუმებში. სასაცილოა, მაგრამ უსაფრთხოა.

image



ინდოეთი.

ეს კი ინდოელი მესაზღვრეები მიაბიჯებენ ამაყად აქლემებზე ამხედრებულები დელის ქუჩებში რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე. უცხო ადამიანს ეგონება, რომ ქალაქში ცირკი ჩამოვიდა.


image


საფრანგეთი.

საფრანგეთის არმიის საპარადო სამხედრო ფორმა განსაკუთრებული სასაცილო ნიუანსებით არ გამოირჩეოდა, ამიტომ დიზაინერებმა მისი გახალისება ორიგინალური ბერეტებით გადაწყვიტეს. ახლა უკვე ვეღარ გაიგებ, მზარეულები მოდიან თუ საზღვაო ფეხოსნების რაზმი.

image



ფიჯი.

რა საკვირველიც არ უნდა იყოს- ეს ფეხშიშველა მამაკაცები, დახეულ ქვედაბოლოებში რომ გამოწყობილან, საპატიო ყარაულის ოფიცრები არიან.უფრო მეტიც, ისინი ვახტაზე დგანან ფიჯის გარდაცვლილი პრეზიდენტის კუბოსთან. ასეთმა სამწუხარო მიზეზმაც კი ვერ აიძულა ისინი ცვლილება შეეტანათ თავიანთ გარდერობში.

image



ჰაიტი.

ვერავინ იტყვის, რომ ჰაიტი მშვიდობიანი ქვეყანაა. ჰაიტელები ყოველთვის ეძებენ შეიარაღებული კონფლიქტების მიზეზებს, ამიტომ აქაური ჯარისკაცების ფორმა მუდამ ტალახიანი, კამუფლირებული და სისხლით მოსვრილია. მაგრამ პარადის დროს ჰაიტელები უარს არ ამბობენ სხვადასხვა მოსართავებზე. გასაოცარი არაა, რომ ეს ოფიცერი საახალწლო ნაძვისხესავით გამოყურება.

image



ტაილანდი.

ტაილანდში კვირის თითოეულ დღეს შეესაბამება თავისი პლანეტა, თავისი ღმერთი, თავისი ცხოველი და რა თქმა უნდა, თავისი ფერი. თითოეულმა ტაილანდელმა იცის, მისი დაბადების დღეს რა ფერი შეესაბამება, ამიტომაა ამ ქვეყნის არმია ასეთი "ფერადი".

image



სამხრეთ კორეა.

სამხრეთ კორეის სამეფო გვარდიის გარდერობი ისევე ჰგავს სამხედრო ფორმას, როგორც წითელქუდას კაბა რომის პაპის სამოსს. მიუხედავად ამისა, ეს ვაჟკაცური და მკაცრი ჯარისკაცები ეკუთვნიან ელიტურ ქვედანაყოფებს და მზად არიან შეასრულონ ურთულესი საბრძლო დავალებები.

image



ირანი.

ფოტოგრაფიც კი, ვინც თეირანში ეს სამხედრო აღლუმი გადაიღო, არ იყო დარწმუნებული, ირანის არმიაა ნამდვილად მის წინ თუ არა.ჩინური წარმოების კალაშნიკოვის ავტომატებისა და ასეთი სამკერვალო ნარჩენების მიხედვით ძნელია გაარკვიო არამარტო სამხერდო პირის წოდება, არამედ ჯარების სახეობაც. სამაგიეროდ ეს კამუფლიაჟი მშვენივრად ეხმარება მტერს მცენარეებით მწირ უდაბნოში იოლად შეამჩნიონ ირანელი ჯარისკაცები.

image


ვატიკანი.

ვატიკანს არ ჰყავს საკუთარი არმია, ამიტომ რომის პაპს იცავენ შვეიცარიული გვარდიის ჯარისკაცები.რადგან კათოლიკე-ჯარისკაცებს მოდური ჟურნალების კითხვის დრო არ აქვთ, მათ ჯერ კიდევ 400 წლის წინ შემოღებული ფორმა აცვიათ.

image



ინდოეთი და პაკისტანი.

"საღამოს განთიადის ცერემონია"-ასე ეწოდება რთულ მაღალმხატვრულ რიტუალს, რომელსაც ტურისტების გასახარად ასრულებენ პაკისტანელი და ინდოელი მესაზღვრები ქალაქ ამრიტსარის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. რიტუალი ტარდება ყოველ საღამოს მზის ჩასვლის წინ.

image


ეს აუცილებლად უნდა ნახოთ!!!

19
508
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
508
  
2016, 14 მარტი, 23:42
ამაზე სასაცილო რიტუალი არასოდეს მინახავს :D
2016, 14 მარტი, 20:26
ინდოეთი მართლა ცირკს გავს,
2015, 11 ივლისი, 11:02
საინტერესო იყო ვიხალისე. მცირედ შევნიშნავ,ირანელი ჯარისკაცების ფორმა არ არის ეს, ეგ სნაიპარების ფორმაა, უფრო სწორედ არა ფორმა არამედ შენიღბვა, დავალების შესრულებებისას, სნაიპერები კი ყველა ქვეყანაში თითქმის ერთნაირად ინიღბებიან. იმ ბოლო ვიდეოზე მაგრად ვიცინე არ მქონდა ნანახი. არ გეწყინოთ შენიშვნის გამო. გმადლობთ სტსტიისთვის.
2014, 17 მაისი, 8:53
მაგარი რიტუალია, ვერაფერს იტყვი:D
2014, 17 მაისი, 8:51
:D . ორიგინალური უნდოდათ ალბათ და სასაცილო გამოუვიდათ
2014, 7 აპრილი, 12:10
საინტერესო შედარებაა:D
2014, 7 აპრილი, 12:09
ამ ვიდეომ ასტერიქსი და ობელისკი გამახსენა...
2014, 7 მარტი, 20:26
გონაბამხიარული ხალხია, ვერაფერს იტყვი:D
2014, 7 მარტი, 14:29
ა ძამა ჯარიც ასეთი უნდა;-
2014, 6 მარტი, 17:23
ჰა, როგორია? არ ჰგვანან გაფხორილ ინდაურებს?:D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10