x
image
თეონა ასტამაძე
ახალი ქართული სანომრე ნიშნები ავტომფლობელებისთვის

image2014 წლის შემოდგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სანომრე ნიშნის ფორმა და დიზაინი შეიცვლება. ახალი ნიშნების მარცხენა ზედა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო მარჯვენა ქვედა კუთხეში ქვეყნის საიდენთიფიკაციო კოდი იქნება გამოსახული. შეიცვლება ციფრებისა და ლათინური სიმბოლოების წყობაც.

მომსახურების სააგენტო სანომრე ნიშნების დამზადების მიზნით საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს. მასში მონაწილეობის მიღება ქართულ და უცხოურ კომპანიებს შეეძლებათ.

აღნიშნული სანომრე ნიშნის შეცვლა არ იქნება სავალდებულო. 2030 წლამდე არსებულ სანომრე ნიშნებს ექნებათ ვარგისიანობის ვადა. ახლით შეცვლა მოხდება იგივე ტარიფებით რაც მოქმედებს დღეს მომსახურების სააგენტოში. რაც შეეხება ფასიან ნომრებს, მომხმარებლებს შეეძლებათ იდენტური ღირებულების ახალ ფასიან ნომერში გადაცვლა.

0
139
15-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0