x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ყველა დროის ყველაზე პოპულარული ქართული ფილმი
imageეს ფილმი ქართულმა საზოგადოებამ 1997 წელს მე-20 საუკუნის საუკეთესო ფილმად დაასახელა, 60 წელი გავიდა ფილმის ეკრანებზე გამოსვლიდან და დღესაც ალბათ არ არსებობს ქართველი, რომელმაც მელოდიები და ფრაზები ფილმიდან ზეპირად არ იცოდეს, რომელიც ხალხში დამკვიდრდა."მილიონს რომ კაპიკი აკლდეს მილიონი აღარ იქნება, ''რა ფრანციცული, რა ფორტუპიანი", "რა ბნელა?", "მე, მე რა თხა ხარ?", "ჩუმად, ჩუმად არვინ გაგვიგოს", "ისეთ დღეს დაგაყრი, რომ კამეჩები ანგელოზებათ მოგეჩვენოს" "დავაქორწინეთ მააშ"და სხვა. image


















მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ომგადატანილ ხალხს რაიმე მხიარული სჭირდებოდა, რომელიც ოდნავ მაინც დაავიწყებდა საშინლად განვლილ წლებს, ფილმის შეკვეთა ცენტრალური კომიტეტიდან მოდიოდა და პრიორიტეტულ ფილმებში "ხანუმას" ეკრანიზაცია მეშვიდე თუ მერვე ადგილზე იყო და ბრძანებას თვით სტალინი აწერდა ხელს.ფილმი 1948 წელს იქნა გადაღებული, თუმცა ფართო ეკრანებზე მხოლოდ 1953 წლის 8 ივნისს გამოჩნდა.ავქსენტი ცაგარელის კომედია "ხანუმა" და ვიქტორ დოლიძის ოპერა" ქეთო და კოტე" მხატვრულ ფილმში იქნა გაერთიანებული.ფილმის რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი და შალვა გედევანიშვილი იყო, ხოლო სცენარისტი სიკო ფაშალიშვილი.თავიდან გათვალისწინებული იყო, რომ ყველა მუსიკალური ნომერი პროფესიონალ ოპერის მომღერალს შეესრულებინა, თუმცა ფილმის გადაღების მომენტში, სპონტანურად გადაწყდა სიმღერები მსახიობებს ემღერათ. image


















ფილმში მთელი ქართველი მსახიობების თანავარსკვლავედია დაკავებული, მათ შორის ეპიზოდურ როლებში შეგიძლიათ ამოიცნოთ: ვერიკო ანჯაფარიძე, ლეილა აბაშიძე, სესილია თაყაიშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, აკაკი კვანტალიანი, ედიშერ მაღალაშვილი და სხვები.ფინალურმა სცენამ უკვდავყო სუხიშვილების ცეკვა.ფილმი შავთეთრია და 90 წუთს გრძელდება, არსებობს მისი ფერადი ნაწყვეტებიც, რომელიც სარეკლამო რგოლებისთვის იყო გათვალისწინებული.2008 წელს გამოვიდა მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმი " სახლი სიხარულისა", სადაც მოთხრობილია უკვდავი ფილმის შესახებ, რამაზ ჩხიკვაძე და ოთარ კობერიძე იხსენებენ ფილმის გადაღების ეპიზოდებს. image




როლებში:
მედეა ჯაფარიძე (ქეთო)
ბათუ კრავეიშვილი (კოტე)
პეტრე ამირანაშვილი (ლევანი)
შალვა ღამბაშიძე (მაკარი)
თამარ ჭავჭავაძე (ხანუმა)
მერი დავითაშვილი (ქაბატო)
ვასო გოძიაშვილი (სიკო)
გიორგი შავგულიძე (ნიკო)
ელისაბედ ჩერქეზიშვილი (მაკარის დედა)
თამარ ციციშვილი (თეკლე)
ალექსანდრე ჟორჟოლიანი (ბეშქენი)
აკაკი კვანტალიანი (ბონდო)
ზურაბ ლეჟავა (ლუარსაბი)
გიორგი გელოვანი (თორნიკე, ყარაჩოხელი)
ვერიკო ანჯაფარიძე (კნეინა)
სესილია თაყაიშვილი (თავადის ქალი)
ცეცილია წუწუნავა (თავადის ქალი)
სერგო ზაქარიაძე (ყარაჩოხელი)
ირაკლი ქოქრაშვილი (ყარაჩოხელი)
მიხეილ მგელაძე (ყარაჩოხელი)











0
288
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0