x
image
worldsport.ge
რიბერი: “გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია”

imageმიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ ფრანკ რიბერის აზრით, ბავარიული კლუბის დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. ამის შესახებ ფრანგმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა.
“გვარდიოლა ბრწყინვალე სპეციალისტია. ის გუნდის და თითოეული ფეხბურთელის თამაშის ხარისხის უმაღლეს დონემდე მისაღწევად მაქსიმალურად იხარჯება. ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანის ხელმძღვანელობით მიწევს მუშაობა, რადგან ხოსეპ გვარდიოლას ჩემთვის მსოფლიოს უძლიერესი მწვრთნელია. მისგან ბევრი რამ ვისწავლე და ყოველ დღე ვსწავლობ” – განაცხადა რიბერიმ.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0