x
image
მაკუნა
Mediator image
უკრაინელი დედების ემოციური მიმართვა რუს დედებს:თქვენი შვილები გადმოვლენ საზღვარს და მოკვდებიან თქვენი პარანოიკი პრეზიდენტის სადიდებლად!
imageრუსეთ-უკრაინას შორის მოსალოდნელი ომის და ყირიმის ნახევარკუნძულზე ბოლო დღეებში განვითარებული საგანგაშო მოვლენების გამო სოწარკვეთილი უკრაინელი დედები რუსი დედების სახელზე დაწერილ ემოციურ მიმართვას აქვეყნებენ.
მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"თუ ჯერ კიდევ არ გძინავთ,

დახედეთ თქვენს მშვიდად მძინარე ნორჩ ვაჟებს, აკოცეთ! აკოცეთ, სანამ ცოცხლები არიან... აკოცეთ ისე, როგორც

ამაღამ უკრაინელი დედები კოცნიან თავიანთ ვაჟებს.



უკრაინაში მობილიზაცია გამოცხადდა და ხვალ ჩვენი ვაჟეები, დაბადებული სიცოცხლისთვის, სიყვარულისთვის, შვილების აღზრდისთვის - ომში წავლენ. წავლენ რათა დაიცვან საკუთარი სახლები, ახლობლები, თავიანთი უფლებები - იყვნენ თავიანთი მიწა წყლის პატრონები.


ბევრი მათგანი უკან არ დაბრუნდება... ისინი არ დაბრუნდებიან არც თქვენთან, უბრალოდ ამის შესახებ დღეს თქვენ არ იცით. ჩვენი შვილები არ აპირებდნენ ომს, მათ სურდათ აეშენებინათ კეთილი, ლამაზი, ახალი ქვეყანა, რომელიც როგორც ყოველთვის მზად იქნებოდა მიეღო ყველა, ვინც კეთილი სურვილებით მოვიდოდა. მაგრამ თქვენი ქვეყნის მეთაურმა, ბატონმა პუტინმა, გადაწყვიტა, რომ ჩვენ ასეთი ქვეყანა არ გვჭირდება და რომ მოძმე უკრაინელი ერი, მტრულ ერად გადააქციოს, მას ცოტა ფული, ცოტა ხელისუფლება აქვს ისე, როგორც პარანოიკ, მკვლელ იანუკოვიჩს, რომელიც შეიფარა ხალხის მრისხანებას გაქცეული. ამიტომ მან გადაწყვიტა ომი გამოგვიცხადოს და ჩახოცოს ჩვენი შვილები.

არა! ის თვითონ კი არ მოკლავს! ის ხვალ გამოაგზავნის თქვენ შვილებს ჩვენების მოსაკლავად. ჩვენები კი იძულებულნი იქნებიან მოკლან თქვენები. იმიტომ რომ თქვენი შვილები ჩვენს მიწა-წყალზე მოვლენ.

რუსეთის დედებო! მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ ეს ძმათამკვლელი ომი, ერთი ადამიანის მიერ დაგეგმილი რომელსაც თავი ღმერთად მოაქვს. ჩვენი შვილები დაიხოცებიან მხოლოდ იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ მისი პატივმოყვარეობა, რომ მან იშოვნოს არა 150, არამედ 200 მილიარდი დოლარი, რათა თავის ძლიერებას გაუკეთოს დემონსტრირება.

ჯერ ომი არ დაწყებულა და უკვე ფეხქვეშ გათელა ყირიმის მიწა, ხვალკი გვპირდება აღმოსავლეთ უკრაინის "დაცვას".

თქვენი შვილები გადმოვლენ საზღვარს და მოკვდებიან თქვენი პარანოიკი პრეზიდენტის სადიდებლად.

უკრაინელი დედები თვალცრემლიანი უყურებენ თავის ბიჭებს, რომლებიც ხვალ სამხედრო კომისარიატებს მიაშურებენ, შეხედეთ რუსო დედებო თქვენს მძინარე შვილებს, ბევრ მათგანს ცოცხალს ვეღარ ნახავთ, თუ ერთობლივად არ შევაჩერეთ ერთი ადამინის მიერ თავსმოხვეული ძმათამკვლელი ომი!"


0
295
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0