x
image
worldsport.ge
ყირიმულ კლუბებს რუსეთის პრემიერლიგაში ეპატიჟებიან

imageრუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის წევრმა, რომან ხუდაიაკოვმა ქვეყნის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ ნიკოლაი ტოლსტიხს მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც წერია, რომ დღევანდელი პოლიტიკური ვითარების გამო გაერთიანებული რუსულ-უკრაინული ჩემპიონატის იდეა ვეღარ განხორციელდება. ახლა ყირიმის პარლამენტმა რეფერენდუმისვის დაიწყო მზადება, რომელიც ავტონომიის უფლებამოსილების გაზრდას ეხება. დეპუტატის აზრით, ასეთ დროს რუსულენოვანი რეგიონების გუნდების რუსულ პრემიერლიგაში ჩართვა უპრიანი იქნება. “გთხოვთ განიხილოთ შესაძლებლობა უკრაინის ორი გუნდის, სიმფეროპოლის “ტავრიასა” და ფკ “სევასტოპოლის” რუსეთის ჩემპიონატში ჩართვის შესახებ. არ შეიძლება მომხდარის გამო ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული სპორტული კავშირი დაირღვეს, ” – ნათქვამია მიმართვაში.
უკრაინაში საფეხბურთო სეზონი 28 თებერვალს უნდა განახლებულიყო, მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო მარტის ბოლოსთვის გადაიდო.
სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0