x
image
კატაპულტი
იანუკოვიჩმა და პუტინმა უკრაინელი ხალხის თავისუფლების სურვილი დასაჯეს
იანუკოვიჩმა და პუტინმა უკრაინელი ხალხის თავისუფლების სურვილი დასაჯესალბათ, მსოფლიოში ბევრ ადამიანს არც გაკვირვებია, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალები გამოჩნდნენ. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აშკარა იყო, რომ ვლადიმერ პუტინი აშკარად ერეოდა უკრაინის შიდა პოლიტიკაში და მას ამის საშუალებას იანუკოვიჩიც აძლევდა. ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი რუსეთისათვის წარმოადგენდა სოჭის ოლიმპიადა, რომლის დასრულების მომენტიდანვე ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის საგარეო დამპყრობლური პოლიტიკა თვალნათლივ გააქტიურდა: კვლავ განახლდა საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლება, ახლა კი უკვე უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდების მიზნით, რუსი სამხედროები ჩვენს მეგობარ ქვეყანაში შეიჭრნენ.


ჩნდება კითხვა, თუ რუსეთი მაინც აპირებდა უკრაინაში შესვლას სამხედრო ძალებით, რატომღა რისკავდა და ხოცავდა თავის მოქალაქეებს იანუკოვიჩი?


საქმე ის გახლავთ, რომ იანუკოვიჩი იყო შემაკავებელი ბერკეტი უკრაინელი თავისუფლების მოყვარული მოსახლეობის წინააღმდეგა, რომ ამ უკანასკნელთ რუსეთის სამხედრო ძალების ქვეყანაში შემოსვლამდე არ მოესწროთ წესრიგის დამყარება იმ დონემდე, რომ ახალი ბრძოლის წარმოებისათვის მზად ყოფილიყვნენ. ევროინტეგრაციის მსურველი მოქალაქეები ამ წუთებში თავისუფლების სურვილის გამო ისჯებიან.ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან ევროკავშირზე უარის თქმა იყო უკრაინელი ხალხისადმი მშვიდობიანი შეთავაზება, კვლავ რუსეთის მბრძანებლობის ქვეშ ეცხოვრათ, რაც ვერ იქნა მიღწეული და აი, სადამსჯელო ქმედების მომსწრენიც ვართ უკვე.


შეეძლო თუ არა იანუკოვიჩს ქვეყნისთვის აერიდებინა რუსეთის სამხედრო ძალები?



როგორც უკვე აღინიშნა, რუსეთისათვის არახელსაყრელი იყო ოლიმპიადის პერიოდში საგარეო აგრესიული პოლიტიკური ქმედება.სწორედ ამით უნდა ესარგებლა უკრაინის პრეზიდენტს, მას რომ სურვილი ჰქონოდა თავისი მოქალაქეების უმრავლესობას მხარში ამოსდგომოდა. იანუკოვიჩს მარტივად შეეძლო აეტეხა განგაში, რომ რუსეთი უკრაინის შიდა პოლიტიკაში ერეოდა, მოეხმო საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება, მოეთხოვა მათი დამკვირვებლების ქვეყანაში განაწილება. ასეთ სიტუაციაში რუსეთი ვეღარ გარისკავდა ძლიერი სამხედრო პოტენციალის მქონე უკრაინისა და სიტუაციაში გარკვეული მსოფლიო საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა.იანუკოვიჩის ქმედებამ კი პირიქით, ჯერ შიგნიდან დაასუსტა ქვეყანა, ახლა კი უკვე გამარტივებული აქვს პუტინს თავისი გეგმის ასრულება.


რა საფრთხე ემუქრება საქართველოს?


უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოსთვისაც მეტად მნიშვნელოვანია.ერთის მხრივ, როგორც იტყვიან, “ჩემი მტრის მტერი ჩემი მოყვარეა", უკრაინა კი მართლაც რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანად ითვლება, ხოლო მეორეს მხრივ, “ჩემი მტრის მეგობარიც იგივე ჩემი მტერია"-დან გამომდინარე არსებობს საკმაოდ რეალური საფრთხე, რომ თუ საქართველო უკრაინის რაიმე სახით დახმარებას გადაწყვეტს, რუსეთი ჩვენს ქვეყანაზეც წამოიწყებს იერიშს, სავარაუდოდ, პუტინისათვის ჩვეული გაჟღერებული მიზეზის განვრცობით, რომ იგი უკრაინაში თავისი მოქალაქეების დასაცავად შევიდა, ხოლო ამ “მშვიდობიან საქმეში" მას უკრაინა და საქართველო ხელს უშლიან.


რა გზებით ამჯობინებს რუსეთი ბრძოლას?


საქართველოსათვის ამ პერიოდისათვის ყველაზე უფრო სახიფათო ტერიტორიას წარმოადგენს აფხაზეთი და აჭარა, რომლებიც რუსეთისათვის შეიძლება უკრაინასთან ერთად ბრძოლის ერთ ველად ასოცირდებოდეს.ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა უკრაინის მასშტაბის ქვეყანასთან საბრძოლო ქმედებების წარმოების შემთხვევაში, მეორე ფრონტი გახსნას სამაჩაბლოს თვალსაზრისით.

0
37
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0