x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
5 ყველაზე სასარგებლო გაყინული პროდუქტი
image გაყინული ხილ-ბოსტნეული შეიძლება იყოს ისეთივე მარგებელი, როგორც ახალი.მთავარია, მისი სწორად შენახვა.

რატომღაც არავინ არასდროს არ იძახის:"მმ, რა გემრიელი სიმინდია, ახლახან საყინულედან!" გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, ბევრი ხილ-ბოსტნეული გაყინვის შემდეგ უფრო გემრიელი და სასარგებლო ხდება, ვიდრე ახლად მოწყვეტილი ბებიას ბაღიდან.მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ახალგაყინული პროდუქტების ყიდვა და თუ შეფუთვა გახსენით, მისი გერმეტულად დახურვა, თუ აპირებთ მის შენახვას საყინულეში.


სიმინდი

"რატომ გაყინული სიმინდი უკეთესია, ვიდრე დაკონსერვებული?იმიტომ მაინც, რომ უფრო გემრიელია", -ამბობს მაიკლ ფერარო, ნიუ-იორკის რესტორან "Delicatessen"-ის შეფ-მზარეული.მართლაც, გაყინული სიმინდი ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ის, რომელიც ქილებშია.ინდოეთში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ლუტეინის და ზეოკსანტინის შემადგენლობა, რაც ჩვენ მხედველობას იცავს, გაყინულ სიმინდში მთელი 118%-ით მეტია, ვიდრე დაკონსერვებულში.მაგრამ სიმინდის შენახვა შეიძლება მხოლოდ ნახევარი წლის განმავლობაში, რადგან შემდგომში ის კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს.



ბარდა

"გაყინული ბარდა თითქმის არ იცვლის გემოსა და ტექსტურას.გაადნე და ვერ გაარჩევ ახლად მოწყვეტილისაგან", -გვაცნობებს ფერარო.გარდა ამისა, Journal of Food Science-ს თანახმად, გაყინულ ბარდაში იზრდება ანტიოქსიდანტების აქტივობა, რაც იცავს ადამიანის ორგანიზმს კიბოსაგან.აგრეთვე 100გ შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინ С-ს დგიური ნორმის ნახევარს.კალიფორნიის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში დაბალ ტემპერატურაში შენახვის პირობებში ბარდა თავისი სასარგებლო თვისებების მხოლოდ მეათედს დაკარგავს.


ისპანახი

პოლონელი მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ გაყინული ისპანახი უფრო მეტ კალციუმს შეიცავს, ვიდრე ახალი.მოამზადეთ იგი ორთქლზე, რათა მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი მასში არსებული ანტიოქსიდანტებისგან, გვირჩევენ მკვლევრები იტალიიდან.მაგრამ საყინულეში შენახვის პირობებში სამი თვის შემდეგ ისპანახში სწრაფად კლებულობს ფოლატის რაოდენობა, რომელიც იცავს ადამიანს გულის დაავადებებისაგან.


მოცვი

მოცვი მდიდარია ფლავონოიდებით, რომლებიც გვიცავს კიბოსა და გულის დაავადებებისაგან.გაყინული მოცვი მდიდარია ამ ელემენტებით არანაკლებ ახლისა, ამბობენ რუმინელი მკვლევრები.და რაც მთავარია, ნუ შეინახავთ მას საყინულეში ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.


ალუბალი

ძლიერ გაყინული ალუბალი ბევრად სჯობს დაკონსერვებულს ანტიოქსიდანტების შემცველობით, Journal of Food Science-ს მიხედვით.მაგრამ მისი შენახვა დიდი ხნის განმავლობაში არ შეიძლება:სასარგებლო ნივთიერებების 25% ქრება უკვე შენახვის მესამე თვისთვის, გვაფრთხილებენ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.

0
447
2-ს მოსწონს
ავტორი:მარი ხარშილაძე
მარი ხარშილაძე
447
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0