x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
-ტირი გაბრიელ, დაიღალე?

ახლახანს გადავაწყდი ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ვინმე ზვიად სეხნიაშვილის მიერ დაწერილ ლექსს, რომელიც "მამა გაბრიელს" მიუძღვნა და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა. ხოლო თუ ვინ არის ბერი გაბრიელი, ამაზე საუბარი მემგონი უკვე ზედმეტია, მას (იმედია) ყველა თქვენგანი კარგად იცნობთ.



image



* * * * * *



" - ტირი გაბრიელ, დაიღალე?.. მეც ვტირი შენთვის!”,
ნეტავ საიდან შემოგესმა ზეცის სალბუნი,
შენს სასთუმალთან კედელს ამკობს ჯვარცმა უფლისა,
მომცრო ტაბლაზე გადაშლილი სუფევს ფსალმუნი.

ღირსო მამაო, საკუთარი ნებით ნატანჯო,
ქვეყნის დარდი რომ აიკიდე, ვით სათნო ჯვარი,
უფალზე უკეთ ვინ გაგიგებს განცდილ ტკივილებს,
როცა მარტოკამ დაარისხე მცხეთაში ზარი.

შენ ხომ ეულად შეუდექი გოლგოთის ბილიკს,
ეკლის გვირგვინად დაიხურე მიტრა რვალისა,
მათხოვრის იერს მოირგებდი სულით მდიდარი,
ბერო– სადარო დავითის და გორგასალისა!

ერის ცოდვანი ტვირთად ზიდე, მოღლილმა ცრემლით,
არ შეორგულდი, არ დაკნინდი, თუმც გწამეს ცილი,
ჭეშმარიტებას აზიარე უკვდავი სული,
თხილის გულივით დაარიგე მოყვასთან წილი.

გლანძღეს, გაფურთხეს, შეშლილად და გიჟად შეგრაცხეს,
უღვთოდ გაგწირეს, თითქოს გაკლდა ტანჯვა-წამება,
იქით ლოცავდი, ნუგეშს სცემდი შენს მაძაგებელს,
კელაპტრად გენთო სათნო გულში წმიდა სამება.

"ჯვარს აცვი ეგე!” – ხომ გასმინეს მოძღვართ-მოძღვარო?
მაინც ვერ დაგცეს, ვერ წარგტაცეს ცხოვარნი მწყემსსა,
და ისევ შენგან სიყვარულის მადლით აღვსილი,
დღეს საქართველო თავს ევლება სამარეს შენსას!..

"ტირი გაბრიელ? – ნუ - გეშინის, მეც ვტირი შენთვის”,
ღირსო მამაო, შვებად გადგას მაცხოვრის ჯვარი,
უფალზე უკეთ ვინ გაგიგებს განცდილ ტკივილებს,
შენ ხომ მარტოკამ დაარისხე მცხეთაში ზარი...


6
635
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
635
  
2014, 10 მარტი, 14:51
ძალიან კარგია.
2014, 8 მარტი, 21:05
დიდი წმინდანი,შეგვიწიროს ყველას ვინც მოვილოცეთ მისი წმინდა სხეული ...ძალიან კარგი ლექსია
2014, 7 მარტი, 17:05
საოცარია.
2014, 7 მარტი, 1:05
საოცარი ლექსია. შეუძლებელია არ მოგეწონოს.
2014, 1 მარტი, 23:19
სიტყვები ზედმეტია......უძალიიანმაგრესია
0 1 6