x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
თუთიყუშმა პატრონის მკვლელი ამხილა

imageერთმა ჩვეულებრივმა თუთიყუშმა საკუთარი პატრონის მკვლელის იდენტიფიცირება შეძლო. "ფრინველს ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა, ყოველ ჯერზე, როდესაც სახლში ოჯახის წევრი ან სტუმარი მივიდოდა ოჯახის უფროსს მის სახელს უმეორებდა. ამჯერადაც დაბრუნებულ პატრონს თუთიყუშმა მკვლელის სახელი მოახსენა"-წერს "Times of India".


სწორედ თუთიყუშის წყალობით შეიტყო პოლიციამ ეჭვმიტანილის ვინაობა. 45 წლის ეჭვმიტანილმა ქალბატონმა რამდენიმე დღის წინ ბინა მსხვერპლის მეზობლად იქირავა და მეზობლებს ესტუმრა კიდეც. ამ ფაქტს გარდაცვლილის ქმარიც ადასტურებს.


როგორც ყოველთვის: ამასობაში ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა და მოტივად ანგარება დაასახელა. მას და მის თანამზრახველებს სურდათ ბინიდან ძვირფასეულობისა და ფულის წაღება, ამ დროს კი დიასახლისმა დააფიქსირა. კვალის დაფარვის მიზნით კი ქალბატონი მოკლეს. რომ არა თუთიყუში, შესაძლოა საქმე არც გახსნილიყო...

0
122
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0