x
image
მანჩო 777
რამდენი დრო გასულა თურმე
დრო მიფირინავს, ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ, როგორ ვბერდებით. ხანდახან სარკეც კეთილი ფერიასავით გვექცევა და მხოლოდ მშრალი ფაქტები თუ შეგვახსენებენ ასაკს, რომლის მატებასაც ასე მტკივნეულად განვიცდით. ამ პოსტში მე გთავაზობთ მთელი არსებით ჩავეფლათ ნოსტალგიაში, გავიხსენოთ ჩვენი საყვარელი, თითქოს სულ ახლახან გადაღებული ფილმები და სევდიანად ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ დავბერებულვართ.



ეს ერთ-ერთი საკულტო სცენაა ფილმიდან "მატრიცა"...ფილმის გადაღებიდან უკვე 15 წელი გავიდა.

image



ბრედ პიტი სულ 35 წლის იყო, როცა "მებრძოლთა კლუბში" გადაიღეს. ახლა ის 50 წლისაა.


image



ამ სცენას არაერთი თაობის ბავშვი (და არამარტო ბავშვი) აუტირებია.

"მეფე ლომი" ეკრანზე 20 წლის წინ გამოვიდა, თუმცა მისი ნახვისას დღესაც ვერ ვიკავებთ ცრემლებს.

image



1994 წელს გამოვიდა ეკრანზე "ფორესტ გამპი".

image



ფორესტს ღირსეულ კონკურანციას უწევდა გენიალური ფილმი "გაქცევა შოუშენკიდან", რომელიც წლები განმავლობაში ინარჩუნებს ლიდერობას iMDb-ის რეიტინგში.

image



ცნობილი ცეკვა ფილმიდან "კრიმინალური საკითხავი" უმა თურმანისა და ჯონ ტრავოლტას შესრულებით უკვე 20 წლისაა. სხვათაშორის, თურმანი ამ დროს მხოლოდ 24 წლის იყო.

image




სიმპსონების უცნაური ყვითელი ოჯახი მეგა-პოპულარული გახდა მისი პირველი სეზონის გამოსვლისთანავე-1989 წელს ანუ 25 წლის წინ. ბარტი დღესაც ისევ ისეთივეა, როგორიც მაშინ იყო, აი ჩვენ კი - არა. ზოგმა ჩვენგანმა დაბერებაც მოასწრო უკვე.

image



აი პირველი "ტერმინატორი" კი ზუსტად 30 წლის წინ გამოჩნდა ეკრანებზე-1984 წელს. არნოლდ შვარცენეგერი მაშინ 37 წლის იყო.

image



თითქოს სულ ახლახან იყო, რომ ფილმმა "უცხო" ასიათასობით მაყურებელი მონუსხა...არადა მისი პრემიერიდან უკვე 35 წელი გავიდა.

image



დენიელ რედკლიფს წელს 25 წელი უსრულდება. არადა თითქოს გუშინ იყო, როცა მისი გმირი გამანაწილებელი ქუდის ქვეშ შიშისაგან თრთოდა. "ჰარი პოტერის" პირველი ფილმის გადაღებისას დენიელი 12 წლის იყო.

image



მალე ავრილ ლავინიც 30 წლის იუბილეს აღნიშნავს, არადა მის დანახვაზე ისევ 16 წლის პატარა პანკი გოგონა გვახსენდება. ახლა ლავინი უკვე ორჯერ განათხოვი ქალი და საკმაოდ პოპულარული მომღერალია.

image



კლიპს "Baby One More Time"-უკვე 15 წელი შეუსრულდა. ბრიტნი სპირსი სულ 18 წლის იყო, როცა ალბომი გამოუშვა. მალე ის 33 წლის გახდება.

image




2014 წელს კიანუ რივზსაც მრგვალი იუბილე აქვს-ის 50 წლის ხდება.

image



ხოლო მოუხელთებელმა ჯეკი ჩანმა უკვე 60 წელს მიუკაკუნა.

image




"ვარსკვლავური ომების" რეჟისორი ჯორჯ ლუკასი 70 წლის ხდება.

image



პიერ რიშარს, რომელიც თქვენთვის ცნობილია ფილმიდან "სათამაშო", წელს 80 წელი უსრულდება.

image



პირველად " Need for Speed" თამაში 20 წლის წინ დავიწყეთ.

image



ხოლო "Prince of Persia" -25 წლის უკან.

image



0
64
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0