x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
არასრულწლოვნები გისოსებამდე და მათ მიღმა


imageარასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში უმნიშვნელოვანესი ფუნქციის მატარებელია. იგი აერთიანებს იმ ძირითად ინსტიტუტებს
რომელიც გამოიყენება კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან მიმართებით, იქნება ეს საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტები, სახელმძღვანელო
დებულებები, პროცედურები თუ შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული მექანიზმები.
თავისი არსით არასარულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა
კომპლექსურია და აერთიანებს სხვადასხვა ისეთ სამთავრობო სტრუქტურას, სააგენტოს, უწყებას, ორგანიზაციას და დაწესებულებას როგორიცაა პოლიცია, პროკურორები, ადვოკატები, სასამართლო,
სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, პრობაციის სამსახურები, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები და სხვა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული სტანდარტები დადგენილია 4 ძირითადი დოკუმენტით : ‘’გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები არასრულწლოვანთა
შორის დანაშაულის პრევენციის შესახებ’’, ‘’გაეროს სტარნდარტული მინიმალური წესები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ადმინისტრირების შესახებ’’, ‘’გაეროს წესები თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნების დასაცავად’’ და ‘’სახელმძღვანელო პრინციპები სისხლის სამართლის სისტემაში ბავშვებთან დაკავშირებით მოქმედების შესახებ''. მიუხედავად იმისა რომ ოთხივე მათგანი ძირითადად რეკომენდაციის ხასიათს ატარებს, მათ მიერ დადგენილია მთელი რიგი დებულებები რომელთა
გათვალისწინებაც არასრწულოვანთა მართლმსაჯულების განვითარებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. მთავარ დოკუმენტად კი გაეროს 1989 წლის ‘’კონვენცია ბავშვთა უფლებების
შესახებ’’ რჩება.
გასული წლების განმავლობაში საქართველოში ( რომელიც ზემოაღნიშნულ კონვენციას 1994 წელს შეუერთდა ) არაერთი წარმატებული ნაბიჯი იქნა გადადგმული არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტებთან
შესაბამისობაში მოყვანის კუთხით, თუმცა აღნიშნულ სფეროში დღემდე არსებობს პრობლემები, რომელთა გადაჭრაც კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების უფლებების ეფექტური დაცვისთვის
ძალიან მნიშვნელოვანია.
ტერმინი ‘’კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი’’ – გულისხმობს ნებისმიერ პირს 18 წლამდე, რომლებსაც ჰქონდათ
კონტაქტი მართლმსაჯულების სისტემასთან ბრალდებულის ან მსჯვარდებულის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკად 14 წელია განსაზღვრული, შესაბამისად არასრულწლოვანთა დანაშაულობის ქვეშ იგულისხმება 14იდან 18 წლამდე მოზარდების მიერ დანაშაულის ჩადენა.
მიზეზები, რამაც შეიძლება უბიძგოს არასრულწლოვანს ჩაიდინოს
დანაშაული (რაც განაპირობებს მათ კონფლიქტს კანონთან) საკმაოდ მრავალფეროვანია და ძირითადად გარდატეხის პერიოდში მიმდინარე სოციალიზაციის პროცესებით აიხსნება. აქ ძალიან დიდ როლს თამაშობს ბავშვის ოჯახური მდგომარეობა, სკოლა, ურთიერთობა თანატოლებთან, თავისუფალი დროის გატარების საშუალებები, ნარკოტიკულ და ალკოჰოლურ სასმელებთან დამოკიდებულება და სხვა
image

კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებზე საუბრის დროს მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ ზოგადად, არასრულწლოვანთა დანაშაული მათი ბიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური
განვითარების გამო ნორმალური მოვლენაა, რომელიც გავრცელებულია ყველა ქვეყნის ყველა საზოგადოებაში. ამას ადასტურებს 1977 წელს ჩატარებული კვლევა შლესვიგ–ჰოლშტრაინში ( გერმანია ) სადაც 6 წლის განმავლობაში პოლიციის მიერ რეგისტრირებული იქნა 10 დან
22 წლამდე ასაკის 2992 მოზარდი, მათმა ერთმა მესამედმა მომდევნო 6 წლის განმავლობაში კვლავ ჩაიდინა დანაშაული, ხოლო ვინც მეორედ ჩაიდინა დანაშული პოლიციის მიერ ყოველ წელს რეგისტრირებული იქნა ერთ პროცენზე მეტი, სულ რვა მოზარდი.ასევე ვეშკეს და კრაუზეს კვლევა ბერლინში, რომელიც 1953 წელს დაბადებულ მოზარდებს ეხებოდათ. მათი ნახევარი 21 წლამდე ერთხელ მაინც იყო პოლიციის მიერ რეგისტრირებული, თუმცა მათი 70 % ამის შემდეგ დამნაშავის კარიერას წყვეტდა
და ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდებოდა.შესაბამისად კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრწულოვნები ხშირად შემთხვევაში არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს საზოგადოებისთვის, მათ მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის პრევენციისთვის და კანონმორჩილ მოქალაქეებად ჩამოსაყალიბებლად სახელმწიფომ ეფექტური ღონისძიებები უნდა განახორციელოს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები ყველგან არსებული ნორმალური მოვლენაა, სწორედ აღნიშნულს უკავშირდება პირველ რიგში ტერმინი – კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი და იგი აუცილებლად უნდა განვასხვავოთ არასრულწლოვანი დამნაშავის პროფილისგან. თუმცა ხშირშემთხევაში ამ კუთხით არაერთ პრობლემას ვაწყდებით არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებში, არამედ პირველ რიგში თავად საზოგადოებაში.

როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება არასრუწლოვნის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედება, ხშირ შემთხვევაში ხდება მისი დამნაშავედ ეტიკეტირება, რასაც ამ უკანსნელის სოციუმში ინტეგრირების პრობლემა სდევს თან. აღიქვამს რა ‘’დამნაშავედ’’ რომელსაც თავი უნდა მოარიდოს – საზოგადოება ხშირად
ზურგს აქცევს არასრწულოვანს, აღნიშნული პროცესი
კი ხშირად განაპირობებს არასრულწლოვნის მიერ ამ იარლიყის გამართლებას და ურთიერთობას იმ პირთა წრესთან, სადაც მის მიერ დანაშაულის ჩადენა და სასჯელის მოხდა არათუ გამართლებული,
არამედ საამაყოც არის, რასაც თან დანაშაულის განმეორებით ჩადენა სდევს თან.
ამ მრივ მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლების მიერ უდანაშაულობის პრეზუმციის დაღვევის ხშირი ფაქტები, როდესაც ეს უკანასკნელი კონკრეტული ინფორმაციის გავრცელების დროს ბრალდებულებს დამნაშავეებად მოიხსენიებენ და ამით მათ ეტიკეტირებას უწყობენ ხელს.


ეტიკეტირების თეორიის თანახმად ‘’დამნაშავე წარმოიქმნება
მაშინ, როდესაც მას დამნაშავის ეტიკეტს მიანიჭებენ სოციალური კონტროლის ინსტიტუტები და მას დამნაშავედ აღიარებს საზოგადოება. დამნაშავეა ის, ვინც საზოგადოების მიერ აღიარებული
იქნება დამნაშავედ ‘’ შესაბამისად მედიის, პოლიციის, საგამოძიებო ორგანოების, სასამართლოს და პირველ რიგში საზოგადოების
დამოკიდებულება არასრულწლოვან კანონდამრღვევებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

image


არამარტო საზოგადოებაში, არამედ მრავალი ქვეყნის სამართლებრივ თუ სოციალურ კულტურაში არსებობს მიდგომა რომ პირი, რომელიც აცნობიერებს მისი ქმედების არსს და მაინც ჩადის დანაშაულს
უნდა დაისაჯოს მიუხედავად მისი ასაკისა. სადამსჯელო
მართლმსაჯულების საწინააღმდეგოდ, რომელიც დამნაშავისთვის შესაბამისი სასჯელის დაკისრებაზეა ორიენტირებული არსებობს ე.წ აღდგენითი მართლმსაჯულება.

აღდგენითი მართლმსაჯულება ეს არის პროცესი, რომელიც ცდილობს რამდენადაც შესაძლებელია ჩართოს კონკრეტულ დანაშაულთან დაინტერესებული მხარეები, რომლებმაც შეთანხმებულად უნდა განსაზღვრონ მიყენებული ზიანი, საჭიროებები, პასუხისმგებლობები და შეძლებისდაგვარად იზრუნონ მდგომარეობის გამოსწორებაზე. მთელ ამ პროცესის მიზანია უბიძგოს დამნაშავეს გააცნობიეროს საკუთარი ქმედების შედეგები, გაუჩნდეს თანაგრძნობა დაზარებულის მიმართ.


აღდგენითი მართლმსაჯულების ელემენტებს შეიცავს ინსტიტუტი, რომელიც სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით საქართველოში 2010 წლის 15 ნოემბერს ამოქმედდა. განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენებით არასრულწლოვანი სრულად თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგელობისაგან და ჩადენილი დანაშაულისათვის მის მიმართ ტარდება სხვა ტიპის ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს მის გამოსწორებას სისხლის სამართლის საქმის წარმოების გარეშე.
არასრულწლოვანი შეიძლება განრიდებულ იქნას თუკი მან პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშული, აღიარებს და მზად არის ბოდიში მოიხადოს დაზარალებულის წინაშე და აუნაზღაუროს
მას მიყენებული ზიანი.


აღნიშნული პროგრამა უდავოდ წარმოადგენს არასრულწლოვანთა
ქართული მართლმსაჯულების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისკენ მიზნით წინ გადადგმულ უდიდეს ნაბიჯს. პროგრამა რომელიც თავდაპირველად მხოლოდ 4 ქალაქს : თბილისს, რუსთავს, ქუთაისს და ბათუმს მოიცავდა, 2013
წლიდან მთელი ქვეყნის მაშტაბით ხორციელდება. თუ 2010 წელს მხოლოდ ორი არასრულწლოვანი იქნა განრიდებული, 2012 წელს მათმარიცხვმა უკვე 120–ს მიაღწია.[8] იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, , 2013 წელს კი უკვე 115 განრიდებულია. აქედან განმეორებითი დანაშაული სულ 9 არასრულწლოვანმა
ჩაიდინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ამოქმედებამდე, ჯერ კიდევ 2009 წელს 1 მარტიდან 31 დეკემბრამდე ბათუმის მუნიციპალიტეტში მოქმედებდა პროგრამა ‘’ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწოვნების რეაბილიტაცია’’,
რომლის მიზნობრივი ჯგუფიც პოლიციის განყოფილებიდან და საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლებული არასრულწლოვნები წარმოადგენდენ. პროგრამაში ჩართული 18 ბენეფიციარიდან განმეორებით კანონდარღვევას არცერთხელ არ ჰქონია ადგილი.
ის ფაქტი, რომ არასრულწლოვნების მოწყვეტა მათი ოჯახებისგან
და საზოგადოებისგან სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ფიზიკურ, მენტალურ თუ სოციალურ განვითარებას არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. შესაბამისად თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული
სასჯელების განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, სწორედ ამას ამტკიცებს ის სტატისტიკური მონაცემებიც რომლებიც განრიდებული მოზარდების მიერ დანაშულილს განმეორებით ჩადენის სტატისტიკურ მონაცემებს უკავშირდება.
image

თავისუფლების აღკვეთის, – როგორც სასჯელის უკიდურესი ფორმის გამოყენების შესახებ ლაპარაკია გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციაშიც. დასავლეთ ევროპისა და აშშ–ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად ბავშვებს, რომელთაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ რეციდივის ყველაზე დიდი მაჩვენებელი აქვთ, მათი დაახლოებით 75–80 % ხელმეორედ ჩადის დანაშაულს.

ამ მხრივ აღსანიშნავია გერმანიის იუვენალური სისტემაც რომელიც ფაქტიურად ოქროს შუალედს იჭერს არასრულწლოვანთა
კეთილდღეობასა და კანონის მოთხოვნებს შორის და შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს როგორიცაა მათი განათლება და იურიდიული გარანტიები
გერმანიის საქციების სისტემა არასრულწლოვანთათვის ორ ელემენტს მოიცავს – სუბსიდიარობის და პროპორციულობის პრინციპი. პირველი მათგანი –იგივე მინიმალური ჩარევის პრინციპი, გულისხმობს რომ თავისუფლების აღკვეთა უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ და მხოლოდ მაშინ როდესაც ეს აუცილებელია ხოლო მეორის თანახმად
დანიშნული სასჯელი პროპორციული უნდა იყოს დანაშაულის ხასიათის და მისი მიზანი უნდა იყოს პირველ რიგში დამნაშავის
რესოციალიზაცია. სწორედ ამ მიზნით მოსამართლე არასრულწლოვნისთვის სასჯელის დაკისრების დროს განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მათ ჩართვას სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში.


ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვანთა დანაშაული არა მათი თავისუფალი ნების, არამედ იმ შეზღუდული შესაძლებლობების შედეგია რომელიც მათი განვითარებისთვის არსებობს საზოგადოებაში, ეს შესაძლებლობები კი უფრო მეტად იზღუდება
როდესაც მათ სისხლის სამართლის სისტემასთან უხდებათ შეხება. ასეთ ბავშვებს განსაკუთრებით ჭირდებათ მხარდაჭერა საზოგადოებაში რეინტეგრაციისთვის. გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე–40 მუხლის თანახმად ‘’საჭიროა ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა მოვლა, ზრუნვა და ზედამხედველობა, საკონსულტაციო მომსახურება, გამოსაცდელი ვადის დანიშვნა, აღზრდა, სწავლებისა და პროფესიუილი მომზადების პროგრამები და მოვლის სხვა ფორმები, რომლებიც დაწესებულებებში მოვლის მაგივრობას გასწევს, იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბავშვისადმი ისეთი მოპყრობა, რომელიც შეესაბამება მის კეთილდღეობას, აგრეთვე მის მდგომარეობას და დანაშაულის ხარისხს.

სწორედ ამ მიზნით ალტერნატიული სასჯელების განვითარების
ხელშეწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამ კუთხით საქართველოში დღემდე არაერთი პრობლემა არსებობს.


‘’ნულოვანი ტოლერანტობის’’ შემდგომ არასრულწლოვანთათვის
სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრების ფაქტები მკვეთრად გაიზარდა და 2007 წელს 426–ს მიაღწია. მიუხედავად იმისა რომ 2013 წლის ივლისის მონაცემებით სასჯელაღსრულებით
სისტემაში განთავსებული არასრულწლოვანი ბრალდებულების/მსჯავრდებულების რიცხვი (79)
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 0.9 %ს უტოლდება[13], არ შეიძლება ვუგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ კონკრეტული მექანიზმი, რომელიც მიმართულია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა თუ ალტერნატიული სასჯელის გამოყენების შემთხვევების ზრდისთვის ფაქტიურად არ არსებობს.


იგივე
შეგვიძლია ვთქვათ აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 90–ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი, რომელმაც
პირველად ჩიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასამართლომ შეიძლება გაათავისუფლოს თუ
მიიჩნევს რომ მისი გამოსწორება მიზანშეწონილია აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი
ღონისძიების გამოყენებით. ზემოაღნიშნული შეზღდუვები
( გაფრთხილება, საზედამხედველოდ გადაცემა, ქცევის შეზღუდვა, ზიანის ანაზღაურების მოვალეობის
დაკისრება, სპეციალურ აღმზრდელობით დაწესებულებაში მოთავსება ) რომლებმაც არასრულწლოვანზე
აღმზრდელობითი ზეგავლენა უნდა მოახდინოს პრაქტიკაში თითქმის არ გამოიყენება.

პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებისთვის სასარგებლო
შრომის – როგორც თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელის გამოყენებაც. 2010 წლის 10 მაისს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განჩინებით არასრულწლოვან კ.კ–ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 130 ლარის ღირებულის
ნივთების ქურდობისთვის რისთვისაც შეეფარდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა რაც ჩეთვალა პირობითად 5 წლის გამოსაცდელი ვადით, და დამატებით სასჯელად შეეფარდა საზოგადოებისთვის სასრგებლო შრომა 400 საათით . გარდა
იმისა რომ 400 საათი უსასყიდლოს შრომა ზედმეტად გაწელილი დროა და არასრულწლოვნის ექსპლუატაციას უფრო გავს, პრობლემურია სამუშოს სახეობა. განაჩენში ეწერა ის სამუშაო რაც ხელვაჩაურის წყალკანალისა და საბინაო კომუნალური მომსახურების წესდებით არის გათვალისიწნებული. აღნიშნული განმარტება შესასრულებელი სამუშაოს მრავალმხრივ ინტერპრეტირებას უწყობს ხელს, ამიტომაც სახეობის დაფიქსირება აუცილებელია.


მაგალიტდ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში 130 ლარის ნივთების ქურდობისთვის არასრულწლოვანს დაეკისრა ასევე ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. გარდა იმისა რომ აღნიშნულითანხა სრულად შეუსაბამოა დანაშაულის ხასიათთან, შეიძლება ბიძგიც კი გახდეს ახალი დანაშაულის ჩადენისთვის, სწორედ ამავე ჯარიმის გადასახდელად. ამ კუთხით კარგი იქნება, თუკი არასრწულოვნის მიერ გადახდილი ჯარიმა მოხმარდებაქველმოქმედებას, ან საზოგადოებისათვის საჭირო სხვა სასარგებლო აქტივობას, რომელშიც თავად არასრილწლოვანი იქნება ჩაბმული. აღნიშნული ხელს შეუწყობს მისი პასუხისმგებლობის გაზრდას.

თუმცა რიგ შემთხვევაში პრობლემას თავად პირობითი მსჯავრის გამოყენებაც წარმოადგენს. მაგალითდ 200 ლარის ნივთების
ქურდობისთვის არასრულწლპვანს მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა რაც ჩეთვალა პირობითად 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ამ ვადაში მან კიდევ მოიპარა 100 ლარის ნივთები შესაბამისად
მოსამართლე იძულებული გახდა მისთვის 4 ან 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რელურად 2 მსუბუქი ხასიათის დანაშაულის გამო.
image


როდესაც ლაპარაკია პირობითი მსჯავრით გათავისუფლებულ
არასრულწლოვნებზე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პრობაციის სამსახურს. პრობაცია ეს არის სასამართლოს მიერ დადგენილი არასაპატიმრო ზომა, რომელიც გამოიყენება როგორც
საპატიმრო სასჯელის ალტერნატივის, ასევე საპატიმრო სასჯელის ნაწილობრივ მოხდის შემდეგ გამოსაყენებელი ზომის სახით.


საქართველოს კანონი ‘’არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ მე–17 მუხლის თანახმად, პრობაციის
ოფიცერი :
1) აკონტროლებს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას
2) აკონტროლებს მსჯავრდებულის ყოფაქცევას და უწევს მას
დახმარებას
3) ატარებს მსჯავრდებულთან აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს
4) შეძლებისდაგვარად ეხმარება მას შრომით მოწყობაში
5) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს
მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რისთვისაც საჭიროების შემთხვევაში ამყარებს საქმიან ურთიერთობას ადგილობრივი თვითმართელობის, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან

პრობაციის ბრძანებები ხშირად მოიცავს თავის თავში არასრულწლოვანთათვის გარკვეული ვალდებულებების დაკისრებას, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს შესრულებადი. მაგალითად კონკრეტულ ადგილზე ვიზიტი არ უნდა იყოს იმ სიხშირით
მოთხოვნადი რომ მას ხელი შეეშალოს მისთვის საჭირო საქმიანობაში, ასეთი ვიზიტების მოთხოვნა გაუამართლებელი იქნება როდესაც კონკრეტული ტერიტორია მისი საცხოვრებელი ადგილიდან შორსაა და არ ხდება ტრანსპორტის ხარჯების ანაზღაურება.

არასრულწლოვანი პრობაციონერის ქცევის კონტროლს ახორციელებს პრობაციის ოფიცერი, რომელსაც მისი ფუნქციების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, არასრწულოვნებთან მუშაობისათვის უნდა გააცნდეს სპეციალური განათლება და კვალიფიკაცია. ასევე მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების აქტიური მუშაობა მიმდინარე პროცესებში .

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ 2011 წლის მონაცემებისგან განსხვავებით ( როდესაც მხოლოდ ქალაქ თბილისში ერთი ოფიცერი არასრულწლოვნების ჩათვლით 500 პრობაციონერს უწევდა კონტროლს) 2012 წლიდან პრობაციის ოფიცერთა სააღსრულებლოო საქმეები განახევრდა, თავად ოფიცერთა რიცხვი 50 ერთეულით გაიზარდა ხოლო არასრასრულწლოვან პრობაციონერთ რაოდენობა 525 დან 249–მდე შემცირდა. ასევე ბოლო 3 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისსტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღების შემდეგ პრობაციის სააგენტომ დაიქირავა და გადაამზადა არასრულწლოვანთა საკითხებზე მომუშავე პრობაციის ოფიცრები ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ოფისისთის, რაც უდავოდ მისასალმებელი ფაქტია. თუმცა მათი მუშაობის კონტროლი და ხარისხი განხილვის ცალკე საგანს წარმოადგენს. პრობაციონერს უნდა შეეძლოს იმ პრობლემების იდენტიფიცირება რომელიც
პრობაციის პროცესში შეიძლება დასჭირდეს პრობაციონერს ან მის ოჯახს.


ზემოთ უკვე ვისაუბრეთ თავისუფლების აღკვეთასა და მისი
ალტერნატიული სასჯელების გამოყენების მნიშვნელობაზე, თუმცა სასჯელის რა სახეც არ უნდა იქნას გამოყენებული არასრულწლოვნის მიმართ, აუცილებელია დაცულ იქნას მისი ის უფლებები
რომლებიც კონვენციით და სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებით არის გათვალისწინებული. უპირველეს
ყოვლისა პრიორიტეტული უნდა იყოს ბავშვთა ინტერესთა დაცვა, ბავშვთა დისკრმინაციის არდაშვება ნებისმიერი საფუძვლით,
აზრისა და შეხედულებების გამოხატვის უფლება. გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენცია ბავშვს განიხილავს სფეციფიური საჭიროებების მქონე ადამიანად, რომელსაც უფლება აქვს აქტიური მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საქმიანობაში რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია. კონვენცია განკუთვნილია
ყველა იმ ადამიანისთვის რომელთაც ირიბი თუ პირდაპირი შეხება აქვთ ბავშვებთან თვიანთი სტატუსით თუ პროფესიით – მშობლები,
მასწავლებელი, სოციალური მუშაკები, მოსამართლეები, პოლიციის თანამშრომლები და სხვა. თუმცა კონვენცია პირველ რიგში თავად ბავშვებს ეხებათ და ძალიან დიდი მნიშნველობა აქვს იმას რომ ბავშვები იცნობდნენ იმ უფლებებს რომლბიც დაბადებიდან აქვთ. თუკი ისინი იბრძვიან თავიანთი უფლებების პატივისცემისთვის, მაშინ მათ თავადაც უჩნდებათ პასუხისგებლობის გრძნობა რათა
პატივის სცენ სხვების უფლებებს კონვენციის თანახმად არასრულწლოვნები სარგებლობენ ყველა უფლებით რომლითაც მოზრდილები, მაგალითად : სამართლიანი სასამართლოს უფლება, ჰქონდეს ინფორმაცია წარდგენილი ბრალის შინაარსზე,
მოუსმინონ სასამართლოში დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში, ითვლებოდეს უდანაშაულოდ სანამ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არ დამტკიცდება მისი ბრალეულობა, თარჯმინის ყოლის უფლება და სხვა. თუმცა მათი ასაკიდან და სფეციფიკური გარემოებებიდან გამომდინარე მათ გააჩნიათ დამატებითი გარანტიებიც, კერძოდ არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს:
1) დაიკითხონ მშობლების, კანონიერი წარმომადგენლის ან ფსიქოლოგის თანდასწრებით.
2) განიხილონ მისი საქმე დახურულ სხდომაზე
3) გაიარონ იურიდიული კონსულტაცია იმ პირებთან რომლებიც
კარგად არიან გაცნობიერებულნი ბავშვთა უფლებებში
4) შეინარჩუნონ კონტაქტი მათი ოჯახის წევრებთან
5) მკაცრად იყოს დაცული მათი პირადი დოკუმენტების კონფიდენციალურობა – მათი პირადი ცხოვრების პატივისცემის სავალდებულობიდან გამომდინარე
6) არ განიცადოს იძულება, რომ მისცეს მოწმის ჩვენება ან აღიაროს ბრალეულობა

გაერომ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციასთან
დაკავშირებით ჯერ კიდევ 1990 წელს შეიმუშავა ‘’ერ რიადის წესები’’ სადაც განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ბავშვთა სოციალურად სასრგებლო ღონისძიებებში ჩართვას და იმ პირობების შექმნას დაეთმო, რომელიც ბავშვებში არაკრიმინოლოგენული პოზიციის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

image

დანაშაულის თავიდან ასაცილებლად საგანმანათლბელო საშუალებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ მხრივ დიდი როლი
აკისრია სკოლას, რომლის საქმიანობის ძირითადი მიზანი ბავშვისა და მოზარდის აღზრდა–განათლება და პიროვნული განვითარებაა.
. კრიმინოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოზარდები რომლებიც მოგვიანებით დანაშაულებრივ გზას დაადგნენ, სკოლის პერიოდში თავიანთი საქციელით ხშირად თვალშისაცემი ხდებოდნენ. მათ ახასიათებდათ სკოლის ხშირი გაცდენა, სასკოლო დავალებებისგან თავის არიდება, სასკოლო საგნებისა და სკოლის პერსონალის მიმართ
აგრესიული დამოკიდებულება. მიუხედავად იმ ისა რომ როგორც სკოლაში მოზარდები გარკვეული კონტროლის ქვეშ იმყოფებიან, მათთან სპეციალური მუშაობა არ მიმდინარეობს. ხშირ შემთხვევაში არ არსებობს განათლების გაგრძელების მექანიზმი იმ ბავშვებისთვის,
რომლებიც პატიმრობის დაწესებულებებიდან თავისუფლდებიან, რაც არცთუისე უმნიშვნელო ბარიერებს ქმნის. მნიშვნელოვან და სამწუხაროდ ნაკლებად აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ქართულ სკოლებში ბულინგის საკითხიც. იმისათვის რომ სკოლა ნამდვილად
იყოს ის ინსტიტუტი, რომელიც აქტიურ როლს ითამაშებს არასრწულოვანთა დანაშაულის პრევენციის კუთხიით აუცილებელია მუდმივი თანამშრომლობა მშობლებთან, სასწავლო დაწესებულების მიერ კონკრეტული კონფლიქტის მოგვარებაში ბავშვების ჩართვის მაქსიმალური ხელშეწყობა, მათი ინდივიდუალური აზრებისა და შეხედულებების პატივისცემა და საჭიროებების შემთხვევაში დამატებითი მხარდაჭერის შეთავაზება. ასევე, საქართველოში არსებული სკოლების უმრავლესობაში არ არის ფსიქოლოგი და კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან მუშაობის კუთხით არ არსებობს სპეციალურად შემუშავებული რაიმე პროგრამა
აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტა არასრწულოვანთა დანაშაულის პრევენციის კუთხით კი ძალიან მნიშვნელოვანია.

დანაშაულის პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია პოლიციის ინსტიტუტის განვითარებაც, კერძოდ აქ იგულისხმება არასრწულოვანთა აღრიცხვაზე აყვანა და აქტიური კავშირი სკოლასთან თუ ოჯახათან . 2000 წელს 14–15 წლის მოზარდთა მიერ ჩადენილი დანაშაულები მთლიანად არასრულწლოვან მსჯავრდებულთა 16.8 %–ს შეადგენდა, 2006 –2008 წელს მას შემდეგ რაც შსს ბაზაზე არსებული ‘’მცირეწლოვანთა ინსპექტორების სტურქურა’’ გაუქმდა ფაქტიურად გაორმაგდა. აღირცხვაზე
აყვანა არ გულისხმობს არასრულწლოვნების მიჩნევას კონტროლის ქვეშ მყოფ ობიექტებად, ამ შემთხვევაში ეს არის ერთგვარი პრევენცია მათ მიერ დანაშაულის ჩადენის. როდესაც მოზარდმა იცის რომ იგი აღრიცხვაზეა აყვანილი, მეტი შანსია რომ მომავალში პრობლემების არიდების მიზნიშ კონკრეტული ქმედების ჩადენისგან თავს შეიკავებს.

მიუხედავად არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში გატარებული ძირეული რეფორმებისა დღემდე არსებობს მრავალი პრობლემა, რომელთა მოგვარებაც საერთშორისო სტანდარტების
დონეზე ბავშვთა უფლებების დაცვის განსახორციელებლად აუცილებელია.

აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელების იმგვარად
გამოყენებას, რომ დაკისრებული სასჯელი იყოს პროპორციული ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და მიზნად არასრწულოვნის რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას ისახავდეს. ზემოაღნიშნულის
მისაღწევად აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპები და დაკისრებული სასჯელის მიზანი იყოს მოზარდის მიერ საკუთარი ქმედების შედეგის გაცნობიერება
და მისი კანონმორჩილი მოქალაქედ ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

მნიშვნელოვანია მოსამართლეების მიერ კანონით გათვალისწინებული
აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებების პრაქტიკაში აქტიურად გამოყენების საკითხი, ასევე იმ პრობლემების მოგვარება რომელიც ჯარიმის, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომისა და პირობითი
მსჯავრის ადეკვატურად გამოყენებას უკავშირდება.

ასევე, არასრწულოვანთ დანაშაულის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია იმ ბავშვების სკოლაში დაბრუნება რომელიც გაკვეთილების დროს ქუჩაში იმყოფებიან, უნდა
მოეხსნათ ბარიერი იმ არასრწულოვნებს, რომლებიც სასწავლო პროცესს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის გამო ჩამორჩნენ, მნიშვნელოვანია სკოლებში ფსიქოლოგის ინსტიტუტის ამოქმედება და მასწავლებელთათვის სპეციალური ტრეინინგის ჩატარება
არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია საჭიროების შემთხვევაში პოლიციის მიერ არასრწულოვნების აღრიცხვაზე აყვანაც და მისი მუდმივი კავშირის
ქონა მოზარდის მშობლებთან თუ სკოლასთან.


თუმცა რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ კანონმდებლობის ხარვეზებსა თუ პრაქტიკაში არსებულ პრობლემებზე,
უმეტეს შემთხვევაში ძირითად პრობლემას მაინც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიმართ საზოგადოების ზედმეტად მკაცრ დამოკიდებულებაში ვაწყდებით, ამ უკანასკნელთა რიცხობრივი მაჩვენებელს კი მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სასჯელები – იქნება ის მკაცრი თუ ლიბერაული ვერ შეამცირებს.
პირველ რიგში აუცილებელია თითოეულმა ჩვენგანმა კარგად გავაცნობიეროთ ის პასუხისმგებლობა რომელიც ჩვენ გვეკისრება არასრულწულოვნებზე, მათ მიერ ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებზე თუ იმ ქმედებებზე რომლებიც უბრალოდ ატარებს დანაშაულის ნიშნებს.

image



2
2568
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:carpediem
carpediem
2568
  
2014, 23 დეკემბერი, 14:27
Dzalian momecona, saintereso statiaada visurvebdi yvela im adamianma caikitxos dagaitvaliscinos visav "kanontan konfliktshi myop bavshvebtan/arasrulclovnebtan" shexeba aqvs
2014, 5 მარტი, 12:52
ძალიან კარგი სტატიაა
0 1 2