x
image
worldsport.ge
როჯერსი რეინას დაბრუნებას გამორიცხავს

image“ლივერპულის” თავკაცმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ “ნაპოლიში” იჯარით მოთამაშე მეკარე პეპე რეინე “ენფილდზე” აღარ დაბრუნდება. მისი თქმით, ესპანელი მერსისაიდელებს უკვე საბოლოოდ დაემშვიდობა.
“როგორც ვიცი, რეინამ გამოსამშვიდობებელი წერილი უკვე დაწერა. გამიკვირდა, იჯარით წასულმა ფეხბურთელმა ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო. მეგონა, დაბრუნდებოდა, მაგრამ რეინამ ღიად განაცხადა, რომ “ლივერპულში” თამაში აღარ სურს.
პეპეს უზარმაზარ წერილში ეწერა, რომ თავის საუკეთესო მწვრთნელთან – რაფაელ ბენიტესთან მიდიოდა სამუშაოდ. პირადად ჩემთვის, ყველაფერი უკვე ნათელია”, - განუცხადა როჯერსმა The Telegraph-ს.



ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0