x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უგემრიელესი სადილი გურმანებისათვის
ინგრედიენტები:

● ღორის ხორცი - 250 გ.

● სოკო (ქამა) - 50 გ.
● კვერცხი - 3 ცალი
● ხახვი - 1/2 ცალი
● ფქვილი - 30 გ.

● სუხარი - უხეშად დამტვრეული
● მცენარეული ზეთი - მოსაშუშად
● მწვანილი - გასაფორმებლად
● მარილი და პილპილი - გემოვნებით



Закуска - Пенечки


მომზადება:

თავდაპირველად, მოვამზადოთ, ყველასათვის კარგად ნაცნობი, ომლეტი. მოვშუშოთ სოკო და ხახვი. ავთქვიფოთ კვერცხი და ავურიოთ მასში ფქვილი, ახლად დაჭრილი მწვანილი, მოშუშული სოკო და ხახვი. მიღებული მასა შევწვათ ორივე მხრიდან.


Закуска - Пенечки 1Закуска - Пенечки 2

თხელ ფირფიტებად (დაახლოებით 0.5 სანტიმეტრი სისქის) დავჭრათ ღორის ხორცი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი ორივე მხირდან (სიმწარის მოყვარულებისთვის შესაძლებელია აჯიკის წასმაც და სასურველია ამ მდგომარეობაში რამდენიმე საათით თუ გააჩერებთ), ერთი მხრიდან დავადოთ უკვე მომზადებული ომლეტი და გადავახვიოთ მჭიდროდ.


Закуска - Пенечки 3

იმისათვის, რომ არ დაიშალოს, შეგვიძლია დავამაგროთ კბილის ჩხირებით და კარგად შეწვისათვის, სასურველია ამოვავლოთ ფქვილში (სასურველია დამტვრეული სუხარი და კვერცხის ნარევი).


Закуска - Пенечки 4


მიღებული რულეტი შევაწითლოთ ტაფაზე 10 წუთის განმავლობაში, ხოლო ამის შემდეგ შევდგათ ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთით (სასურველი იქნება თუ გამოიყენებთ ფოლგის ქაღალდს).


მიღებული კერძი შეგიძლიათ დაჭრათ რგოლებად, გააფორმოთ მწვანილებით და ისე მიიტანოთ სუფრასთან.


გემრიელად მიირთვით

















1
395
7-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
395
  
2014, 28 თებერვალი, 11:39
მადისაღმძვრელად გამოიყურება
0 1 1