x
image
K.P.
სკანდალი: გიგი გაჩეჩილაძის მამა სალომე ჭაჭუაზე: "სალომე თვალს ვერ მისწორებს"
image

























სალომე ჭაჭუა და გიგი გაჩეჩილაძე საზოგადოებამ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყალობით გაიცნო. წყვილს შვიდწლიანი სიყვარულის ისტორია აკავშირებდა, პრესასაც ხშირად ანებივრებდნენ საერთო ინტერვიუებით. წყილი დაშორდა, მიზეზებზე არცერთი არ საუბრობს. სალომე სულ რამდენიმე დღის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული მსახიობი გიორგი ვარდოსანიძეა. ისინი ერთად პირველად პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" სცენაზე ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ჰქონდა პირადი ცხოვრება პროექტის მიწურულს საზოგადოება მათ რომანზე ალაპარაკდა. გიორგიმ ბანკიდან გამოტანილი სესხით ბინა იყიდა. წყვილი უკვე ერთად ცხოვრობს და თავს შესანიშნავად გრძნობენ.

image

imageგიგი გაჩეჩილაძის მამამ, ბატონმა თენგიზმა სალომეზე გვიამბო. მისი მტკიცებით სალომე სხვა მოცეკვავეებთან შედარებით ყოველთვის პრივილეგიებით სარგებლობდა, ისე ვექცეოდი, როგორც შვილს და სარძლოსო. სალომემ სტუდია "თელა" დატოვა და დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა. "კონკურსებზე ძალიან ხშირად დამყავდა, სულ ვეფერებოდი. სალომეს წასვლამ გული ძალიან დამწყვიტა. ნათქვამია, კბილის ჯაგრისი, ცოლი და მანქანა არავის არ უნდა ათხოვოო და მეტს ვეღარაფერს გეტყვით.


მან თავის სტუდია გახსნა, როგორც გავიგე კარგადაც მუშაობს. საქმიანი ურთიერთობა ასე თუ ისე გვიწევს, მაგრამ დას გვიგზავნის ხოლმე. ერთხელ თვითონაც იყო მოსული, ოღონდ დასთან ერთად. სალომე თვალს ვერ მისწორებს. ის დღესაც ძალიან მიყვარს"-გვიამბობს ბატონი თენგიზ გაჩეჩილაძე.

image

0
6546
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
6546
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0