x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
რა უშლის ხელს ადამიანს ბედნიერებაში და რაში მდგომარეობს ბედნიერების საიდუმლო?

imageყველას უნდა ბედნიერი იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ყველას არ გამოსდის. ბედნიერება-ეს არის გრძნობა, რომელიც ყველა მიწიერ შეგრძნებას მოიცავს და რომლის ძიებაშიც ადამიანი მთელ ცხოვრებას ხარჯავს.
მიაწოდეთ პატარა ბავშვს ტკბილეული და მის თვალებში დაინახავთ, რომ ის ძალიან ბედნიერია, მაგრამ იმავეს თუ გააკეთებთ ზრდასრულ ადამიანთან, ალბათ, გაკვირვების ან უკეთეს შემთხვევაში მადლიერების მეტს ვერაფერს დაინახავთ. ასაკის მატებასთან ერთად იცვლება ადამიანის ფსიქოლოგია და შეხედულებები, შესაბამისად უფრო რთული ხდება, მარტივად შეხედო შენს ირგვლივ მომხდარ მოვლენებს და მაქსიმალურად შეიგრძნო ბედნიერება. მთელ ცხოვრებას ატარებ სწავლაში, სკოლა, უნივერსიტეტი და ეს ყველაფერი, იმისთვის რომ გახდე უკეთესი ვიდრე ხარ და რასაც თავს ვერაფრით ავარიდებთ, გაიუმჯობესო მატერიალური მდგომარეობა, საბოლოოდ კი იპოვო ნანატრი ბედნიერება.
გაქვს მანქანა, სახლი, სამსახური და რა თქმა უნდა, ფული, მაგრამ მაინც არ ხარ ბედნიერი? ეს იმიტომ, რომ ბედნიერება ადამიანის ბუნებიდან მოდის და არა მატერიალური ღირებულებებიდან, მაგრამ ეს მოსაზრებაც ისეთივე საკამათოა, როგორც ბედნიერების თეორია.
ჩვენ ყველანი ვცდილობთ ვიყოთ ბედნიერები, ვიმუშაოთ და ვცადოთ ვიყოთ წარმატებულები, დავეცეთ და ისევ ვცადოთ.ყველა ამბობს:„თუ დავიწყებ სამუშაოს ბედნიერი ვიქნები“, „თუ დავქორწინდები ბედნიერი ვიქნები“ და ასე შემდეგ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ,
რომ ერთი კონკრეტული შემთხვევა ვერ განსაზღვრავს ბედნიერებას ისევე როგორც სიმდიდრე, რომელიც შესაძლოა რამდენიმე დღეში ისეთივე ჩვეულებრივი გახდეს შენთვის, როგორც უფულობა.
ბედნიერების ფორმულა ჯერ არავის შეუმუშავებია, მაგრამ ყველასათვის ცნობილია, რომ ეს უკანასკნელი ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს, თუ როგორ აღიქვამს და ურთიერთობს ის გარემოსთან.
თქვენთვის ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელი?
გაეცით ამ კითხვას პასუხი და თქვენ გაიგებთ ბედნიერებასთან რამდენად ახლოს ხართ.წარმატებულ ადამიანს, რომ კითხოთ-როგორ მიაღწია წარმატებასა და ბედნიერებას? ის ისაუბრებს იმ დაბრკოლებებზე, რომლის გადალახვაც მოუწია მას, წარუმატებელი ადამიანი კი-ჩამოგითვლით უამრავ მიზეზს, თუ რამ შეუშალა ხელი წარმატების მიღწევაში.
ადამიანი ბუნებით ეგოისტია და ამიტომ ძალიან უჭირს,
გავიდეს საკუთარი თავის მიღმა და ბედნიერება მარტო მასში არ ეძიოს. შიში კი ყველაზე დიდი მტერია ბედნიერების,
შიში-რომ მომავალში არაფერი გამოგივა?
რომ დარჩები მარტო? და რომ შენი მიზნები განუხორციელებელი დარჩება? ადამიანებს უმრავლესობა მხოლოდ ხვალინდელი დღით ცხოვრობს, თუ რა როგორ უნდა გააკეთოს და რა უნდა ქონდეს მომავალში, მაგრამ ძალიან ცოტა თუ აცნობიერებს, რომ თუ დღევანდელი დღით არ დატკბები მომავალიც შესაბამისად არ იქნება ისეთი სრულყოფილი, როგორზეც ვოცნებობთ.
რთულია ადამიანი იყოს ბედნიერი, როცა ის გამუდმებით სასწაულის მოლოდინშია, ოცნებობს, რომ მალე ჯეკპოტს მოიგებს, გახდება ცნობილი ან უფრო ლამაზი. გვაქვს ორი ხელი, ორი ფეხი, გონება და აზროვნება, რატომ არ შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები?კომპლექსები და საკუთარი თავის უარყოფა, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რაც არ გვაძლევს უფლებას ვიყოთ ბედნიერები, როგორ შეიძლება იყო ბედნიერი თუ არ გჯერა საკუთარი თავის და არ გაქვს რწმენა, როცა რაღაცას აკეთებ მხოლოდ იმიტომ, რომ არავის ჩამორჩე და არა იმიტომ რომ ეს გსიამოვნებს.
თვალებს ხუჭავ და იხსენებ ძველ მეგობრებს, დედის ჩახუტებას და გეღიმება, ეს ბედნიერებაა. ბედნიერებაა, როცა ყოველ დღე იღვიძებ და შენს ირგვლივ საყვარლ ადამიანებს ხედავ, ბევრს ბანალურად ეჩვენება მსგავსი ფრაზები, მაგრამ მაინც, ბედნიერებაა-როცა დედამიწაზე არსებობს სიყვარული და თანაგრძნობა, მთავარია ადამიანმა გააცნობიეროს, რომ ბედნიერება ყველგანაა, მთავარია ის იგრძნო, ჩემთვის ჭიქა ნახევრად სავსეა, შესაბამისად ჩემთვის ბედნიერებაც ახლოსაა, მთავარია მე შევძლო შევიგრძნო და მივწვდე.

გაიღიმე და დაინახე პოზიტივი ცხოვრებაში და თუ მაინც ვერ შეძელი ბედნიერების საიდუმლოს აღმოჩენა, მიირთვი ბევრი ავოკადო და შოკოლადი, ამბობენ ადამიანს აბედნიერებსო.



შორენა ქარცივაძე

1
253
1-ს მოსწონს
ავტორი:შორენა ქაცივაძე
შორენა ქაცივაძე
253
  
2015, 10 ივნისი, 15:16
youtube.com/watch?v=n0THT1poYNA
0 1 1