x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბავშვის განვითარების მნიშვნელობა და თავისებურებანი
ადამიანის განვითარება უწყვეტ ჯაჭვად მიმდინარე პროცესია.თითოეული "რგოლი" ახალი შესაძლებლობების ათვისების საშუალებას აძლევს ადამიანს და დიდ როლს თამაშობს სრულყოფილ ადამიანად ფორმირების პროცესში.

ადამიანის განვითარება ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება და მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება, თუმცა ბავშვის ადრეული განვითარება ის საძირკველია, რომელზეც შემდეგ საზოგადოებისთვის ჯანსაღი პიროვნება შენდება. უსუსური, უმწეო არსებისაგან გონიერ, შემოქმედ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას.ბავშვი არის როგორც ბიოლოგიური არსება, რომლის პიროვნება დეტერმინირებულია გენეტიკური მოცემულობით, ისე კონკრეტული სოციალური გარემოს ნაწილი.ამ სოციალურ გარემოში ბავშვის ურთიერთობა გარშემო მყოფ ადამიანებთან, ბიოლოგიურობასთან ერთად, განვითარების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს.

დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა დავა იმის შესახებ, თუ რა განსაზღვრავდა ბავშვის განვითარებას მემკვიდრეობოთობა თუ გარემო.იმდენად ძლიერი იყო დაპირისპირება, რომ კონკრეტული მიმდინარეობებიც კი ჩამოყალიბდა.ბიოგენეტიკური კონცეფციის და ნატივისტური თეორიების მიხედვით განვითარებაში წამყვანია ის თანდაყოლილი უნარები, რომელსაც ადამიანის გენეტიკა განაპირობებს.ადამიანის ყველა უნარი და შესაძლებლობა გენეტიკურად ფიქსირებულია.ემპირისტულ თეორიებში კი გარემოს წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება.ეს თეორიები ამტკიცებენ, რომ უნარები და შესაძლებლობები არ არის თანდაყოლილი და შეგრძნებები ის ძირითადი წყაროა, რაც განაპირობებს ბავშვის განვითარებას.საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ ბავშვის ვითარდება გენეტიკურისა და სოციალური გარემოს კომბინირებული გავლენის შედეგად, რითაც საფუძველი ჩაეყარა კონვერგენციულ თეორიას.

როგორც უზნაძე წერდა "მხოლოდ მცენარის თესლი არ არის საკმარისი მცენარის განვითარებისთვის, ასევე აუცილებელია სათანადო გარემო, რათა თესლი მცენარედ იქცეს"


...მაგრამ არის კი ბავშვის აღზრდის ეს კულტურა ჩვენს საზოგადოებაში?

სამწუხაროდ, ბევრი მშობელი არ აქცევს სათანადო უყრადღებას ბავშვის განვითარებას და ვერ აცნობიერებს, რომ სწორედ ბავშვობის პერიოდია გაძლიერებული განვითარების, ცვლილებებისა და სწავლების პერიოდი.ისინი ნაკლებად აღიქვამენ ამ პროცესს როგორც მთლიანს, რომელიც გულისხმობს ცვლილებებს ყველა სფეროში და არა ცალკეული სფეროების დამოუკიდებელ განვითარებას.

იმისათვის, რომ ჯანსაღი თაობა აღიზარდოს აუცილებელია გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა, რათა გააცნობიერონ, რომ ბავშვის განვითარება არამხოლოდ ფიზიკური და ფიზიოლოგიური ცვლილებებით შემოიფარგლება, არამედ აქტიურად ვითარდება ყველა ფსიქიკური პროცესი, ყალიბდება ნებისმიერი ყურადღება და მეხსიერება, ჩნდება ახალი გრძნობები, წარმოსახვები, ინტერესები და ნელ-ნელა ფორმირებას იწყებს ბავშვის ხასიათიც.ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კრიტიკული(ორგანიზმი მგრძნობიარეა გარემოს ზემოქმედებისადმი)და სენსიტიური(ბავშვს უადვილდება კონკრეტული გამოცდილებს მიღება და სწავლა)პერიოდების გათვალისწინებას.ხოლო "აქტუალურ ზონასთან"(რასაც ბავშვი უფროსის დახმარების გარეშე ასრულებს) შედარებით "უახლოეს ზონისათვის"(უფროსის დახმარებით იმ უნარების გამოყენება, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია)მეტი ყურადღების დათმობა ამზადებს ბავშვს ახალი შესაძლებლობების ათვისებისთვის და მასტიმულირებელ როლს ასრულებს სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში.

0
702
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ქოჩიაშვილი
ანა ქოჩიაშვილი
702
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0