x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
თქვენი სუნამო
image

არაფერი ისე კარგად არ გადმოსცემს ჩვენი სხეულის სურვილებს და სულის მოძრაობას, როგორც კარგად შერჩეული არომატი. სხეული და სუნი ჩვენი განუყოფელი ნაწილია. საკუთარი არომატის ძიება უფრო მეტია, ვიდრე საკუთარი თავის გალამაზება.

თუ არომატი თქვენი ინდივიდუალურობის ანარეკლია, ეს თავდაჯერებულობას შეგმატებთ, ის მყუდრო საბურველი ხდება, ავსებს თქვენ პირადულ სივრცეს, როცა სხვა ადამიანს მისი შეყნოსვის ნებას ვაძლევთ, მას ჩვენთან ახლოს ვუშვებთ.

დიდი ხნის მანძილზე ცდუნება წარმოადგენდა პარფიუმერიის მთავარ მისიას, დღეს მდგომარეობა შეიცვალა-ამბობს Chanel-ის არომატების შემქმნელი პარფიუმერი ჟაკ პოლჟი -ქალები უფრო მეტად ეძებენ
ჰარმონიას, სურთ უფრო თავისუფლად იგრძნონ თავი: ოდესღაც მათ მიითვისეს შარვლები, ახლა კი იყენებენ ჩვენ არომატებს, ზღვარი ქალურ და მამაკაცის არომატს შორის წაიშალა, არომატის სქესი მნიშვნელოვანი აღარ არის, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი მისგან სიამოვნებას ღებულობდეს.


-არჩევანის ხელოვნება-

დიდი ხანია გავიდა დრო, როცა ითვლებოდა, რომ სუნამო ერთადერთი (როგორც ცხოვრების მეგზური) უნდა
ყოფილიყო. ამჟამად არომატს არჩევენ წელიწადის დროის, მუშაობის სახის, ჩაცმის მანერის, მოდის მიმართულების ან განწყობის
მიხედვით...და ამის უფლება შეგვიძლია მივცეთ საკუთარ თავს. თუმცა სუნამო ადრინდებურად გამოხატავს ფუფუნებას, ის დიდი ხანია აღარ არის იმდენად ძვირადღირებული, რომ მხოლოდ ერთი ფლაკონით შემოვიფარგლოთ, მოლეკულური ტექნოლოგია შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას ყველაზე ეგზოტიკური არომატი, პარადოქსული კომპოზიცია, მაგრამ ეს არჩევანს არ გვიადვილებს.

მაღაზიაში სურნელების მრავალფეროვნებას და კაკაფონიას შორის არჩევანის გაკეთება ნამდვილი ხელოვნება ხდება.

სპეციალისტების აზრით, სუნამოსგან მიღებული შთაბეჭდილების
შეფასებას სჭირდება დაახლოებით ერთი დღე და მინიმუმ სამი ვიზიტი პარფიუმერიის
მაღაზიაში.

-ორგანული ცერემონია-

Dior-ის სახლის ცენტრში განლაგებულია "პარფიუმერული ორგანო", სადაც პროფესიონალი კონსულტანტები თითოეული მომხმარებლისთვის ატარებენ განსაკუთრებულ ორგანულ
ცერემონიას. აქ წარმოდგენილია პარფიუმერიის კოლექცია, რომელიც შეიქმნა Dior-ის სახლის ისტორიის მანძილზე. სახლის
ექსპერტები დაგეხმარებიან შეარჩიოთ იდეალურად შესაფერისი სუნამო, განსაზღვროთ არომატული პროფილი, შემდეგ
მომხმარებელს სთავაზობენ სამი შესაფერისი პროფილის არომატული კომპოზიციის გამოცდას.

ბრმა ტესტის გზით აღინიშნება ის არომატი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ. კონსულტანტი გაცნობთ არომატს-მის სახელს, კონცეფციას, ძირითად ნოტებს და დაპკურების საიდუმლოს.

-მოიკრიბეთ მოთმინება, სურნელი, ასევე ყველაფერი, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული თქვენ ემოციებთან, მოითხოვს საკუთარი
შეგრძნებების ყურისგდებას, მის აღქმას, მოსინჯვას.

ამიტომ სუნამოს არჩევისას არ აჩქარდეთ. არომატის არჩევა უმჯობესია დღის მეორე ნახევარში, რადგან
ამ დროს ყნოსვა გაძლიერებულია. არომატი პირველ რიგში დააპკურეთ ქაღალდის ტესტერზე (ბლოსტერი), სრული გახსნისთვის არომატს ნახევარი საათი სჭირდება. ითვლება, რომ
ჩვენი ყნოსვა ადვილად იღლება-ადამიანს ერთ ჯერზე შეუძლია თანმიმდევრულად აღიქვას და გამოცადოს 3-დან 8 კომპოზიცია. ამიტომ აირჩიეთ 3-4 სიმპატიური არომატი, დაიტანეთ ბლოსტერზე და თან წაიღეთ პარფიუმერიის მაღაზიის გარეთ, სადაც მეფობს "სურნელის ხმაური". დროდადრო შეისწავლეთ ის დღის განმავლობაში და არჩევანი ერთზე გააკეთეთ, დაბრუნდით მაღაზიაში და სუნამო იპკურეთ კეფაზე, ღამე ამ არომატთან ერთად გაატარეთ, რათა გაარკვიოთ მისი დამოკიდებულება კანთან. ამის
შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.

-შეიმოსეთ არომატით-
კოკო შანელის რჩევით სუნამო უნდა იპკუროთ ყველგან, სადაც გსურთ, რომ გაკოცონ. კლასიკური ზონებია: კეფა, თმის ზრდის ზღვარი, ყურის ნიჟარის უკან, მაჯაზე და იდაყვის მოხრის
ადგილას.

ამ დროში გამოცდილ მეთოდს ნაკლიც გააჩნია-შეუძლებელია არომატის ისე სწრაფად შეცვლა, როგორც
ტანსაცმლის ან მაკიაჟის. ამასთან არომატი იცვლება კანის მდგომარეობასთან ერთად ჰორმონალურ ციკლზე, მიღებულ საკვებზე, მედიკამენტებზე დამოკიდებულით.

თანამედროვე ალტერნატივაა- შეისხურეთ არომატი ხელისგულზე ან თმებზე.

ღირს თუ არა სუნამოს მიპკურება ტანსაცმელზე?

პროფესიონალები დღემდე მსჯელობენ ამ საკითხზე. მე
მომწონს კოსტიუმებზე სუნამოს დაპკურება, ქსოვილი კარგად ინარჩუნებს არომატს-ამბობს პარფიუმერი ჟაკ ოდიჟიე - მაგრამ სად ვიპკუროთ სუნამო სხეულზე თუ ტანსაცმელზე-პირადული
არჩევანია.
პარფიუმერული სახლის Guerlain- გვირჩევენ, რომ სუნამო მხოლოდ კანზე მივიპკუროთ, ხოლო ტანსაცმელზე შეგიძლიათ ტუალეტის და პარფიუმერული წყალი მიასხუროთ.

გაითვალისწინეთ, რომ სინთეტიკური ქსოვილები სუნამოს არომატს უცვლის, ასევე სუნამო ტოვებს ლაქას ტანსაცმელზე.

როცა ძალიან გსურთ რაიმე არომატით გაჟღინთოთ სამოსი,
გაასხურეთ ის ჰაერში და გაიარეთ ამ სურნელში.





0
420
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
420
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0