x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ ირჩევენ ვარსკვლავი-ქალბატონები კაბებს "ოსკარის" ცერემონიისთვის
"ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია მთავარი მოვლენაა არამარტო კინოსამყაროსთვის, არამედ მოდური ინდუსტრიისთვისაც. თავიანთი სამოსით ვარსკვლავი სტუმრები იძლევიან ტონს მომავალი სეზონის საღამოს მოდისთვის, ხოლო ქალბატონებს კი შესაძლებლობა ეძლევათ წარმოაჩინონ საკუთარი გემოვნება და მომხიბვლელი სხეული.

image

ჯენიფერ ლოპესი Zuhair Murad-ში და კამერონ დიასი Gucci-ის კაბაში


ვარსკვლავების გამოსვლა წითელ ხალიჩაზე ზოგჯერ მილიონი დოლარი ჯდება, მაგრამ როგორც წესი თანხა ვარსკვლავების ჯიბიდან არ მიედინება. ერთი მხრივ მოდური ბრენდები იმაზე უკეთეს რეკლამას ვერ გააკეთებენ, ვიდრე ვარსკვლავი-ქალბატონების გამოწყობა მათ კაბებში, მეორე მხრივ ვარსკვლავები მოითხოვენ, რომ მათი სამოსი ექსკლუზიური იყოს.


image

ენ ჰეტევეი Valentino-ს კაბაში ოსკარი-2011


image

მიშელ უილიამსი Louis Vuitton -ის კაბაში ოსკარი-2012


image

ჯენიფერ ენისტონი Valentino-ს კაბაში ოსკარი 2013


"ოსკარის' დაჯილდოების წინ განსაკუთრებით იძაბება ვარსკვლავების და მოდური სახლების ურთიერთობა, თუ ანჯელინა ჯოლიმ აირჩია Armani, მაშინ სარა ჯესიკა პარკერს ამ სახლის კაბა დაჟინებული თხოვნის მიუხედავად უკვე აღარ ერგება. ჰოლივუდში ლეგენდები დადის პრემიების გადაცემის პერიოდში ვარსკვლავი-ქალბატონების ნერვული აშლილობის შესახებ.

image

ბიონსე Arman-ის კაბაში ოსკარი-2007


image

ემი ადამსი Carolina Herrera (2006)


image

ჯენიფერ ლოპესი Armani Prive (2010)


მაგ. გასული წლის ტრიუმფატორმა ენ ჰეტევეიმ Prada-ს ვარდისფერი კაბა ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შეარჩია და უარი თქვა Valentino-ს მაქმანებზე, რადგან მის კოლეგას ამანდა სეიფრიდს ფილმიდან 'საბრალონი" მსგავსი სტილის Alexander McQueen-ის კაბა ჰქონდა არჩეული.

image


image

ამანდა სეიფრიდის Alexander McQuee-ის კაბა


image

და მისი მსგავსი Valentino-ს კაბა


მსგავსი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად დონატელა ვერსაჩემ ანჯელინა ჯოლის სპეციალურად შეუკერა კაბა ოსკარი-2012 წლის ცერემონიისთვის. შავი ხავერდის გვერდით ჩაჭრილი კაბა ესკლუზიურად ანჯელინასთვის იქნა მოფიქრებული და ეს კაბა ოსკარის ლეგენდად იქცა.

image


ზოგიერთი დიზაინერი საერთოდ არ გასცემს კაბას, მაგ. Dolce&Gabbana-ს მაღალი მოდის ხაზი Alta Moda-ს კაბები არ გაიცემა "სასეირნოდ" არც ერთ ვარსკვლავზე.

მაგრამ ეს გამონაკლისია, მოდური სახლების უმრავლესობა ესწრაფვის მათი ქმნილებები მოხვდეს წითელ ხალიჩაზე, ამიტომ თითქმის ერთი წლით ადრე იწყებენ მიწვეულ სტუმრებზე "ნადირობას".

პირველ რიგში ყველა ცდილობს შემოსოს ნომინანტები, შემდეგ უკვე ცნობილი და ახლადგამომცხვარი ვარსკვლავები, წელს დიდი ბრძოლაა გამართული ლუპიტა ნიონგოს შემოსვაზე.

თუმცა ყველაფერი ამით არ სრულდება, რომც გამოიცნო 'შესაფერისი" ვარსკვლავი და "მოიპოვო" იგი, დიზაინერები მშვიდად კიდევ

ვერ ამოისუნთქავენ, რადგან საკმაოდ ძნელია ვარსკვლავი ქალბატონებისთვის მოსაწონი კაბის შეთავაზება, მისი ზომაზე მორგება, რასაც საკმაოდ დიდი ენერგია და ნერვები მიაქვს.

image

შარლიზ ტერონი Christian Dior-ის კაბაში ოსკარი-2013


image

ემი ადამსი Oscar de la Renta-ს კაბაში ოსკარი 2013


image

ჯულია რობერტსი Valentino (2001)


თითქმის აუხდენელია იმედი, რომ ოსკარის ცერემონიის შემდეგ ვარსკვლავები უკან დააბრუნებენ კაბებს. წითელ ხალიჩაზე გავლის შემდეგ კაბების შლეიფები დიდად ზიანდება, ზოგიერთი ვარსკვლავი კი კაბის მორთულობას სამახსოვროდ არიგებს, მაგ. როგორც კერი მალიგანმა 2010 წელს საღამოს ბოლოს დაარიგა სუვენირებად Prada-ს კაბის აპლიკაციები (მინიატურული ჩანგლები და დანები)

და დატოვა მხოლოდ კაბა.

image


ჯენიფერ ლოურენსის შემთხვევაში კი ყველაფერი წინასწარ არის ცნობილი, მას გაფორმებული აქვს გრძელვადიანი კონტრაქტი Dior -ის მოდის სახლთან და კაბაც შესაბამისად მათი იქნება.

image

გასულ წელს ავენიუ მონტენზე განლაგებული Dior -ის შტაბ-ბინიდან ჰოლივუდამდე სპეციალური სათავსოთი იქნა ჩატანილი ჯენიფერის კაბა, წელს კი გავრცელებული ხმების მიხედვით ჯენიფერისთვის მომზადებულია "ვინტაჟური" კაბა.
image
როგორ სიურპრიზებს გვიმზადებენ ვარსკვლავები და დიზაინერები დაჯილდოების ცერემონიაზე 2014 წელს 2 მარტს შევიტყობთ.


1
693
5-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
693
  
2014, 1 მარტი, 0:56
ანჯელინა ბრწყინავს დონატელას კაბაში,ძაან მაგარია,ვერსაჩე მაინც ვერსაჩეა...თუმცა ყველა კაბა ძალიან მომეწონა :)
0 1 1