x
image
natia.a
რატომ ვატარებთ საქორწილო ბეჭედს არათითზე (+ ვიდეოახსნა)
imageროგორც ცნობილია, საქორწილო ბეჭედს მე-4, ე.წ. არათითზე ვატარებთ, მაგრამ რატომ? ამასწინათ ამ საკითხის ერთ ძალიან საინტერესო ახსნას წავაწყდი, რომელსაც ჩინელები გვთავაზობენ.

ამ ინტერპრეტაციას ჯერ ქართულად წარმოგიდგენთ, ქვემოთ კი ორიგინალ ვიდეოსაც დავურთავ.


წარმოიდგინეთ, რომ:

ცერა თითები თქვენს მშობლებს განასახიერებს;


საჩვენებელი თითები - თქვენს და-ძმებს;

შუა თითი (ორივე ხელის ერთად) თქვენი საკუთარი თავია;

არათითები მეუღლეებია;

ნეკა თითები კი - შვილები.


ახლა ორივე ხელის თითები ბოლოებით ერთმანეთთან შევატყუპოთ, შუა თითები კი ქვემოთ ჩავკეცოთ, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები (ისინი ხომ ორივე ერთია, განუყოფელი და თქვენს საკუთარ თავს განასახიერებს).


ხელი ამ პოზაში გავაჩეროთ, ჯერ ცერა თითები დავაშოროთ ერთმანეთს: ვნახავთ, რომ ადვილად დაშორდება. სამწუხაროა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლები, ადრე თუ გვიან გვშორდებიან, გვტოვებენ...


ისევ შევატყუპოთ ცერები და ახლა საჩვენებლები დავაშოროთ: ესეც ადვილია - და-ძმებსაც საკუთარი ცხოვრება აქვთ...


ისევ შევატყუპოთ საჩვენებელი თითები და ახლა ნეკა თითების დაშორება ვცადოთ. რა თქმა უნდა ამასაც არ დაჭირდება დიდი ძალისხმევა: შვილებიც ხომ ადრე თუ გვაინ დაგვშორდებიან, საკუთარ ოჯახებს შექმნიან, საკუთარ გზას დაადგებიან...


ისევ შევატყუპოთ ნეკა თითები. ახლა არა თითები დააშორეთ ერთმანეთს. სცადეთ! შეძლებთ? ვერა!


და ამით ყველაფერი ნათქვამია...








6
1760
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1760
  
2014, 2 მარტი, 2:22
რომელი ოჯახებიც ინგრევა, ალბათ იმათი არათითები ერთმანეთს სცილდება:)))))))))
2014, 25 თებერვალი, 16:07
ძალიან საინეტრესოა
2014, 25 თებერვალი, 15:32
ჩემ თითებზეც მოვსინჯე:D
2014, 25 თებერვალი, 15:30
ძალიან მაგარია :)
2014, 25 თებერვალი, 15:29
მეც დღეს გადავაწყდი ამ ვიდეოს და ძალიან მომეწონა. :)
2014, 25 თებერვალი, 15:28
საოცარი ახსნაა..აარსოდეს არ გამეგონა:)
0 1 6