x
image
თეონა ასტამაძე
ჰიპნოზის საიდუმლოებები ( 1-ლი ნაწილი) ვის შეუძლია გახდეს ჰიპნოზიორი?!
imageჰიპნოზი ის საიდუმლოებაა, რომელსაც დღემდე გულმოდგინედ ინახავენ.ამ თემაზე ყველაზე ცნობილი სპეციალისტებიც კი არ ხსნიან ბოლომდე ყველა საიდუმლოს.

ჰიპნოზი ჯერ კიდევ ძველ დროში იყო ცნობილი. ის ითვლებოდა ჯადოქრების ხელოვნების ნაწილად. ვინც ჰიპნოზს გამოიყენებდა, მათ ჯადოქრებს ეძახდნენ.

მიაღწიო ჰიპნოზიორობის უნარს- ნიშნავს შეგეძლოს შენს ირგვლივ მყოფი ადამიანები მოხიბლო, თავს მოახვიო და შთაუნერგო საკუთარი აზრი და სურვილები. ჰიპნოზირების ნიჭი შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი დიდი შრომისა და ცოდნის შედეგად.image

მივყვეთ თანმიმდევრობას და ყველასთვის ხელმისაწვდომი , უბრალო ფორმით გამოვავლინოთ და განვავითაროთ საკუთარი შესაძლებლობები.


ჰიპნოზში არსებობს რამდენიმე ერთი შეხედვით მარტივი წესი და პირობა, რომლებიც მოითხოვს აუცილებელ შესრულებას. ერთი წესის დარღვევის დროსაც კი ჰიპნოზის ეფექტი არასრულფასოვანია.

ყველასთვის ცნობილია, რომ ადამიანის ქვეცნობიერებება კონტროლდება ცნობიერებით. უფრო მარტივი წარმოსადგენი რომ იყოს, ცნობიერება შედარებულია ჭკვიან ძმასთან, ქვეცნობიერება კი- უჭკუო ძმასთან, რომელსაც სჯერა ყოველივე იმისა, რასაც ეუბნებიან. ჭკვიანი ძმა აკონტროლებს, რომ არ მოატყუონ მისი მიმნდობი ძმა, რადგან სხვისი გავლენის ქვეშ მოხვედრისას აღარ ესმის უფროსისა და ემორჩილება სხვას.

იმედია მკითხველისთვის ნათელი გახდა თუ რა წარმოადგენს ჰიპნოზიორის ძირითად მიზანს - მოატყუოს, გაფანტოს ადამიანის ყურადღება( ცნობიერი) და შევიდეს კონტაქტში მის ქვეცნობიერთან.image

ჰიპნოზიორი აბსოლიტურად დარწმუნებული უნდა იყოს თავის შესაძლებლობებში. შინაგანმა რწმენამ უნდა მოიცვას მისი ქვეცნობიერი და აზრობრივი შემეცნება. ამის გამომუშავებაც შესაძლებელია თანდათანობით, სპეციალური ვარჯიშებით- ავტოტრნინგებით.





ავტორი: მაია თავართქილაძე


0
284
15-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0