x
image
worldsport.ge
მარტინ ო’ნილი: “გერმანია აშკარა ფავორიტია, დანარჩენები კი ერთმანეთს საკმაო ქულებს დააკარგვინებენ.”

imageევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრის ცერემონია, რომელიც ფრანგული ნიცის კონგრეს-ცენტრ “აკროპოლისში” გაიმართა, ერთობ ორიგინალური სანახაობა გამოდგა. ყოველ შემთხვევაში, მთავარი მოქმედი პირები რომ მეკარეები ყოფილიყვნენ, ასეთი შემთხვევა უწინ არასოდეს ყოფილა. მეკარეები კი მართლაც ლეგენდარულები შეერჩიათ. ღონისძიებას ოხუნჯი რუუდ გულიტი და ბიქსენ ლიზარაზუ უძღვებოდნენ. ეკრანზე ფრანგული ცხოვრების ამსახველ კადრებს უჩვენებდნენ, რომელსაც მუსიკალურ ფონს ცნობილი მარიკა ჰოფმაიერი უქმნიდა.
ჩვენი მეტოქეების შესახებ უკვე ვიცით: D ჯგუფში გერმანიასთან, ირლანდიასთან, პოლონეთთან, შოტლანდიასა და გიბრალტართან ერთად მოვხვდით. კომენტარები და პროგნოზები ჯერ კიდევ ბევრი იქნება. აქ კი ჩვენი ორი მეტოქის, ირლანდიისა და შოტლანდიის დამრიგებლების შეფასებებს გთავაზობთ.
მარტინ ო’ნილი (ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ძნელი ჯგუფია, მაგრამ ეს უფრო გვიძლიერებს მოტივაციას. განსაკუთრებით შოტლანდიელთა წინააღმდეგ დიდი მატჩები გველის. სხვა მხრივ, გერმანია აშკარა ფავორიტია, დანარჩენები კი ერთმანეთს საკმაო ქულებს დააკარგვინებენ.”
გორდონ სტრაჩანი (შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “კენჭისყრით კმაყოფილი ვარ. გერმანია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ამიტომ მათთან შეხვედრის მოლოდინი უკვე ამაღელვებელია.”

სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0