x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სტუმრად საიდუმლო სექტასთან (რუსი მოგზაურის ნაამბობი)
გთავაზობთ რუსი მოგზაურის მონათხრობს, თუ რა იხილა მან ტაილანდში მოგზაურობის დროს. მასალას თან ახლავს საინტერესო ფოტოები.


image

"როცა ბანგკოკს გადავუფრინეთ თავზე, მე შევამჩნიე გიგანტური კომპლექსი უცნაური ნაგებობებით.

ძალიან დამაინტერესა გაუგებარი დანიშნულების და ციკლოპის ზომის ამ ოქროსფერმა შენობებმა.


image

კომპლექსი ზემოდან დანახული ხედით დაახლოებით 3 კილომეტრის სიგანეზე იყო გაშლილი და ძალიან ჰგავდა ფილმებში ნანახ უცხოპლანეტელების ბაზას.

image

რათქმაუნდა, მე ეს წერტილი მაშინვე მოვნიშნე GPS ნავიგატორზე და გადავწყვიტე პირველი შესაძლებლობისთანავე მომენახულებინა ის.

image

მაშ ასე, ერთი კვირის შემდეგ მე აქ ჩამოვედი ბანგკოკიდან რეისის ავტობუსით, შემდეგ ავტოსტოპით სატვირთოს საბარგულზე და ბოლოს პიკაპით როგორც იქნა, მივაღწიე საიდუმლო ადგილს. მე ჩამომსვეს რაღაც უზარმაზარ მშენებარე ტერმინალთან, რომელიც დიდი აეროპორტის ზომას არ ჩამოუვარდებოდა.

image

ამ უზარმაზარ შენობასთან კაციშვილი არ ჭაჭანებდა, ამიტომ მე სულ ახლოს მივედი ოქროსფრად "მბრწყინავ მფრინავ თეფშთან".

image

"მფრინავი თეფშის" კორპუსი მთლიანად იყო დაფარული ასიათასობით ბუდას სკულპტურით.

image

მასალა, რისგანაც ქანდაკებები იყო გამოკვეთილი, ძალიან ჰგავდა ოქროს (დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოქროს ქანდაკებები იყო).

image

თუ გავითვალისწინებთ მშენებარე ტერმინალების ზომებს, აქ მილიონობით ადამიანის შეკრებას აპირებენ.

image

თუ რისთვის, მე ეს ვერ გავიგე და გამოცანის ამოსახსნელად კვლავ გავაგრძელე გზა.

image

გზად სურათი გადავუღე ფრინველების ქანდაკებებს, რომლებიც დედამიწის გადარჩენას ცდლობდნენ

image

და რაღაც მცენარის თესლს თუ კვერცხს, რომელიც ძალიან სქელი მინის საფარველის შიგნით ინახებოდა.

image

მივაღწიე რა ამ უზარმაზარ ფოტოს, როგორც იქნა, დავინახე ხალხი.

image

ესენი ძირითადად ბერები იყვნენ. ამათგან ზოგი იატაკზე იჯდა, ზოგი კი სკამებზე. ამ კომპლექსში დაახლოებით 2 ათასამდე ბერი იქნებოდა თავმოყრილი. ისმოდა რაღაც მაგიპნოზირებელი მუსიკა, ვიღაც უცნაური ხმით საუბრობდა ტაილანდურ ენაზე და ასობით ტელეეკრანზე მოჩანდა, თუ ჩვეულებრივი რიგითი ტაილანდელი ადამიანები როგორ სწირავდნენ შესაწირს ბერებს.

image

უხედავად იმისა, რომ მე შორტებში ვიყავი ჩაცმული და თან უზარმაზარი ფოტოაპარატით "შეიარაღებული", ჩემს მიმართ ინტერესი არავის გამოუჩენია. ჩუმად გადავიღე რამოდენიმე ფოტო და უკან გამოვბრუნდი.

image

იქაურობა სავსე იყო ამ მფრინავი თეფშისმაგვარი ნაგებობებით, რომლებიც ბუდას ოქროს ქანდაკებებით იყო დაფარული.

image

ბოლოსდაბოლოს, მე ვიპოვე გამოსასვლელი და მოვხვდი ჩვეულებრივი ადამიანების გარემოცვაში.

image

ასეთ გაურკვევლობაში მყოფმა დავტოვე ეს იდუმალი ადგილი და გადავწყვიტე, მეორედ უფრო მომზადებული დავბრუნებულიყავი აქ, თან მაშინ, როცა მშენებლობა ბოლომდე იქნებოდა დასრულებული.


P.S.
როგორც ინტერნეტიდან შევიტყვე, ამ ადგილის სახელია Wat Dhammakaya. აღმოჩნდა, რომ ყველაფერ ამას ხელმღძვანელობს ძალიან ძლიერი ბუდისტური ორგანიზაცია Maha Puja. ცერემონიებზე დაახლოებით მილიონამდე ადამიანი იკრიბება და ყველა ისინი მედიტირებენ ერთიან რიტმში. ეს ძალიან შთამბეჭდავი სანახაობაა. დღესაც არ ვიცი, შეიძლება იქ ფოტოგრაფირება და თავისუფალი გადაადგილება თუ არა; თუ მე გამიმართლა და მშვიდობიანად დავაღწიე თავი იქაურობას."








2
214
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
214
  
2014, 23 თებერვალი, 18:30
მადლობა, ნინ:)
2014, 23 თებერვალი, 18:22
კარგი სტატიააა (Y)
0 1 2