x
image
worldsport.ge
ვინუსის 45 ტიტული

image 33 წლის ვინუს უილიამსმა დუბაის ტურნირის ფინალში ფრანგ ალიზ კორნეს 6:3, 6:0 მოუგო და ხანგრძლივი საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში 45-ე შეჯიბრებაზე მოიპოვა მთავარი პრიზი. უილიამს-უფროსმა 2012 წლიდან მოყოლებული პირველად მოახერხა საჩოგბურთო ტურნირის მოგება.
კორნესთან ფინალმა საათნახევარს გასტანა, პაექრობის დასრულების შემდეგ კი ვინუსმა ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა: “პირველ რიგში ალიზის კარგ თამაშს უნდა გავუსვა ხაზი. კორნე სოლიდურად გამოიყურება და დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ სერიოზულ ტურნირებზე წარმატებით იასპარეზებს. მისი თამაშის ცქერა მაყურებელს სიამოვნებას ანიჭებს. მე რაც შემეხება, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში კარგი სათამაშო კვირა მქონდა. ყველაფერი ჩემდა სასიკეთოდ წარიმართა და ერთადერთი რამ მსურს ვთქვა – ბედნიერი ვარ”.



გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0