x
image
worldsport.ge
“მანჩესტერ იუნაიტედი” ფლეჩერს ახალ კონტრაქტს უმზადებს

image“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა ნახევარმცველ დარენ ფლეჩერთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს. ფეხბურთელს ავადმყოფობის გამო იძულებითი უქმობა ძალიან გაუგრძელდა და ახლახან ბრიტანულ პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ მანჩესტერელები მას ტრანსფერზე დააყენებდნენ, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, კლუბის მენეჯერები კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე მუშაობენ. მოქმედი ხელშეკრულების თანახმად კი 30 წლის შოტლანდიელი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2015 წლამდე უნდა დარჩეს.
ძველი შეთანხმების მიხედვით ფლეჩერის ყოველკვირეული ხელფასი 60 ათასი გირვანქაა და ნახევარმცველი თანახმაა, ახალ კონტრაქტშიც იგივე პირობები ჩაიდოს.




ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0