x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მამაკაცის შეხედულება სუსტი სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობაზე
imageარავინ იმის მტკიცებას არ დაიწყებს, რომ ქალი და მამაკაცი ერთმანეთისგან ბევრ საკითხში რადიკალურად არ განსხვავდებიან. აღსანიშნავია, რომ ეს განსხვავება კოლოსალურია! მამაკაცებს უყვართ სიმარტივე და ვერ იტანენ გაურკვევლობას, აფასებენ სიზუსტეს. ქალბატონებს კი იზიდავთ ემოციურობა და მათთვის მნიშვნელოვანია საყვარელი მამაკაცი მათ აღმერთებდეს.

იმისათვის, რომ გავიგოთ თუ როგორია მამაკაცის შეხედულება სუსტი სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობაზე, საკმარისია რამდენიმე დონე განვიხილოთ.

პირველი დონე – საწყისი წერტილი

როგორ იწყებს მამაკაცი სასურველი ქალბატონის ძებნას? რა არის აქტიური ქმედებების საწყისი წერტილი? ამ კითხვებზე პასუხი ძალიან მარტივია. მაშინ როცა მამაკაცს მუდმივი პარტნიორი არ ჰყავს და არ არის იძულებული ერთგულება გამოიჩინოს ვინმეს მიმართ, მაშინ იგი არავითარ შემთვევაში არ იტყვის უარს ლამაზ ქალბატონთან ურთიერთობაზე. ეს განსაკუთრებით მაშინ არის მკვეთრი, როცა ურთიერთობის წამოწყების ინიციატორი თავად სუსტი სქესის წარმომადგენელია.


მეორე დონე – მიმზიდველობის შეფასება

ნებისმიერი მამაკაცი, თითოეულ ქალბატონს სხვადასხვა კრიტერიუმებით აფასებს. მამაკაცების გარკვეული ნაწილი უპირატესობას გამხდარ ქალბატონს ანიჭებს, მათთვის სწორედ ასეთი ქალბატონები არიან მიმზიდველნი. მეორე ნაწილისთვის კი მნიშვნელოვანია სავსე თეძოები, საშუალო ზომის მკერდი. არიან მამაკაცები, რომლებიც პირველ ადგილზე ხასიათს აყენებენ. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს მამაკაცების შეხედულებები სილამაზისა და მიმზიდველობასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ გარკვეული პათოლოგიური გადახრების გარდა, მამაკაცების უმრავლესობას არ იზიდავთ მეტად დიდი წონის მქონე ქალბატონები. ალბათ ყველა დაეთანხმება, რომ ასეთ ფიგურაში მიმზიდველი არაფერია. მიუხედავად ამისა, შესაძლოა ვიზუალურ მონაცემებზე მამაკაცმა თვალი დახუჭოს, იმ შემთხვევაში თუ მას სუსტი სქესის წარმომადგენლის შინაგანი სამყარო მიიზიდავს.

მესამე დონე – ქალბატონთან საუბრისას სიამოვნებისა და კომფორტის განცდა

შემდეგი დონეც თავისი მახასიათებლებით საკმაოდ მარტივია. მაშინ როცა მამაკაცი შესაფერის ქალბატონს აღმოაჩენს და მასთან ურთიერთობას დაიწყებს, მისთვის უმთავრესი შემდეგი საკითხი ხდება: ქალბატონი საკუთარი საუბრით რამდენად მიიზიდავს საპირისპირო სქესის წარმომადგენელს. თუ ქალბატონი საკუთარი საუბრით მამაკაცს ვერ მოხიბლავს, მას აღარც ფიზიკური მონაცემები უშველის. ძლიერი სქესის წარმომადგენელი მასთან სერიოზულ და ხანგრძლივ ურთიერთობაზე არავითარ შემთხვევაში არ იფიქრებს.

მეოთხე დონე – ინტიმური ურთიერთობის შედეგად განცდილი სიამოვნება

არ შეიძლება ამ კრიტერიუმს უყურადღებოდ მივუდგეთ. მართალია საქართველოს სტანდარტები ამ საკითხში არ შეესაბამება დასავლეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ კრიტერიუმს სრულიად ცივილურად აფასებენ და ყოველგვარი ემოციურობის გარეშე უდგებიან. ისინი თვლიან, რომ ქორწინების შემდეგ ინტიმურ ურთიერთობაში შექმნილი პრობლემები ხშირად განშორებისა და განქორწინების მიზეზიც ხდება. ხოლო იმისათვის, რომ ეს პრობლემები თავიდან იქნეს აცილებული, ისინი ქორწინებამდე სექსუალური კავშირის წინააღმდეგნი არ არიან.

1
1452
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ლექსო
ლექსო
1452
  
2012, 18 ნოემბერი, 14:03
მართალი ხარ აბა დებილ ქალთან როგორ უნდა იურთიერთო
0 1 1