x
image
worldsport.ge
კობიაშვილის 32-ე გოლი ბუნდესლიგაში

imageლევან კობიაშვილის “ჰერტამ” ბუნდესლიგაში გასვლაზე 2:1 სძლია “შტუტგარტს” და მეშვიდე ადგილზეა. 36 წლის ქართველმა კვლავ შეუცვლელად ითამაშა, კაპიტანი გახლდათ და მე-5 წუთზე სწორედ მან გახსნა ანგარიში. კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ, ადრიან რამოსს მიუვიდა ბურთი, საბოლოოდ კი ლევანს, რომელმაც კუთხეში დაარტყა და მეკარეს შანსი არ ჰქონია.
კობიაშვილი კვლავაც ცენტრალური მცველი გახლდათ, თუმცა 84-ე წუთზე ბრუკსი შევიდა მინდორზე და ლევანმა ნახევარდაცვაში გადაინაცვლა.
ეს კობიაშვილის 344-ე მატჩი იყო ბუნდესლიგაში, გოლი კი – 32-ე. ამ სეზონში “კობიმ” პირველად გაიტანა. ისე, რამდენი ხანია, ქართველ ფეხბურთელს “დიდი ოთხეულის” ჩემპიონატში გოლი არ გაუტანია...


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
44
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0