x
image
worldsport.ge
აგუერო ვარჯიშს ორშაბათიდან დაიწყებს

image“მანჩესტერ სიტის” ტრავმირებული ფორვარდი სერხიო აგუერო სრული დატვირთვით ვარჯიშს მომდევნო კვირიდან დაიწყებს. ამის შესახებ განცხადება არგენტინელმა “ტვიტერის” საშუალებით გააკეთა.
“ამ კვირაში ჩატარებული სამუშაოთი კმაყოფილი ვარ. თუკი ყველაფერი ასეთივე ტემპით წარიმართება, მომდევნო კვირიდან გუნდთან ერთად ვივარჯიშებ”, - განაცხადა არგენტინელმა.
შეგახსენებთ, რომ აგუერომ მუხლქვეშა მყესის ტრავმა 29 იანვარს მიიღო და მას შემდეგ უქმადაა. ექიმები მის დაბრუნებას 2 მარტს, “სანდერლენდთან” მატჩში ელიან.

ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0