x
image
worldsport.ge
ბენიტესი მასკერანოს არ ეშვება

imageზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “ნაპოლის” თავკაცი რაფაელ ბენიტესი კატალონიის “ბარსელონას” უკანახაზელის – ხავიერ მასკერანოს შეძენას ეცდება. ამის შესახებ Barcastuff-ი იუწყება.
მოგეხსენებათ, ესპანელი სპეციალისტი არგენტინელთან ერთად “ლივერპულში” მუშაობდა და მისი შესაძლებლობები კარგად მოეხსენება. ბენიტესს მასკერანოს წაყვანა მილანის “ინტერშიც” სურდა, მაგრამ სამხრეთამერიკელი “კამპ ნოუზე” დარჩა.
მასკერანოს სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 15 მილიონი ევროა. ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, “ნაპოლი” “ბარსელონასგან” ალექს სონგის შეძენას შეეცდება.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0