x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
სოციალური ქსელების განვითარება და მათი გავლენები

დღევანდელ რეალობაში ინტერნეტი ღრმადაა
შემოჭრილი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. მის გარეშე ფაქტიურად ვერ ვძლებთ და ცოტა
არ იყოს წარმოუდგენლადაც კი გვეჩვენება ოცდამეერთე საუკუნე ინტერნეტის გარეშე. მოგეხსენებათ,
დღესდღეისობით სოციალური ქსელების ბუმია, რომლებიც გარკვეულ გავლენას ახდენენ ადამიანის
ფსიქიკაზე. ისინი კომუნიკაციის დამყარების ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა. მათი დახმარებით
მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეგვიძლია კავშირის დამყარება. სოციალურმა ქსელებმა საზოგადოების
ცხოვრება უფრო საინტერესო, სახალისო და ადვილად აღსაქმელი გახადა. თუმცა შეიძლება თუ
არა სოციალური ქსელები ჩაითვალოს უწამლო ნარკოტიკად? სანამ მის უარყოფით მხარეებს განვიხილავ,
ორი სიტყვით მის დადებით მხარეებზეც ვისაუბრებ. სოციალური ქსელები გვეხმარება მოვახდინოთ
ჩვენი თავის რეალიზება, გავიკეთოთ რეკლამა, დავამყაროთ ურთიერთობა სრულიად უცხო ხალხთან,
შევიძინოთ ახალი მეგობრები და საინტერესო ხალხთან ურთიერთობით ნაწილობრივ შევიქმნათ
მომავალი. შესანიშნავი საშუალებაა ინფორმაციის სწრაფი გავრცელებისთვის. კომპანიები
თუ მცირე საწარმოები ხშირად მიმართავენ ამ ხერხს, უფასო რეკლამირებასა და სიახლეების
გავრცელებას, რაც ძალიან მომგებიანია მათთვის. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად უარყოფითი
მხარეებიც მრავლად აქვს. კერძოდ, სოციალურ ქსელებზე მიჯაჭვულია საზოგადოების გარკვეული ნაწილი. დღესდღეისობით ყველაზე
გავრცელებული და პოპულარული სოციალური ქსელი FACEBOOK-ია. ისინი მთელ დღეებს იქ ატარებენ,
მის გარეშე ერთი დღეც კი უკვე ვეღარ წარმოუდგენიათ. იღვიძებენ და იძინებენ (ხშირად
ვერ წყდებიან და არც იძინებენ) FACEBOOK-ით. გამოხატავენ თავიანთ აზრებს, მოწონებებს,
დამოკიდებულებებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. პერსონალური ინფორმაციის დაუფიქრებელმა
გამოქვეყნებამ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს მათ, მაგრამ ამ ყველაფერს ისინი ვეღარ
განსაზღვრავენ რადგან მთლიანად დამოკიდებულნი არიან მასზე. ისინი ვერ აცნობიერებენ,
რომ ყველაფერი, რასაც ისინი განათავსებენ ქსელში ყველასთვის ხელმისაწვდომია და შესაძლებელია
საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ეს მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. მათი ფსიქიკა მოშლილია,
განუსაზღვრელი დროით ქსელში ყოფნა მათ ართმევს ცხოვრების აღქმის უნარს, წყვეტს რეალობას
და აკარგვინებს დღევანდელობის შეგრძნებას. ასევე ხელს უშლის მათ განვითარებას და გაზრდას.
დაკარგული აქვთ დროის შეგრძნება, საათობით სხედან და ათენებენ ღამეებს. მათი ფსიქიკა ირყევა, ხდებიან აგრესიულები, ყველასაგან
იზოლირებულნი, გაღიზიანებულები, უინტერესონი,
პასიურები. იღვიძებენ სრულიად დაღლილები, რაც აისახება მათ ხასიათზე, აგრძელებენ
უნაყოფო დღეს. დიდი დროით „დაძვრებიან“ სოციალურ
ქსელებში მოწყვეტილნი არიან გარემოს. საზოგადოების ამ ნაწილზე ხშირად ახდენენ ზემოქმედებას
სოცილური ქსელების მეშვეობით, ცუდად მოქმედებენ მათ ფსიქიკაზე საზოგადოების გარკვეული
ჯგუფები, „ითრევენ“ სხვადასხვა არასახარბიელო საქმიანობებში და ხშირად ამის მსხვერპლნი
მოზარდები ხდებიან. ადამიანები ცხოვრობენ სოციალურ ქსელებში, კლებულობს ჯანსაღი ურთიერთობები
როგორც მეგობრებთან, ასევე ოჯახის წევრებთანაც. ეწყებათ გაუცხოება და პრობლემები ოჯახში,
გაუგებრობა, დაძაბულობა. მთლიანად ეშვებიან ვირტუალურ სამყაროში, წყდებიან რეალურ ცხოვრებას.
თითქოს იძენენ უფრო მეტ მეგობრებსა და ნაცნობებს, მაგრამ ურო მეტად ჩაკეტილნი ხდებიან,
რადგან იკარგება ცოცხალი ურთიერთობები, გულახდილი საუბრები. ხშირად თვითონ მიჯაჭვული
ადამიანები ამას ვერ ხვდებიან და ჰგონიათ, რომ მათი არავის ესმით, ვერავინ უგებთ, მარტო
არიან ამ ქვეყანაზე, ყველასაგან მიტოვებულნი და დავიწყებულნი და ოჯახის წევრების პრეტენზიებს უაზრო ახირებებს უწოდებენ.
უძილობა და გადაღლილობა კი ცუდად მოქმედებს მათ ფსიქიკაზე, იწვევს ნერვულ აშლილობას,
სტრესს, ნაკლები დროის დათმობა ხდება ბევრად უფრო მნიშვნელოვან საქმეებსა და სწავლაზე.
შესაბამისად სულ უფრო ნაკლებია წინსვლა, წარმატება და განვითარება. ეს ყველაფერი ცუდად
მოქმედებს ჯანმრთელობაზე. ხშირად მეგობრების დაცილებასაც სწორედ ეს გაუცხოება იწვევს. ისინი უფრო იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს, ურთიერთობაც ნელ–ნელა კლებულობს
და შედეგად „ინტერნეტის მეგობარს“ ვიღებთ, რომელიც იმ სოციალური ქსელის გაქრობისთნავე
გაქრება. საქართველოში, დღესღეისობით, უკვე ბევრისთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა
ის თუ რას წერენ მის გვერდზე. თუ ისეთ ადგილას მოხვდნენ, სადაც ინტერნეტი არ არის თავს
მოწყვეტილად გრძნობენ და შანსი მიეცემათ თუ არა მაშინვე შედიან სოციალურ ქსელებში და
„ეფლობიან“, სხვა, ვირტუალურ სამყაროში. რამდენადაც
გასაკვირი უნდა იყოს, ამ ადამიანების მთავარი საფიქრალი მხოლოდ სოციალური ქსელია, რა
დაწერეს, როგორ შეაფასეს მისი სტატუსი, ხდება თუ არა მისი ვირტუალური მეგობრის ცხოვრებაში
რაიმე ახალი. მათ ფსიქიკაზე სოციალური ქსელი დიდ ზეგავლენას ახდენს, თუმცა ამას თვითონ
ვერ ხვდებიან და პრობლემებს საზოგადოებაში ეძებენ. ყველაფერი თითქოს იცვლება, უკვირთ
რატომ საყვედურობენ მათ, ისინი ხომ ისევ ისეთები არიან როგორებიც იყვნენ. სოციალურ
ქსელებზე მიჯაჭვულები ვერც კი ხვდებიან, რომ ამ დროის საყვარელ ადამიანებთნ გატარება
უფრო სარგებელს მოუტანთ, ვიდრე ფუჭად დროის კარგვა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში
დიდ ბრიტანეთში წარმოებული განქორწინებების ოცი პროცენტი სოციალურ ქსელ FACEBOOOK-ს
უკავშირდება. ამის შესახებ THE DAILY MAIL იმ იურიდიულ კომპანიებზე დაყრდნობით წერს,
რომლებიც განქორწინებების საქმეებზე მუშაობენ. ყოველი მეხუთე განაწყენებული მეუღლე
აღნიშნავს, რომ ოჯახის დანგრევის მთვარი მიზეზი FACEBOOK-ია. კერძოდ, მეორე ნახევრის
ამ სოციალურ ქსელში აქტიური ჩართულობა (ხშირი მიმოწერები უცხოებთან, მცირე ფლირტი და
ა.შ). გარდა განქორწინებებისა, სოციალური ქსელი მათზე დამოკიდებულებს სხვა დანაშაულებისკენაც
უბიძგებს. კვლავ THE DAILY MAIL გვატყობინებს. რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაშო
დიდ ბრიტანეთში სულ ცოტა 2 მკვლელობა მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ FACEBOOK-ზე განთავსებული
სტატუსის გამო.


ზემოთ თქმული ფაქტები კიდევ უფრო გვარწმუნებს
თუ როგორი გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს სოციალურ ქსელებზე მიჯაჭვულობას.ერთის მხრივ
გასართობი სოციალური ქსელი, შეიძლება დიდი დანაშაულის მიზეზიც კი გახდეს. ეს ყველაფერი
ხშირად გაუცნობიერებლადაც ხდება. მათ ფსიქიკაზე ისეთ ზემოქმედებას ახდენს მთელი დღეები
სოციალურ ქსელებში ყოფნა, რომ თავიანთი ქცევების კონტროლის გაწევას ვეღარც კი ახერხებენ.
ამით ზიანს აყენებენ არამარტო საკუთარ თავს, არამედ მათ გარშემომყოფებსაც. სოციალურ
ქსელებზე მიჯაჭვულობის თავიდან არიდება დროთა განმავლობაში უფრო რთულდება. ვითარდება
ტექნიკა, იზრდება სოციალური ქსელების რაოდენობა. საზოგადოება ამას კარგად ვერ ხვდება, რადგან თავიდან ვერავინ
აანალიზებს იმას, თუ რამხელა ზიანი შეუძლია მოგვიტანოს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ქსელებმა.
თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოკიდებულნი გავხდებით სოციალურ ქსელებზე ყველაფერი მთავრდება
და იწყება უცხო, თითქოს უფრო გასართობი, მაგრამ ბევრად მოსაწყენი, მარტოსული ცხოვრება.
აქედან თავის დაღწევა კი მხოლოდ კარგი ფსიქოლოგების ჩარევის შედეგად შეიძლება მოხდეს.
ამიტომ, ყოველთვის საჭიროა დავუკვირდეთ ჩვენს ქმედებეს, ვაკონტროლოთ ის დრო, რასაც
კომპიუტერთან „ძრომიალში” ვატარებთ. ყველაზე მეტად ჩვენი თავის გაკონტროლება ჩვენ
შეგვიძლია. არ უნდა მოვექცეთ სხვისი ზეგავლენის
ქვეშ, უნდა გაგვაჩნდეს საკუთრი აზრი და სოციალური ქსელებით არ უნდა მოხდეს ჩვენი ჩათრევა
სხვადასხვა საქმიანობებში. FACEBOOK–ი და სხვა სოციალური ქსელები საუკეთესო საშუალებაა
როგორც კარგი, ისე ცუდი საქმის პროპაგანდისთვის. ამიტომ უნდა მოვერიდოთ სხვადასხვა
დაჯგუფებების სურათების დათვალიერებას, მათი აზრების გაცნობას ან რაიმე ხერხით ყურადღების
მიპყრობას.

0
698
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ მურაჩაშვილი
მარიამ მურაჩაშვილი
698