x
image
კატაპულტი
ყველაზე უცნაური და კურიოზული სიკვდილის შემთხვევები (ნაწილი2)
სიკვდილზე ზოგადად არ ხუმრობენ, მაგრამ არის შემთხვევები, რომელთა გაგონებაზეც სახეზე გაოცება ან ღიმილი გამოგვესახება.ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

image

1.ერთ-ერთმა წარმატებულმა ადვოკატმა, თავისი სტუდენტებისათვის იმის დასამტკიცებლად, რომ აუდიტორიის ფანჯრის მინები სრულიად უსაფრთხო და დაცული იყო, მხრებითა და თავით მთელი ძალით შეეჯახა წინაღობას, თუმცა, მისდა საუბედუროდ, მინა არცთუ ისე უსაფრთხო გამოდგა, ჩაიმსხვრა და იურისტი 24 სართულიდან გადავარდა.



2. 35 წლის მღვდელი მელვინ ნურსი თავის მრევლთან ქადაგების დროს დაიღუპა, როდესაც იგი შეკრებილ ხალხს ცოდვების სიმძიმეზე ესაუბრებოდა.იმის თვალსაჩინოებისათვის, რომ ცოდვები რუსული “რულეტკას" თამაშს ჰგავს, რევოლვერი თავთან მიიდო და სასხლეტს თითი გამოჰკა, უცნობია შემთხვევით მოხდა თუ არა, მაგრამ იარაღში ტყვია აღმოჩნდა და მღვდელი სიცოცხლეს გამოესალმა.


3. ტრაგიკულ ვითარებაში დაიღუპა ინგლისელი ახალგაზრდა გოგონა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე დასვენების დროს.სამახსოვრო ფოტოს გადასაღებად მას მეგობარმა ქალაქის გალავანზე ასვლა შესთავაზა, თუმცა იქ აძრომისას გოგონა გადმოვარდა და 12 მეტრის სიღრმეში გადავარდა.


4. ფოტოს გადაღებისას დაიღუპა ასევე 45 წლის გერმანელი მოგზაური, რომელსაც ერთ-ერთ დაპყრობილ მთის მწვერვალზე სურდა სამახსოვრო ფოტოს გადაღება.მან ზედმეტინაბიჯი გადადგა უკან და 250 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.


5.ტრაგიკულად დასრულდა ფრანგი მონადირის იხვებზე ნადირობა.თვითმხილველთა განცხადებით, 63 წლის მამაკაცი მოკლული იხვის საძებრად წყლის პატარა გუბეში ჩავიდა, თუმცა მისი ფსკერი ჭაობისმაგვარი ტალახით დაფარული აღმოჩნდა და მონადირე შიგ ჩაეფლო.მყვინთავებმა იგი მხოლოდ 2 საათის შემდეგ ამოიყვანეს ფსკერიდან და მას მონადირებული იხვი ხელში მაგრად ჰყავდა ჩაბღაუჭებული.

1
493
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
493
  
2014, 21 თებერვალი, 15:38
მართალია ნიახური ხომ არა ხარ რომ მეორედ მოხვიდე?გაუფრთხილდით სიცოცხლეს და ექსპერიმენტებს და სულელურ ვაარაუდეს საკუთარ თავზე ნუ გამოცდით
0 1 1