x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ჰუმანიტარული ინტერვენცია

imageტერმინი “ჰუმანიტარული ინტერვენცია” უცხოა საერთაშორისო სამართლისათვის, მაგრამ გაეროს ქარტიის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ჩარევას კრძალავს, შეიცავს ფრაზას, რომელიც `მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ საფრთხის შექმნის შემთხვევაში~ უშიშროების საბჭოს მთელ რიგ უფლება-მოვალეობებს აკისრებს, მათ შორის, ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების ვალდებულებაც მოიაზრება.ჩარევის თითქმის ყოველი ფაქტი უშიშროების საბჭოს თანხმობით უნდა მოხდეს.
ჰუმანიტარული ინტერვენცია ეს არის ადამიანის უფლებათა
უხეში და მასობრივი დარღვევების ჩამდენი სახელმწიფოს წინააღმდეგ
საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სამხედრო, ეკონომიკური თუ სხვა
სახის მოქმედებით ძალის გამოყენება. ინტერვენციისაგან განსხვავებით, რომელიც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია როგორც სახელმწიფოს საშინაო
საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევა, ჰი მართლზომიერ აქტად ითვლება, რადგან არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს უფლება,
ჩაიდინოს თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლით აკრძალული დანაშაულობანი - გენოციდი, აპართეიდი, ეთნიკური
წმენდა და სხვ.ჰი-ს შეიძლება ჰქონდეს შეიარაღებული ძალების გამოყენების სხვადასხვა სახე. ჰი-ის გამოყენება ეკრძალებათ ცალკეულ სახელმწიფოებს, რადგან ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის
ფაქტი, რომელიც საერთაშორისო დანაშაულის ტოლფასია და რომელსაც სამხედრო ჩარევაც კი შეიძლება მოჰყვეს, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დგინდება და მისი მოწესრიგებაც საერთაშორისო ღონისძიებებით უნდა მოხდეს, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი მიკერძოებანი: ამ პრინციპის სათანადოდ დაუცველობის გამო, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თვით ნატოს მეთაურობით,
კოსოვოში ჰი-ს განხორციელებამ .
რა თქმა უნდა, ჰუმანიტარულ ინტერვენციას აქვს თავისი საზღვრები - და ამ საკითხზე დღეისათვის ბევრს კამათობენ. მაგალითად, ჰუმანიტარული ინტერვენცია შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს გაეროს ისეთ ძირითად მიზანს, როგორიც მშვიდობის შენარჩუნებაა.
ზოგიერთი ავტორის აზრით, ჰუმანიტარული ინტერვენცია სხვა არაფერია, თუ არა პროპაგანდისათვის გამოყენებული ტერმინი, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის ძირითადი მიზნის დამალვას. გარდა ამისა, ხანდახან შესაძლოა, ძალიან რთული იყოს ინტერვენციის განმახორციელებელი სახელმწიფოს ჰუმანიტარული და პოლიტიკური მიზნების ერთმანეთისაგან განსხვავება; ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ჰუმანიტარული მიზნების პოლიტიკურში გადაზრდა უნდა გამოირიცხოს.

კოსოვოს ეთნიკური წმენდა

ძირითადად ალბანელებით დასახლებულ კოსოვოში, რომელიც ისტორიულად სერბიის ტერიტორია იყო, არც ისე
დიდი ხნის წინათ შემოვიდნენ მეზობელი ალბანეთიდან, კოსოვო მრავალი წლის განმავლობაში ავტონომიით სარგებლობდა. 1989 წელს ეს სტატუსი გაუქმდა, რამაც კოსოვოელი ალბანელების მედგარი წინააღმდეგობა გამოიწვია და შეიარაღებული აჯანყება მოჰყვა. ამის საპასუხოდ ცენტრალურმა ხელისუფლებამ მათ მიმართ უფრო მკაცრი და სისხლიმღვრელი ზომები გამოიყენა, კერძოდ, გააძლიერა
ეთნიკური წმენდა.ამან ასიათასობით ლტოლვილის ნაკადი გამოიწვია, რამაც მეზობელ სახელმწიფოებში ეკონომიკური სიძნელეები შექმნა. გაეროს, ეუთოსა და ნატოს მშვიდობიანი ღონისძიებები არავითარ შედეგს არ იძლეოდა.საკითხის სწრაფი მოგვარების მიზნით,
ნატოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, დაეწყო კოსოვოში განლაგებული ცენტრალური ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების ტექნიკისა და ცოცხალი ძალების დაბომბვა, რათა იძულებული გაეხადათ ისინი დაეტოვებინათ რეგიონი. ამ საშიშროებამ აიძულა იუგოსლავიის პრეზიდენტი მილოშევიჩი, 1998 წლის შემოდგომაზე, დასთანხმებოდა კოსოვოში ეუთოს მეთვალყურეთა მისიისა და სხვა მაკონტროლებელი სტრუქტურების
განლაგებას. მაგრამ ვერც ამან შეაჩერა სისხლისმღვრელი წინააღმდეგობა, რომლის მსხვერპლიც მშვიდობიანი მოსახლეობაც ხდებოდა. შექმნილი საპროტესტო ჯგუფი ერთხელ კიდევ შეეცადა
კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას რამბუიეში სამშვიდობო
შეთანხმების ხელმოწერით, მაგრამ ამანაც ვერ გამოიღო ნაყოფი - იუგოსლავიამ უარი თქვა, ხელი მოეწერა შეთანხმებისათვის, რომელიც კოსოვოს ავტონომიის აღდგენას ითვალისწინებდა. ბელგრადი
შეშფოთებული იყო იმით, რომ შეთანხმებით მომავალში კოსოვოელ ალბანელებს უფლება ეძლეოდათ, რეფერენდუმით გადაეწყვიტათ
თავიანთი სტატუსი, რაც დამოუკიდებლობის მოპოვებით შეიძლებოდა დასრულებულიყო. მოლაპარაკების მსვლელობაში ცენტრალურმა ხელისუფლებამ გააქტიურა ეთნიკური წმენდა, რაც მიზნად ისახავდა
კოსოვოს დემოგრაფიული სტრუქტურის შეცვლას, რათა მომავალი
რეფერენდუმი ბელგრადისათვის სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო. ეუთოს მისიაც და სხვა მაკონტოლებლებიც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ კოსოვო. 1998 წლის მარტში დაიწყო ჯერ კოსოვოს, ხოლო მოგვიანებით მთელი სერბიის ტერიორიაზე განლაგებული
არა მარტო სამხედრო ობიექტების, არამედ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების დაბომბვა. სამი თვის შემდეგ ეს ოპერაცია შეწყდა, რადგან იუგოსლავია დათანხმდა კოსოვოში გაეროს მშვიდობის დამცველი ძალების დისლოცირებაზე და იქ ეუთოს მისიის დაბრუნებაზე. დღეს კოსოვო დაყოფილია ტერიტორიებად, რომლებსაც საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა
და რუსეთის „ცისფერჩაფხუტიანები“ აკონტროლებენ, რაც
გაგრძელდება რეგიონში პოლიტიკური სტრუქტურის
შექმნამდე. ამ ოპერაციაში 38 სახელმწფო მონაწილეობს, მათ შორის საქართველოდან წარგზავნილი ოცეული. პირველ რიგში
უნდა განიარაღებულიყო კოსოვოს განმათავისუფლებელი არმია და
გახსნილიყო ყველა გზა ლტოლვილის დასაბრუნებლად.

ნატოს ოპერაცია კოსოვში ჩატარდა გაეროს წესდების დარღვევით - არც ერთ რეგიონალურ საერთაშორისო ორგანიზაციას არა აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე. ნატოს მესვეურები თავს იმართლებენ „ჰუმანიტარული
კატასტროფის“ საფრთხით გამოწვეული აუცილებლობით და გაეროს მოუქნელობით ანალოგიურ სიტუაციებში. კოსოვოში ჰუმანიტარული ინტერვენციის სამართლებრივი და მორალური ასპექტების ურთიერთშეუსაბამობამ პოლიტიკოსთა და საერთაშორისო
სამართლის ექსპერტთა წინაშე მწვავე საკითხი დასვა: რამდენად დასაშვებია, რომ ნებისმიერმა რეგიონალურმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გაეროს ნებართვის გარეშე გამოიყენოს სამხედრო ძალა სუვერენული სახელმწიფოს მიმართ ამ სახლმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის, თუნდაც კატასტროფულის, აღსაკვეთად? ვაშინგტონში გამართულ ნატოს სამიტზე (1999 წლის აპრილი) დაფიქსირდა ნატოს უფლება - გამოიყენოს თავისი შეიარაღებული ძალები და არა მარტო წესდებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არეში, არამედ ევროპის სხვა ადგილებში. ამასთან ექსპერტთა აზრით, თუ ასეთ აქციას ნატო გაეროს უშიშროების
საბჭოს დავალების გარეშე კიდევ ჩაატარებს, მანამ, სანამ გაეროს
წესდება არ შეიცვლება, იგი საერთაშორისო სამართლის დარღვევად ჩაითვლება, რა მორალური მოტივებითაც არ უნდა იყოს დასაბუთებული.

მაგრამ არსებობს მთელი რიგი ფაქტორებისა, რომლებზე დაყრდნობითაც მისი მოქმედება სრულიად გამართლებულია: პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ ის გარემოება, რომ ალიანსს კონფლიქტში ჩასაბმელად ჰქონდა სრული მორალური, ზნეობრივი უფლება, რაც,
უპირველესად, მის მიერ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დაცვაში გამოიხატება. იგივე საერთაშორისო სამართლის საფუძველზეც, რომლის დამრღვევადაც ბევრი ნატოს განიხილავს და არა
იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლებას, ალიანსს სრული უფლება ჰქონდა ჩაბმულიყო კონფლიქტის მოსაგვარებლად, ვინაიდან საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ჩვეულებითი ნორმაა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის საფუძველთა საფუძველს, მის
ფუნდამენტურ პრინციპს და, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს მორალური უფლება “ჩაერიოს” იმ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში, სადაც ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა მასობრივ და უხეშ დარღვევებს. აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპი საერთაშორისო სამართლის სხვა პრინციპებსა და ნორმებზე მაღლა დგას და საერთაშორისო საზოგადოებისათვის იგი უფრო დიდ ფასეულობას წარმოადგენს, ვიდრე, ვთქვათ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული უზენაესობის, საშინაო საქმეებში ჩაურევლობისა და სხვა ძირითადი პრინციპები.

ამგვარი ოპერაციების განხორციელების მომხრენი მიიჩნევენ, რომ სუვერენიტეტი არასდროს ყოფილა აბსოლუტური ცნება. საერთაშორისო სამართლის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტორიტეტი რიჩარდ ფალკი წერდა. „არსებითად შიდა
წესრიგი არასდროს ყოფილა ავტონომიური მკაცრი მნიშვნელობით... სუვერენიტეტი ერს ანიჭებს მხოლოდ მთავარ კომპეტენციას, რაც არ არის და არასოდეს ყოფილა განსაკუთრებული კომპეტენცია“. სწორედ ამ მიზეზით, გაერო-ს დამფუძნებლებმა ჩამოაყალიბეს ინტერვენციის უფლება VII თავში „მშვიდობის, საფთხის, დარღვევის ან აგრესიის აქტის შემთხვევაში“.

გენოციდი რუანდაში

მაშინ როცა გაეროს მანდატით მთელი რიგი სამხედრო ოპერაციები ხორციელდება მრავალ ქვეყანაში ადამიანის უფლებების
მასობრივი დარღვევების აღმოსაფხვრელად, 1994 წლის რუანდაში გენოციდის დაწყებისა და რამდენიმე ბელგიელი მშვიდობისმყოფელის მკვლელობის მიუხედავად უშიშროების საბჭომ ჯარების რაოდენობის
ზრდის ნაცვლად, მათი უკიდურესად შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციისთვის წინასწარ იყო ცნობილი მოსალოდნელი ხოცვა-ჟლეტის შესახებ, გაეროს არ მიუცია უფლება UNAMIR-ისთვის რომ გენოციდის დასაწყისშივე მოეხდინა პრევენცია(ორგანიზაცია, რომელიც გაერომ დაარსა 1993 წლის ოქტომბერში, რათა შესრულებულიყო რუანდის პარტიებს შორის ტანზანიის ქალაქ არუშაში დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რუანდის სამოქალაქო ომი წყდებოდა).უნამირის ხელმძღვანელმა რომეო დალერმა, რომლისთვისაც ჯერ კიდევ 1994 წლის იანვარში იყო ცნობილი, რომ გენოციდი იგეგმებოდა, გაეროში წარადგინა ანგარიშები ჰუტუს დაჯგუფების შეიარაღებისა და გეგმების შესახებ და ითხოვდა დამხმარე ძალას, რათა ჰუტუს შეიარაღებული რაზმები განეიარაღებინა, მაგრამ უშიშროების სამჭომ ყურადღება არ მიაქცია ამ ცნობებს და უარი თქვა პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე, სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებს აეკრძალათ კონფლიქტში ჩარევა.პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით(რომელსაც მას „კონვენცია გენოციდის შესახებ“ აკისრებს), რუანდაში გენოციდის ფაქტს რამდენიმე კვირის განმავლობაში არ აღიარებდა.ამ შემთხვევაში კი საქმე გვქონდა მართლაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასობრივ ეთნიკურ წმენდასთან.1994 წლის 6 აპრილიდან რუანდის სამხედრო ნაწილებმა და სამოქალაქო პირებისგან შექმნილმა პოლიციის რაზმებმა ქალაქის ქუჩებში ტუტსების ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს.ყველა ქვეყანამ მოახდინა თავისი მოქალაქეების ევაკუაცია და დახურა დიპლომატიური მისიები.მთელ ქვეყანაში დაიკეტა გზები, რათა არც ერთი ტუტსი არ გაქცეულიყო.მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ხოცვა-ჟლეტაში 6 აპრილიდან ივლისის შუა რიცხვებამდე 800, 000-დან 1, 071 000-მდე ტუტსი იქნა მოკლული.ბუნებრივია ჩნდება კითხვა რატომ არ განახორციელა დროული ჰუმანიტარული ჩარევა
რუანდის 1994 წლის გენოციდის დროს, თუკი გაეროს მოვალეობაა ადამიანის უფლებების ნებისმიერ დარღვევაზე მოახდინოს რეაგირება? ალბათ, იმიტომ, რომ გაერო რეალურად არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სუბიექტს, რადგან ის სუვერენული სახელმწიფოებითაა დაკომპლექტებული და, შესაბამისად,
ამ ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილებების მიღება და აღსრულება წევრი სახელმწიფოების ინტერესებზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით ძლიერი სახელმწიფოების ფინანსურ შენატანზე.აშშ გამოვიდა ყოველგვარი რეაგირების წინააღმდეგ.პრეზიდენტმა კლინტონმა შემდგომში რუანდაში ვიზიტისას განაცხადა:“მთელს მსოფლიოში იყო ხალხი, რომლებიც, ჩემს მსგავსად, ისხდნენ თავიანთ კაბინეტში და ბოლომდე ვერ აანალიზებდნენ თუ რა მასშტაბით და სისწრაფით
მიმდინარეობდა აქ ეთნიკური წმენდა“(კლინტონის ბოდიში).

აშშ-ს ელჩი გაეროში მადლენ ოლბრაიტიც აცხადებდა:“რუანდის
ტრაგედია იმდენად სწრაფად მოხდა, რომ არ ვარ დარწმუნებული გაეროს შეეძლო რაიმე ქმედითი გადაწყვეტილების მიღება“. მაგრამ ეს მხოლოდ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაა, გაეროს
და შეერთებულ შტატებს მოსალოდნელი გენოციდის შესახებ ინფორმაცია ბევრად უფრო ადრე ჰქონდათ.აშშ წინააღმდეგობას უწევდა ინტერვენციას რუანდაში და გაეროს უშიშროების საბჭოშიც ბლოკავდა მცდელობებს შეეჩერებინათ ეთნიკური წმენდა მხოლოდ ერთადერთი მიზეზით:რუანდის პრობლემები შორს იყო ამერიკის ეროვნული ინტერესებისაგან.







image


გიორგი სიხარულიძე

0
1271
1-ს არ მოსწონს
ავტორი:გრაფ ვრონსკი
გრაფ ვრონსკი
1271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0