x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყირიმის "რადას" დეპუტატი ექსტრემისტულ განცხადებას აკეთებს, ყირიმის რუსეთისათვის დაბრუნების აუცილებლობაზე.

ყირიმის "რადას" დეპუტატმა ნიკოლაი კოლესნიკოვმა ისაუბრა ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთთან მიერთების აუცილებლობაზე.
ყირიმის "რადას" ეს დეპუტატი დიდი ხანია გამოირჩევა რუსეთის ლობირებით და არც ექსტრემისტული განცხადებების ნაკლებობას "უჩივის".
კიევში დაწყებული მოვლენებიდან რამდენიმე დღეში ამ დეპუტატმა განაცხადა: "თუ მოვლენები ისე განვითარდება რომ უკრაინის ხელისუფლებას იანუკოვიჩის ხელმძღვანელობით მოუწევს გადადგომა, ამ შემთხვევაში რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულზე უნდა შეიყვანოს ჯარი, რათა ამ გზით შეძლოს ყირიმის მიერთება რუსეთთან იძულების წესით, რაშიც მას სევასტოპოლში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზაც შეუწყობს ხელს".
ამ დღეებში კიევში განვითარებული მოვლენების ფონზე ამ დეპუტატმა "ცეცხლზე ნავთი" დაასხა, როცა უკრაინის პრეზიდენტის მისამართით შემდეგი მიმართვა გააკეთა: ვიქტორ ფედორის ძევ! თუ თქვენ ვერ მოახერხებთ სიტუაციის სტაბილიზირებას უკრაინაში, ჩვენ ყირიმელები და ყირიმის "დუმას" დეპუტატები წამოვაყენებთ მოთხოვნას ნახევარკუნძულის რუსეთისათვის დაბრუნების თაობაზე".
ნიკოლაი კოლესნიჩენკო ფრაქცია "ყირიმის რეგიონების" წევრია.

imageimage



0
148
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0