x
image
კატაპულტი
19 წლის სერიული მკვლელი გოგონა
სერიული მკვლელი22 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი 19 წლის ამერიკელი გოგონა პენსილვანიის შტატიდან. მირანდა ბ. ამჟამად ციხეში ზის.მან ერთჯერადი ინტიმური ურთიერთობა დაამყარა მამაკაცთან და შემდეგ მოკლა.როგორც ადგილობრივი მასმედია იუწყება, მას კიდევ რამდენიმე მკვლელობაში ედება ბრალი. “22 ადამიანის შემდეგ დათვლა შევწყვიტე" - აცხადებს ახალგაზრდა გოგონა.მისივე თქმით, მკვლელობები ამერიკის სხვადასხვა შტატში მოხდა.

მას ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მკვლელობა უმტკიცდება. მირანდა ბ.-მა ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთთან ინტერვიუში მკვლელობა აღიარა და აღნიშნა, რომ ასეთი მინიმუმ 22-ა.

ჯერ კიდევ 2013 წლის დეკემბრის თვეში გამართულ სასამართლო სხდომებზე გოგონა დანაშაულს არ აღიარებდა. ხოლო სკანდალური ინტერვიუს შემდეგ ერთ-ერთ ადგილობრივ მცირეტირაჟიან გაზეთთან, მისი საქმით FBI დაინტერესდა და საგამოძიებო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო.

მისი ჯერჯერობით ერთადერთი ცნობილი მსხვერპლი ტროი ლ. გოგონამ ნოემბრის თვეში მოკლა პარტნიორთან ერთად.


სერიული მკვლელი 19 წლის ამერიკელი გოგონა თავს სატანისტს უწოდებს და სულაც არ განიცდის დისკომფორტს მომხდარი მკვლელობების გამო.

არ არის გამორიცხული, რომ გამოძიებამ და საქმის მსვლელობამ მართლაც დაამტკიცოს გოგონას ბრალეულობა მინიმუმ 22 ადამიანის მკვლელობაში.

0
835
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
835
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0