x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ინტერნეტი და სოციალური ქსელები
დღეს 21-ე საუკუნეში ინტერნეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. საზოგადოების უმეტესი ნაწილი ჩართულია ინტერნეტ სივრცეში. იგი ერთ-ერთი ხელმისაწვდომი საშუალებაა ურთიერთობის დამყარებისთვის. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ინტერნეტ-ურთიერთობები ნელ-ნელა წარმატებით ანაცვლებს რეალურ ურთიერთობებს, როგორც პირად, ასევე ბიზნესსა თუ სხვა სფეროში.

image

სანამ უშუალოდ სოციალურ ქსელებზე გადავიდოდეთ, მინდა მცირე ექსკურსი გავაკეთო ინტერნეტის შექმნის თაობაზე. როგორც ასეთი, ინტერნეტის შექმნის ზუსტი თარიღი არაა ცნობილი. თუმცა ყურადსაღებია 1969 წელი, როდესაც ორ ობიექტს შორის პირველი კავშირი შედგა. ამ დროს მხოლოდ სამი სიმბოლოს გაგზავნა იქნა შესაძლებელი.

image


ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა თქმა უნდა, არც ევროპა ჩამორჩა და აქაც დაიწყეს მსგავსი ქსელების შექმნა. 1973 წელს ქსელი უკვე საერთაშორისო გახდა. ინტერნეტმა ჩაანაცვლა ფაქსი. ინტერნეტის საშუალებით თავდაპირველად შესაძლებელი იყო ინფორმაციის გაგზავნა და მიღება. განსხვავება მათ შორის ის იყო, რომ ინტერნეტით ერთი და იმავე დოკუმენტის გაგზავნა შეგეძლოთ რამდენიმე ადგილზე, რასაც ფაქსი მოკლებული იყო.

image

1990 წლიდან ინტერნეტი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. განსაკუთრებით მისი პოპულარობა აღინიშნება 2010 წელს.

image

დღეისათვის მასში ჩასართავად უამრავი საშუაალება არსებობს: ტელეფონი, ფიჭური კავშირი, თანამგზავრული კავშირი, ვები და ა.შ.

მთელ მსოფლიოში გავრცელებულია სოციალური ქსელები, რომლებითაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სარგებლობს. ესენია:

image

სოციალურ ქსელებში ძირითადად რეგისტრირდებიან ახალგაზრდები. ავსებენ თავიანთ მონაცემებს, აქვეყნებენ პირად ინფორმაციას, ქმნიან სამეგობრო ჯგუფებს, ამყარებენ ურთიერთობებს და ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ აზრებსა და გრძნობებს. ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით მოსახლეობა იღებს ახალ ინფორმაციას ამა თუ იმ თემის შესახებ. ერთობიან სხვადასხვა სახის თამაშით, უკავშირდებიან უცხოეთში მყოფ ნათესავებსა თუ მეგობრებს.. მაგრამ, ხომ გაგიგონიათ "მედალს ორი მხარე აქვსო".. არ შემიძლია არ აღვნიშნო სოციალური ქსელების და ზოგადად ინტერნეტის უარყოფითი მხარეები. პირველ რიგში, ესაა კომპიუტერთან დამოკიდებულება.თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი ცხოვრობენ ვირტუალური სამყაროთი და მოწყვეტილნი არიან რეალობას.

image

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში გავრცელებულია ისეთი თამაშები, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ ბავშვის ფსიქიკაზე. უნდა ითქვას, რომ დღის უმეტეს ნაწილს ვატარებთ ინტერნეტ სივრცეში. ამიტომ, როდესაც სახლში ინტერნეტი არ გვაქვს იქმნება პრობლემა, ვვარდებით დეპრესიაში, ვართ აგრესიულები და ირვგვლივ ყველაფერი გაუცხოებულია ჩვენთვის. ამიტომ, თითოეული ჩვენგანი უნდა ეცადოს თანამედროვე ტექნოლოგიები გამოვიყენოთ კეთილსინდისიერად, რათა ინტერნეტი და სხვადასხვა სოციალური ქსელი, ნებისმიერი ჩვენი თანამოქლაქისთვის არ იქცეს 21-ე საუკუნის დაავადებად.

0
1643
4-ს მოსწონს
ავტორი:სოფიკო სამხარაძე
სოფიკო სამხარაძე
1643
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0