x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თუ კაცმა მოინდომა
image

მრავალი საუკუნეა კამათობენ ადამიანის სარეზერვო ანუ

უჩვეულო შესაძლებლობებზე.



1899 წლის 18 ივნისს კანადელი Howard Blackburn-ი,

image

ახზალგაზრდობაში მასაჩუსეტსის შტატში გადასახლდა, აფრიანი ნავით ("Grate western") ინგლისისაკენ გაემართა და ორ თვეში

ალბიონის სანაპიროსაც მიადგა.

image

ამაში თითქოს განსაკუთრებული არაფერი იყო, მანამდე და მას შემდ-

ეგაც ბევრმა მარტოხელა მოგზაურმა გადალახა ატლანტის ოკეანე, მაგრამ

საქმე ისაა, რომ ჰოვარდს არცერთ ხელზე თითები არ ჰქონდა. რამდენ-

იმე წლის წინ მოეყინა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაუყრია, დურგლობა

ისწავლა და უთითო ხელებს საქმე გაუჩინა. ინგლისშიც საკუთარი

ხელით აგებული აფრიანი ნავით ჩავიდა.

image

სხვათა შორის, წლების შემდეგ ისევ ააგო ნავი და ამჯერად 38 დღეში

გადალახა ვერაგი ბისკაის ყურე.

image


image

image






1961 წელს, ანტარქტიდაში, საბჭოთა პოლარულ სადგურ

"восток"-ის

image

ახალგაზრდა ექიმმა Леонид Иванович Рогозов-მა

image

მუცელში ტკივილი იგრძნო. მიხვდა, მწვავე აპენდიციტი იყო. საექიმო

დახმარების იმედი არ ჰქონდა, აქ მის გარდა, ექიმი არავინ იყო და ვერც

ამხელა მანძილზე ჩაფრინდებოდა ვინმე ასე სწრაფად. საოცარი გადაწ-

ყვეტილება მიიღო, - მე თვითონ გავიკეთებ ოპერაციასო. სადგურის

თანამშრომლები დაეხმარნენ. ერთს დიდი სარკე ეჭირა, მეორე ინტრუმ-

ენტებს აწვდიდა. ექიმმა როგოზოვმა ადგილობრივი გაუტკივარება

გამოიყენა და საკუთარ სხეულზე დანა დაისვა.

image

ეს იყო უნიკალური ოპერაცია. თავად ექიმი ძალიან ღელავდა, - ვაითუ,

ოპერაციის დასრულება ვერ მოვასწრო ან შეცდომა დავუშვაო, რადგან

ხელებს ვეღარ გრძნობდა, თითქოს რეზინისა გაუხდა, მაგრამ ყველაფ-ერი მოასწრო, გაკერა და... გონება დაკარგა. მისი ორგანიზმი

5 დღე-ღამე იბრძოდა და გაიმარჯვა.


image


ასე რომ, ადამიანს ყველაფერი შეუძლია, თუ, რათქმაუნდა,

სურვილი აქვს.

9
143
8-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
143
  
2014, 18 თებერვალი, 12:49
კარგია რომ შენ ახსენე უფლის ნება, რათქმაუნდა უფლის ნების გარეშე არაფერი არ ხდება. თავადვე დაანტკიცე ამ სიტყვებით, რომ "გამართლება" არ არსებობს, ყველაფერი უფლის ნებაა და შემთხვევით არაფერი ხდება.
2014, 18 თებერვალი, 11:25
ეგ ყველაფერი კარგი, ვთქვათ და გეთანხმები, მაგრამ ბიზნესის საკითხში? როდესაც ყველანაირად ინდომებს ადამიანი, მიზანსწრაფული, შრომის მოყვარეა და აქვს გამჭრიახი გონება?? ბევრი უამრავი მაგალითი ვიცი პირადი გამოცდილებიდანაც, რასაც მხოლოდ მონდომება არ ყოფნის და იცი რატომ? მარტო ჩვენი სურვილი და მონდომება არ ყოფნის თუ უფალმა არ ინება. თორემ ბედის წერის არც მე მჯერა, ბედს თვითონ ქმნის ადამიანი და წარმატებას ვერა!
2014, 18 თებერვალი, 1:47
არსებობს გარემოებები: თუ რა მიზნისკენ ისწრაფი, რამდენად გაქვს გაცნობიერებული რას ეჭიდები, არსებობს თუ არა განვითარების, წარმატების საშუალება იმ სფეროსა თუ სიტუაციაში, მოცემულ დროში ან საერთოდ. ასევე საკუთარ შესაძლებლობებს რეალურად უნდა აფასებდე. ყველას ყავს მეგობარი, ნათესავი თუ ნაცნობი, რომლებიც ერთი შეხედვით არაფერს იშურებენ მიზნის, კეთილდღეობის მისაღწევად, მაგრამ ამას შენ ხედავ, სინამდვილეში კი საქმე მასშია. არავინ არავის იცნობს და ესმის ისე კარგად, როგოც საკუთარ თავს ადამიანი, ამიტომ სხვის მაგივრად საუბარი უაზრობაა. საკუთარი თავის მაგალითი ავიღოთ. გავიხსენოთ ცხოვრებაში რამე წარუმატებლობა და თუ დავფიქრდებით, ამის მიზეზებსს ჩვენს თავში ვიპოვნით და არა იმაში რომ არ გაგვიმართლა რატომღაც. ჩვენ ადამიანები შეცდომებს ვუშვებთ, რაღაცას ისე ვერ ვაფასებთ, როგორც საჭიროა, ყველაფერს ვერ ვითვალისწინებთ, ამპარტავნება და პატივმოყვარეობა გვძლევს და უამრავი სხვა რამ ... ამ ყველაფერზე კი ისევ ჩვენი ამპარტავნების გამო, თითქოს შეუცდომელები ვიყოთ, თვალს ვხუჭავთ და იმის მაგივრად, რომ მიზეზები ჩვენში ვეძიოთ ყველაფერს უაზრო, არაფრისმთქმელი ფრაზით ვხსნით "არ გამიმართლა".
" უძინართა მზის" ამ მაგალითში "გამართლება" კი არა უყურადღებობა, დაბნეულობა, შიში და კიდევ სხვა ადამიანური ფაქტორებია მიზეზი მონდომებული პროფესორის გარდაცვალებისა. ეს მიზეზები კი ისევ და ისევ ამ დამიანებშია, როგორც შვილიში ასევე მამაში. ასეთია ადამიანი.
2014, 17 თებერვალი, 19:12
ბედისწერის მეც ნაკლებად მჯერა, მაგრამ ვერ დაგეთანხმები ჩემო კარგო, რადგან ბევრის შემთხვევა ვიცი დიდი შრომისა და მონდომების მიუხედავად არ გამართლებულა იმედები, მხოლოდ ამ სტატიის ვითარებას არ ეხება საქმე, ზოგადად მაქვს სხვა მოვლენებზეც საუბარი და ამ სტატიის ცოცხალი მაგალითია თუნდაც "უძინართა მზე", სადაც ერთი უნებური შეცდომის შედეგად მონდომებული პროფესორი სიკვდილის შვილი გახდა და კიდევ უამრავი, ჩამოთვლას არ მოვყვები.
2014, 17 თებერვალი, 16:24
გამართლების, ბედისწერის და ეგეთი სისულელეების არ მჯერა. მხოლოდ სურვილი და მონდომებაც არაა საკმარისი, მას თან მოქმედება, შრომა უნდა ახლდეს და ეგ განაპირობებს ყველაფერს, მაგრამ ვინ მეტად შრომობს და ვინ ნაკლებად, იმასაც აქვს მნისვნელობა რას შეეჭიდები, რა გინდა... კიდევ ბევრი სხვა გარემოებაა...!
2014, 17 თებერვალი, 15:35
გაუმართლათ, ზოგჯერ სურვილი დიდია, მაგრამ ადამიანს არ უმართლებს. სტატია კარგია.
2014, 17 თებერვალი, 15:23
მადლობა
2014, 17 თებერვალი, 15:22
ეს კაი იყო
2014, 17 თებერვალი, 15:03
()
0 1 9