x
image
აჩიკუნა
შეუძლია თუ არა ადამიანს ფრენა
Flights

ლევიტაციის ფენომენი - ჰაერში ფრენა ყოველგვარი დამხმარე

მოწყობილობის გარეშე ერთ-ერთი დიდი საიდუმლოა, რომლის ამოც-

ნობასაც დიდი ხანია ცდილობენ.


ამერიკის ტეხასის შტატის, ალვარადოს პიროვნების განვითარ-

ების ცენტრის ხელმძღვანელ ელენ მასდელს მიაჩნია, რომ ადამიანს

შეუძლია ისწავლოს ფრენა. მან ტრენინგის საკუთარი სისტემაც შეიმ-

უშავა ლევიტაციისათვის სხეულის ფიზიკურად მოსამზადებლად. ამ

სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა მაღალი ტრამპლინიდან

წყალში ყოველდღიურ ხტომებს. ყოველი ნახტომოს დროს ელენ მას-

დელს და მის მიმდევრებს სულ უფრო მეტხანს უნდა გაეჩერებინათ

სხეული ჰაერში, მაგრამ ხანგრძლივი ვარჯიშითაც ვერ მიაღწია თუნდაც

მცირეხნიან ლევიტაციას.ამ თემაზე ერთ-ერთი ლექციის შემდეგ ერთმა

შუახნის მამაკაცმა უთხრა: თქვენ არასწორად უდგებით პრობლემას,

გსურთ, რომ ფიზიკური წვრთნის შედეგად იფრინოთ. საამისოდ კი

რწმენაა საჭირო. მე როცა ვგრძნობ, სადაცაა, მოვწყდები დედამიწას,

წყნარ ქუჩებს მივაკითხავ ხოლმე, რომ ხალხი არ დავაფრთხო. ყველაზე კარგად ხელებგაწვდილი დავფრინავ, სხეულის წონას ასე უკეთესად

ვაბალანსებო.

რამდენიმე თვის შემდეგ ეკლესიისკენ მიმავალმა ელენ მასდელმა

იგრძნო, რომ მიწას მოსწყდა, ჯერ შეკრთა, შემდეგ უცნობი მამაკაცის

ნათქვამი გაახსენდა და ხელები წინ გაიშვირა... მერე ნელა დაეშვა ძირს.

ელენის ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა აღარ განმეორებულა.

3
112
7-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
112
  
2014, 17 თებერვალი, 13:55
:D:D:D
2014, 17 თებერვალი, 13:01
კაი ზღაპარია
2014, 17 თებერვალი, 12:58
:D
0 1 3