x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სოჭში ისე დათბა ოლიმპიადის მონაწილეების და ტურისტების დიდი ნაწილი ნარუჯსაც კი იღებს.

საოცარი რამე ხდება სოჭის ოლიმპიადაზე, თავად ზამთრის ოლიმპიადის ჩატარება სუბტროპიკულ ზონაში ავანტიურისტულად ჟღერს, ოლიმპიური ცეცხლის სოჭამდე ჩატანაც საკმაოდ კურიოზული სიტუაციების თანხლებით ხდებოდა (ჩირაღდანში ვინ მოთვლის რამდენჯერ ჩაქრა ოლიმპიური ცეცხლი). ოლიმპიურ კომპლექსებზე კი ნაადრევად დასრულებული სამუშაოების გამო მსოფლიო პრესა და მედიასაშუალებებმაც საკმაოდ "იხორხოცეს". სოჭის ოლიმპიურ დასახლებაში აშენებული სასტუმროს კადრებმაც საკმაოდ გვამხიარულა.
ახლა კი ისე დათბა სოჭში, ოლიმპიადის მონაწილეები სამთო ტრასებზე შედარებით "შილიფად" ჩაცმულები გამოდიან და დაქირავებული მომსახურე პერსონალიც ნარუჯის მისაღებად, აკეცილი ტანსაცმლით დადის. რუსული მხარე უკვე აცხადებს, რომ წინასწარ ჰქონდათ ამინდის გათვლები გაკეთებული და აქედან გამომდინარე შეიტანეს განაცხადი ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნების ქალაქების კონკურსში ყოფილიყო ქალაქი სოჭი. არ ვიცი გრძელვადიან პროგნოზებს როგორ საზღვრავენ რუსები, მაგრამ ფაქტი ერთია–კრასნოდარის მხარეში ყინულის "წვიმების" შემდეგ ასეთი ამინდი მართლაც რომ საოცარია.
ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე ასეთ თბილ ამინდებს თებერვლის თვეში, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება–სოჭში გაზაფხულის მოახლოება უკვე იგრძნობა.
გთავაზობთ სურათებს სოჭის ოლიმპიური თამაშებიდან.

imageimageimageimageimageimage






3
60
14-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
60
  
2014, 19 თებერვალი, 21:24
:)) :))
2014, 16 თებერვალი, 22:52
ნორვეგიელისათვის შავი ზღვის ტემპერატურა უკვე საზაფხულო სეზონის დონეზეა და იბანავებს აბა რას იზამს? :))))
2014, 16 თებერვალი, 22:46
ზოგი ზღვაზეც ბანაობს.
0 1 3