x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ახლო აღმოსავლეთის
ახლო აღმოსავლეთის რეგიონი დღეისათვის მიიჩნევა მსოფლიოს ერთ-ერთ მდიდარ რეგიონად მსოფლიოს მასშტაბით, შესაბამისად დაინტერესება ამ ქვეყნის მიმართ იზრდება. მას შეიძლება ვუწოდოთ კიდეც მსოფლიოში ყველაზე “ცხელი რეგიონი'', მაგრამ რეგიონის დიდი პრობლემაა ტერაქტები რასაც აქ შეიძლება ყოველდღიური ხასიათი ჰქონდეს. ნებისმიერ დროს შეიძლება თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქოს და იმსხვერპლოს უდანაშაულო ხალხი, სწორედ ამ რეგიონში გაუჭირდა აშშ-ს დემოკრატიული ნორმების გატარება. მიუხედავად ამისა, რეგიონი თავის აქტუალობას არ კარგავს, მუდმივი ყურადგების ცენტრშია. რა არის ამ ინტერესის განმაპირობებელი?

უპირველეს ყოვლისა ხაზგასმით აღინიშნება რეგიონში არსებული ნავთობისა და გაზის უდიდესი მარაგი. ნავთობის საერთო ჯამი 900 მილიარდ ბარელამდეა, აქ მდებარეობს ყველაზე დიდი საბადოები ჰავარი(საუდის არაბეთი), აღა-ჯარი (ირანი), დიდი ბურგანი (ქუვეითი) და ა.შ გამომდინარე ნავთობის მნიშვნელობიდან თანამედროვე მსოფლიოსთვის, ნათელი ხდება, თუ რატომ ცხოვრობენ კარგად საუდის არაბეთში, ყატარში, გაერთიანებულ არაბთა საემიროებში (გას), ქუვეითში, ირანში. ამ ქვეყნებს მსოფიოში უკვე აღიარებულია, რომ ეძახიან “განდიდრებულ'' ქვეყნებს. ინტერესს იწვევს სწორედ ისიც, რომ აშშ-ს ყველაზე მჭიდრო კონტაქტი აქვს მაინცდამაინც საუდის არაბეთთან, ყოველთვის ყურადღების ცენტრშია ახლო აღმოსავლეთის რეგიონი, ამის განმაპირობებელი, სწორედ ამ ქვეყნების ნავთობის დიდი მარაგია.


მეორე მიზეზი ახლო აღმოსავლეთის რეგიონისადმი არის სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა. ისტორიის ხანგრძლივი პეროდის განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთი რჩებოდა მთავარ დერეფნად ჯერ კიდევ ამოუცნობ ინდოეთსა და ჩინეთთან მისაღწევად. შესაბამისად, კოლონიზაციის ეპოქაში ამ რეგიონის მნიშვნელობა ერთი ორად აღემატედოდა დღევანდელ მნიშვნელობას. თუმცაღა, მიუხედავად ისტორიული ცვლილებების ცვალებადობისა, გეოგრაფიული მდებარეობა არ იცვლება და, შესაბამისად, უცვლელი რჩება ახლო აღმოსავლეთის როლი და მნიშვლელობა მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე.


მესამე მიზეზი არის ამ რეგიონში ჩამოყალიბებული რელიგიური ფუნდამენტალიზმი. ახლო აღმოსავლეთი ადასტურებს აზრს, რომ რესურსების გონივრულად გამოყენების შემთხვევაში, რელიგიურ ფუნდამენტალიზმზე დაფუძნებულ სახელმწიფოშიცაა შესაძლებელი ცივილიზებული და მაღალ განვითარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.



ამ ჩამოთვლილი მიზეზებიდან ნათლად ჩანს, თუ რატომ არის ამხელა დაინტერესება ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებისადმი. ფაქტია, ისიც რომ, ახლო აღმოსავლეთს აქვს საკმარისი ხელშემწყობი ბერკეტები იმისათვის, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ზეგავლენა მოახდინოს. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად გამოდგება 1973 წლის კრიზისი, რაც გამოწვეული იყო არაბული ქვეყნების მიერ აშშ-თვის ნავთობზე დაწესებული ემბარგოთი (ემბარგოს დაწესების მიზეზი იყო აშშ-ს აქტიური დახმარება ისრაელის მიმართ იომ-ქიფურის ომში). დღეის მდგომარეობით თითქმის ყველა დიდი სახელმწიფო ცდილობს, რომ კარგი ურთიორთობები დაამყაროს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, მაგრამ ამ ურთიერთობებით განსაკუთრებულად დაინტერესებულია აშშ. ამისათვის ამერიკა უამრავ ხერხს მიმართავს, მათ შორის აღსანიშნავია ისრაელთან განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობები. ისრაელის დამოუკიდებლობის მთავარი მომხრე და საერთაშორისო არენაზე მისი სუვერენიტეტის მთავარი გარანტი სწორედ აშშ იყო. ისრაელი აშშ-ს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ისრაელში იმპორტირებული საქონლის 22.4% და ექსპორტირებულის 42.1 სწორედ აშშ-ზე მოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკელები ებრაელებს ყოველწლიურად 2.4 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას უწევს, რაც ისრაელის სამხედრო დანახარჯების 24.5%-ის ტოლფასია. ამ ციფრების მაგალითიდან ჩანს, რომ ისრაელი აშშ-ს ინტერესების აშკარა გამტარებელია რეგიონში. ჩემ მიერ მოყვანილი მაგალითები ადასტურებს აშშ-ს აშკარა ინტერესს ახლო აღმოსავლეთის ნავთობმომპოვებელ ქვეყნებზე და მათთან ურთიერთობისთვის და ეკონომიკირი კავშირისათვის საჭირო ისრაელის ურთიერთობებს.
და ბოლოს, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო ჩემ ნაშრომში გამოყენებულ მაგალითებზე დაყრდნობით, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და ამ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები დროთა ცვლის სხვადასხვა ეტაპზე თავის აქტუალობას არ კარგავს. ასე, რომ თითოეულმა ქვეყანამ მხედველობაში უნდა მიიღოს ახლო აღმოსავლეთის ფაქტორი საკუთარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წარმოებისას. ამ ქვეყნების რიგში განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოსაზღვრე სახელმწიფოებს მათ შორის საქართველოს, რომელმაც კარგი მეზობლური ურთGიერთიბა უნდა შეინარჩუნოს თითოეულ ქვეყანასთან.


0
218
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამმარიამიძე1993
მარიამმარიამიძე1993
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0