x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ გამოიყურება სინამდვილეში ანგელოზი?

image კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ანგელოზის არსებობა, თუმცა აღნიშნეს, რომ ისინი ისე არ გამოიყურებიან, როგორც ეს ადამიანებს წარმოუდგენიათ.მამაო ლენცო ლავატორი რომელიც ანგელოზების შესწავლითაა დაკავებული აცხადებს, რომ ციური არსებები, რომლებიც "კვლავ მოდაში შემოვიდა", ახალი საუკუნის რელიგიის წყალობით უფრო ჰგვანან სინათლის ათინათებს.კონფერენციაზე გამოსვლის დროს, რომლის დარბაზშიც უხვად იყო წარმოდგენილი რენესანსის ეპოქის ნამუშევრები მან ომახიანად დასძინა:"ვფიქრობ, რომ ესაა ანგელოზების ახალი აღმოჩენა ქრისტიანულ სამყაროში".უფროსმა დიაკვანმა მიიღო დებატებში მონაწილეობა ანგელოზების ხელოვნების კვირეულში Fondazione Archivio Storico, რომლის ორგანიზებაც იტალიის ხელოვნების ასოციაციამ გამართა ვატიკანის მხარდაჭერით.გამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, რომ "გამოფენის მიზანი იყო მიგვედევნებინა თვალყური ანგელოზთა ისტორიისთვის ადამიანთა კულტურაში, ანგელოზები დაეხმარნენ ადამიანებს რელიგიურ-ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაში და გახდნენ მიზეზი ამაღლებული პოეტური და მხატვრული გამომხატველობისა".ლენცო ლავატორიმ აღნიშნა, რომ ანგელოზი კვლავ პოპულარულია ხალხში, განსაკუთრებით კი შობის დღეებში.

0
116
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0