x
image
worldsport.ge
კუადრადოსთვის გრანდები იბრძვიან

imageფლორენციის “ფიორენტინას” ნახევარმცველ ხუან გილერმე კუადრადოს ერთბაშად რამდენიმე ევროპული გრანდი ეპატიჟება. Sky Sport Italia-ს ცნობით, კოლუმბიელის შეძენა ტურინის “იუვენტუსს”, ლონდონის “არსენალსა” და მიუნხენის “ბაიერნს” სურთ.
“ფიორენტინა” კუადრადოს სატრანსფერო უფლებების 50%-ს ფლობს, მეორე ნახევარი კი, “უდინეზეს” ეკუთვნის. ნახევარმცველის ტრანსფერი 30 მილიონ ევროდაა შეფასებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა მსურველმა კლუბმა “უდინეზეს” 15 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
თავის მხრივ, “ფიორენტინას” ხელმძღვანელობას კუადრადოს სატრანსფერო უფლებების სრულად გამოსყიდვა სურს და მზადაა, ფეხბურთელს წლიური ანაზღაურება 1.5 მილიონ ევრომდე გაუზარდოს.

ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0