x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ქუთაისის მერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

imageქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა მერის მოვალეობის შემსრულებელს შოთა მურღულიას უფლებამოსილება შეუწყვიტა.


როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, დღეიდან მერის მოვალეობის შემსრულებელი ნიკო კაჭკაჭიშვილი იქნება.


"შოთა მურღულიას უფლებამოსილების შეჩერების შესახებ ბრძანებას ხელი მოვაწერე. მურღულიას 12 თებერვლიდან შეუჩერდა უფლებამოსილება და ჩემი ბრძანებით, მერის მოვალეობას მისი მოადგილე ნიკო კაჭკაჭიშვილი შეასრულებს. მაქვს საკმაოდ საფუძვლიანი მიზეზები, რომ მურღულიამ არ მართოს ქალაქი. მას ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს საკრებულოსთან, ჩვენთან თანამშრომლობა არ სურს. მურღულიამ ქუთაისის ერთპიროვნული მმართველობა მოინდომა, "-განაცხადა თამაზ მარგველაშვილმა.

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0